Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantმოკლედ შენ რაც დაწერე გამოდის, რომ შეიძლება ხელშეკრულების ერთ_ერთმა მხარემ ისე მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, რომ არ იცოდეს მისი შინაარსი, თუმცა თუ მისი მხრიდან არის უხეში გაუფრთხილებლობა ხელშეკრულების შინაარსის აღქმის კუთხით და მეორე მხარე კეთილსინდისიერია, მაშინ მათ მიერ დადებული ხელშეკრულება არის ნამდვილი.. ხომ ამას იძახი?
ას-901-859-2013 ამ გადაწყვეტილებას ვგულისხმობდი და არა შენ მიერ დადებულს მინდობილობის ბათილობაზე… სადაც წერია, რომ მოტყუება შეიძლება არ იყოს ბათილობის საფუძველი, თუმცა სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე შეიძლება ბათილობა…ივერიელი
Participantურთიერთგამომრიცხავ რაღაცას წერ ახლა.. შენ იძახი, რომ თუ ხელშეკრულება აწერს ხელს ბრმა, მთავარია მეორე მხარის კეთილისინდისიერება, რათა ხელშეკრულება ნამდვილი იყოს, მეორე მხრივ კიდე იძახი, რომ როცა ობიექტურად ხელშეკრულების შინაარსი არ აქვს პირს აღქმული ხელშეკრულება ბათილია..
როგორ იქნება მეორე მხარე კეთილისნდისიერი, როცა ბრმა აწერს ხელს, თუ სხვა გარემოებები არ არსებობს, რომლებიც ადასტურებს ამ ბრმა პირის მიერ ხელშეკრულების შინაარსის აღქმას?
და ვთქვათ კეთილსინდისიერია ეს მეორე მხარე და გონია, რომ ბრმამ იცის ხელშეკრულების შინაარსი, მაგრამ სხვა გარემოებებით სასამართოში დასტურდება, რომ ბრმას არ ჰქონდა შეცნობილი ხელშეკრულების შინაარსი…
ამ შემთხვევაში მთავარიაა არაა მეორე მხარის კეთილისინდისიერება (საერთოდ არაფერშუაშია არაა), არამედ ობიექტურად ბრმა პირის მიერ ამ ხელშეკრულების შინაარსის აღქმის ფაქტი..
რაც შეეხება შენ მიერ დადებულ გადაწყვეტილებას, ფორუმზე არაერთი გადაწყვეტილება დაიდო (მაგალითად იპოთეკა & სესხის თემაში), საიდანაც გამომდინარეობს, რომ მოტყუების საფუძველზე ვერ მოხდება მსგავსი ტიპის ხელშეკრულებების ბათილობა (როცა შინაარსს არ გაეცნო პირი, მაგრამ შეეძლო), თუმცა იქვე მითითებულია, როგორც შენვე აღნიშნე, რომ სხვა საფუძვლით შეიძლება ბათილობა, მიუხედავად მეორე მხარის კეთილსინდისიერებისა…
ანუ ხელშეკრულების მეორე მხარის კეთილსინდისიერების ელემენტი, ხელშეკრულებას ნამდვილად ვერ აქცევს, როცა არსებობს ბათილობის საფუძვლები…
ივერიელი
Participantქმედების შემადგენლობა
I. ობიექტური შემადგენლობა
ა) სუბიექტი;
ბ) ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები (დრო, ადგილი, ვითარება, მახასიათებელი);
გ) ქმედება (მოქმედება, უმოქმედება – ნამდვილი ან არანამდვილი);
დ) შედეგი (ე.წ. შედეგიანი დელიქტი);
ე) მიზეზობრივი კავშირი (შედეგიანი დელიქტების შემთხვევაში).
ივერიელი
Participant<cite> @Edika said:</cite>
1) ხელშეკრულებაზე ხელს აწერს ბრმა.
შეიძლება ბათილობაზე საუბარი, რადგან ბრმა ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა ხელშეკრულებას, უნდა არსებობდეს, მის მიერ ხელშეკრულების შინაარსის აღქმის დამადასტურებელი სხვა გარემოებებიც.
2)ხელშეკრულებას ხელს აწერს ბრმა ისე რომ ატყუებენ ნების გამოვლენის დროს.
მოტყუების ფაქტი, თუ დადგინდა შეიძლება ბათილობაზე საუბარი, ასევე ზემოთ რაც დავწერე.
3) ხელშეკრულებას ხელს აწერს ენის არმცოდნე.
აქაც იგივე, რაც პირველ შემთხვევაში…
4)ხელშეკრულებას ხელს აწერს 100 პროცენტიანი მხედველობის მქონე და ენის მცოდნე პიროვნება, ისე რომ არ ეცნობა მის შინაარსს და ვიღაც მესამე პირი ატყუებს შინაარსს.
ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ხელის მომწერმა იცოდა ხელშეკრულების შინაარსი, მოტყუების მოტივით ვერ მოითხოვს ბათილობას, რადგან მას ჰქონდა საშუალება წაეკითხა ხელშეკრულება, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ბათილობაზე საუბარი, თუ დადგინდება გარემოება, რომ მას არ ჰქონდა საშუალება გაცნობოდა ხელშეკრულების შინაარს.
ივერიელი
Participantშენ მიერ დადებული გადაწყვეტილება ავსებს და ანვითარებას იმას, რაც მე დავწერე, ანუ სასამართლო იძახის, რომ ზოგადად არსებობს პრეზუმფცია, რომ როცა პირი ხელს აწერს ხელშეკრულებას, მან იცის მისი შინაარსი, თუმცა შეიძლება არსებობდეს ისეთი შემთხვევები, როცა პირმა ხელი მოაწერა, თუმცა მან არ იცოდა მისი შინაარსი და ასეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აღნიშნული პრეზუმფცია არ მოქმედებს..
ივერიელი
Participantიმ გადაწყვეტილებაში, რაც ზემოთ მივუთითე, სასამართლო იძახის, რომ პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერა, როგორც ნების გამოვლენა, ადასტურებს, რომ მან იცის რა შინაარსის არის აღნიშნული ხელშეკრულება, შესაბამისად, როცა დადასტურდება კონკრეტული პირის ხელმოწერის არსებობა დოკუმენტზე, იგი ვერ გახდის მას სადავოთ იმ არგუმენტაციით, რომ მან არ იცოდა რა შინაარსის იყო დოკუმენტი..
ივერიელი
Participantარსებობს პრეზუმფცია, რომ როცა პირი აწერს ხელს ხელშეკრულებას მისთვის ცნობილია მისი შინაარსი.. (სუსგ ას-901-859-2013), აქედან გამომდინარე ამ კუთხით ვერ გახდის სადავოს აღნიშნულ ხელშეკრულებას.. და სხვა ბათილობის საფუძველიც მას არ აქვს კაზუსიდან გამომდინარე….
რაც შეეხება სესხის არსებობის მტკიცებას, ნამდვილი სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება არსებობს, შესაბამისად არსებობს მყარი წერილობითი მტკიცებულებათა ბაზა.. ასევე რეგისტრირებული იპოთეკის არსებობა წარმოადგენს სესხის არსებობის დამადასტურებელ ძალიან მყარ მტკიცებულებას, რადგან იპოთეკის ხელშეკრულება თავისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე ვერ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო სესხის ხელშეკრულება.
ივერიელი
Participantას-901-859-2013 ამ გადაწყვეტილებაში საქმე ეხება იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულების ბათილობის საკითხს, მოტყუების საფუძვლით, ასევე განმარტებულია იპოთეკის ხელშეკრულების იურიდიული ბუნება და საინტერესო განმარტებაა გაკეთებული ხელმოწერის ფაქტზე, როგორც ხელშეკრულების შინაარსის ცოდნის პრეზუმფციაზე.
ივერიელი
Participantეგ გადაწყვეტილება წაკითხული მაქვს და კარგად არის განმარტებული, რომ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დადგენილი მოტყუების ფაქტი შეიძლება არ ნიშნავდეს სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის მოტყუების ფაქტს, თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშNოს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ემთხვევა ეს ორი ცნება ერთმანეთს.. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, გვაქვს თუ არა მოტყუების ფაქტი სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის, როცა სისხლის სამართლით დადგენილია მოტყუების ფაქტი (მაგ: თაღლითობის მუხლით არის პირი მსჯავრდებული).
თუმცა იქვე იძახის სასამართლო, რომ როცა მინდობილობას ეხება საქმე, მოტყუების საფუძვლით მინდობილობის ბათილობის საკითხის დაყენება ვერ მოხდება, რადგან როცა მინდობილობას გასცემ შენ გააზრებული გაქვს ის ნეგატიური შედეგი, რაც მას მოყვება.
ივერიელი
Participantგანვიხილოთ მოგვიანებით, აღნიშნულ საკითხს ეხება სხვა გადაწყვეტილებებიც, სადაც ანალოგიური სახით ხდება საკითხის გადაწყვეტა… მაგ: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: ას-631-939-09, ას-189-182-2013
ასევე საინტერესოა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N- 2/3510-12
-
AuthorPosts
