Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantბ) ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნები– თითოეული სამართალდარღვევის აღწერისას, კანონმდებელი განსაზღვრავს სამართალდარღვევის ობიექტურ ნიშნებს, რომლებიც შეიძლება იყოს ქმედების ჩადენის დრო, მისი ადგილი, ვითარება, მისი ხასიათი და ა.შ.
მაგ: “წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა”
მოცემული ქმედების შემადგენლობის ობიექტური ნიშნებია: ადგილი– წყლის ობიექტები, ქმედების ხასიათი– დანაგვიანება, დაბინძურება, ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა.
ამდენად მოცემული სამართალდარღვევის ჩასადენად აუცილებელია გვქონდეს მოქმედება- დანაგვიანება, დაბინძურება, ნარჩენებისა და სხგავარი ნაყარის ჩაყრა და ეს უნდა განხორციელდეს აუცილებლად წყლის ობიეტებთან დაკავშირებით.ივერიელი
Participantა) სუბიექტი- პირი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის კერძო ნაწილში განსაზღვრული სამართალდარღვევის ჩადენა შეუძლია თავისი ქმედებით. სუბიექტი შეიძლება იყოს ზოგადი და სპეციალური. თუ სუბიექტი არ არის აღწერილი სპეციალური ნიშნებით, მაშინ სამართალდარღვევის ჩადენა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომლის ასაკმაც მიაღწია 16 წელს, ხოლო სპეციალური სუბიექტია ისეთ პირი, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული მახასიათებლებით, რომლებიც ყველა პირს არ გააჩნია, მაგ: თანამდებობის პირები, სამხედრო პირები და ა.შ.
პიროვნება, რომელსაც არ აქვს ქმედების შემადგენლობით დადგენილი მახასიათებლები, არ შეიძლება იყოს ასეთი სამართალდარღვევის ჩამდენი პირი. ის შეიძლება იყოს წამქეზებელი ან დამხმარე.
ივერიელი
Participantკანონის არ ცოდნის სამართლებრივი შედეგები
კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.
მაგ: სამკვიდროს დადგენილ 6 თვიან ვადაში მიუღებლობა ვერ გამართლდება იმ არგუმენტით, რომ მემკვიდრემ არ იცოდა კანონის ჩანაწერი სამკვიდროს მიღების ვადის შესახებ.
მაგ: შინაური ცხოველის მიერ პირისათვის ზიანის მიყენებისას, მეპატრონე ვერ გაიქცევა პასუხისმგებლობისგან იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა, მისი შინაური ცხოველის ქმედების გამო კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.
მაგ: პირი ვერ მოითხოვს ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას იმ საფუძვლით, რომ მან არ იცოდა ხანდაზმულობის ვადის დინების თაობაზე.
ივერიელი
Participantნორმათა იერარქია და კერძო სამართლის წყაროები
I. კონსტიტუცია
სსკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, „სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის სხვა კანონები და მათი განმარტებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.“
ამ დებულებით კანონმდებელი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი კანონი, ნორმათა იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. თუმცა საყურადღებოა, რომ ეს დებულება უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (1) მუხლშია მოცემული. ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და რომ ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. იგივე ხაზგასმულია ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-19, ისევე როგორც მე-20 და 24-ე მუხლებში.
II. საერთაშორისო ხელშეკრულებანი
საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულება ნორმათა იერარქიაში კონსტიტუციის შემდეგ საფეხურზე იმყოფება, უშუალოდ კონსტიტუციის მე-6 (II) მუხლის დებულებიდან გამომდინარე.
ამდენად, საერთაშორისო შეთანხმებები/ხელშეკრულებები სარგებლობენ უპირატესი ძალით შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, მათ შორის სამოქალაქო კოდექსის მიმართაც.
III. კანონები
კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შემდეგ საფეხურზე დგას კანონი. ამასთან, ერთმანეთისაგან იმიჯნება ჩვეულებრივი და ე.წ. ორგანული კანონები.
ორგანული კანონები ნორმათა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფება, ვიდრე ჩვეულებრივი კანონები და მიიღება კონსტიტუციის კონკრეტული მოთხოვნის შესასრულებლად. მაგ: შრომის კოდექსი.
სსკ-ის მე-2 მუხლი განსაზღვრავს, რომ ერთი და იმავე დონის კანონების (სამართლის ნორმათა) კოლიზიის დროს გამოიყენება უფრო სპეციალური და უფრო ახალი კანონი.
IV. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, სსკის მე-2 (III) მუხლის თანახმად, მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, თუ იგი ავსებს კანონის ნორმას.
კანონთან წინააღმდეგობის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ გამოიყენება.
V.ჩვეულებები
დაწერილი კანონმდებლობისაგან (კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულება, კანონი და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) უნდა განვასხვაოთ ჩვეულებები.
სსკ არ მოიცავს ჩვეულების განმარტებას, თუმცა კონტინენტური ევროპის სხვა სამართლებრივ სისტემებშიც გამოიყენება ცნება „ჩვეულება“ მისი განმარტების გარეშე.
ჩვეულება არ არის სამართლის ნორმა. იგი წარმოიშობა ხანგრძლივი და ერთგვაროვანი გამოყენების საფუძველზე და შესაძლებელია შეზღუდული იყოს ტერიტორიული პრინციპისა თუ პირთა წრის მიხედვით მოქმედებით. უშუალო სამართლებრივი შედეგები გამომდინარეობს მისგან მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას დაწერილი სამართლის ნორმები უშუალოდ მიუთითებენ (მაგალითად, სსკ-ის 339-ე მუხლი მიუთითებს სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების გათვალისწინების შესაძლებლობაზე, ასევე 878-ე მუხლი ასევე მიუთითებს ჩვეულებებზე).
ჩვეულებების მოქმედება მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულების დებულებების, ნების გამოვლენისა და ცალკეული ქმედების განმარტებისას. თუმცა სსკ-ის მე-2 IV მუხლის საფუძველზე ისინი გამოიყენებიან მხოლოდ მაშინ, თუ არ ეწინააღმდეგებიან სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.
ივერიელი
Participantსამოქალაქო სამართლის რეგულირების სფერო
სამოქალაქო სამართალის რეგულირების სფერო მოიცავს კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.
სამოქალაქო სამართალი ძირითადად მაინც აწესრიგებს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ანუ განსაზღვრავს წესებს პირების მიერ ქონების განკარგვასთან დაკავშირებით.
ქონებრივი ურთიერთობა სხვადასხვა სახის არის:
ხელშეკრულების მეშვეობით საქონლის გაცვლა (ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა და ა.შ.).
ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება სარგებლობის უფლებას (ქირავნობა, იჯარა, თხოვება და ა.შ.).
ხელშეკრულებები, რომლებიც გულისხმობს სარგებლის სანაცვლოდ გარკვეული მომსახურების გაწევას (ნარდობა, მომსახურება).
ყველა ეს საკითხი მოწესრიგებულია ვალდებულებითი სამართლის ნორმების მეშვეობით.
სანივთო სამართალი მოიცავს წესებს: მფლობელობის, ნივთებზე საკუთრების გადაცემის, ნივთების გირავნობის შესახებ და ა.შ.
ქონებრივი ურთიერთობების შეიძლება ეხებოდეს მეუღლეთა ქონებას (საოჯახო სამართალი) მეუღლეთა თანასაკუთრებას, სარჩოს უფლება და ა.შ.
ქონებრივი ურთიერთობები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონების განკარგვას.(მემკვიდრეობითი სამართალი)
ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობების გარდა სამოქალაქო სამართალი ასევე აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიც არის:
პირადი არაქონებრივი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი)
საოჯახო სამართლის ნაწილები,რომლებიც არ ეხება ქონების განკარგვას, მაგ: შვილება, მეურვეობა, ოჯახის წევრებს შორის არსებული უფლება-მოვალეობები და ა.შ.
ივერიელი
Participantროგორც ამ თემაში უკვე არაერთხელ დაიწერა, სესხის არსებობისათვის საჭიროა შემდეგ არსებით პირობებზე მხარეების შეთანხმება:
1. სესხის ხელშეკრულების მხარეების განსაზღვრა.
2. სესხის საგნის განსაზღვრა
3.მხარეების განზრახვის არსებობა, რომ იდება სესხის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია განსაზღვრულია ხელშეკრულების მხარეები, განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი- ფული, თუმცა არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ დაიდო სესხის ხელშეკრულება, ანუ არსაიდან არ ჩანს, რომ ეს პირები ფულს ღებულობენ იმ პირობით, რომ მას უკან დააბრუნებენ, თანაც მათი ნათესაური კავშირი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეიძლება იმ კუთხითაც მსჯელობა, რომ სახეზეა სარჩო/დახმარება მამიდის მხრიდან, რომელსაც ასეთი ვალდებულება გააჩნია კანონის მხრიდან.
ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ვიტყვით, რომ სახეზე არ არის მხარეთა შორის რაიმე სახის ხელშეკრულება და ეს ფულები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აქვთ მიღებული ამ პირებს, მაშინ მაინც ვერ მოსთხოვს მამიდა ამ ფულის უკან დაბრუნებას, რადგან სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტი გვეუბნება, რომ დაუშვებელია უსაფუძვლოდ გადაცემული ფულის დაბრუნება, თუ ფულის გადაცემა ზნეობრივ ნორმებს შეესაბამება, ამ შემთხვევაში კი ნათესავების ავადმყოფობისა და მათი სიდუხჭირის პირობებში, მათვის ფულის გადაცემა ხვდება სწორედ ამ რეგულაციის ქვეშ.
ივერიელი
Participantჩემი აზრით, ყველაფერი რიგზეა… შეიძლება ასეთი შეთანხმების გაკეთება იმ ლოგიკით რაც ზემოთ დავწერე..
ივერიელი
Participantსავარაუდოდ სესხის თანხით სარგებლობა ჩათვალა, როგორც ქირა და შესაბამისად ბინით სარგებლობა ხდება ქირის- სესხის თანხის სარგებლობისთვის გასაცემი პროცენტის ოდენობით :))) აი ასე ჩახლართულადაა საქმე
ივერიელი
Participantშეუძლიათ რა თქმა უნდა, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, თან კანონი არ კრძალავს მსგავს შეთანხმებას
ივერიელი
Participantიპოთეკის ან სესხის თემაში ჩვენ განვიხილეთ მსგავსი შემთხვევა, სადაც პირმა გააყალბა მესაკუთრის მინდობილობა და დადო მისი სახელით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ბათილიაო ასეთი მინდობილობით დადებული ხელშეკრულება, რადგან მესაკუთრის ნება არ იყო გამოხატული, ამ შემთხვევაში კიდე იძულებით არის ნება გამოხატული და ნაკლი გვაქვს, შესაბამისად ეს ორი შემთხვევა თუ დავუკავშირეთ ერთმანეთთან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათილი იქნება ასეთ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
-
AuthorPosts
