Forum Replies Created

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • კერძო სამართლის სუბიექტები

    ფიზიკური პირები– ყველა ადამიანი, მიუხედავად მოქალაქეობისა.

    იურიდიული პირები– ყველა იურიდიული პირი, მათ შორის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები და უცხოური იურიდიული პირები.

    ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები– მაგ: ამხანაგობები, თუმცა მათ გააჩნიათ გარკვეული შეზღუდვები, როგორც სუბიექტებს, რაზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ თემაშ მოგვიანებით.

    სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებ –  იმ ურთიერთობებში წარმოადგენენ კერძო სამართლის პირებს, რომლებიც სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით.

    <cite> @Edika said:</cite>
    ნიკომ გაუგზავნა გიორგის უძრავი ქონების გაყიდვის ხელმოუწერელი ხელშეკრულება. გიორგიმ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და უკან გაუგზავნა ნიკოს. ითვლება თუ არა ხელშეკრულება დადებულად?

     

    ნიკოს მიერ წერილის გაგზავნა წარმოადგენს არა ოფერტს, არამედ მოწვევას ოფერტზე, რადგან მას ხელი არ მოუწერია ხელშეკრულებაზე, შესაბამისად გიორგის მიერ ხელმოწერის შემთხვევაში ხელშეკრულების დადების განზრახვა ნიკოს არ ჰქონდა.

     

    ხოლო გიორგის მიერ ხელმოწერა და დოკუმენტის დაბრუნება ნიკოსთვის წარმოადგენს ოფერტს, რომელიც ნიკოს მხრიდან თუ იქნება აქცეპტით ნაპასუხარი, მაშინ დაიდება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება.

     

    შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ რანაირად დადგება, როცა ასეთი ხელშეკრულებას საჭიროებს ნოტარიულ/რეესტრისეულ დამოწმებას, თუმცა რეალურად ასეთი ხელშეკრულება შეიძლება მარტივი წერილობითი ფორმით დაიდოს (ასეთი დამოწმების გარეშე), რაზეც უკვე ვისაუბრეთ “სანივთო სამართლის” თემაში.

    კერძო სამართლის ობიექტები

    კერძო სამართლის ობიექტი არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის საგანი.

    მაგ: ბინა წარმოადგენს კერძო სამართლის ობიექტს, ხოლო მესაკუთრის მიერ ბინის გაყიდვა ხორციელდება კერძო სამართლის პირებს შორის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების გზით- ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით.

    კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული.

    მატერიალური ქონებრივი სიკეთე– მაგ: ბინა, მანქანა, ოქროს საათი (ის, რაც მატერიალური (ფიზიკური) სახით არსებობს).

    არამატერიალური ქონებრივი სიკეთე– მაგ: ბრენდის სახელწოდება (ისეთი ქონებრივი ღირებულების მქონე საგანი, რომელიც არამატერიალური სახით არსებობს).

    პირადი არაქონებრივი სიკეთე– მაგ: ღირსება, პატივი, გამოსახულებაზე უფლება. (პიროვნებასთან დაკავშირებული, ქონებრივი ღირებულების არ მქონე საგანი).

     

    II. ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

     

    ა) განზრახვა (პირდაპირი, არაპირდაპირი)

     

    ან

     

    ბ) გაუფრთხილებლობა (თვითიმედოვნება, დაუდევრობა)

     

    გ) შეცდომა ფაქტში

     

    დ) სხვა სუბიექტური ფაქტორები (მიზანი, მოტივი)

     

    თუ პირის ქმედებიდან გამომდინარე სახეზე არ გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ქმედების ობიექტური შემადგენლობა, მაშინ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გვაქვს სახეზე, შესაბამისად აღარ გადავდივართ ქმედების სუბიექტური ელემენტების განხილვაზე.

    დ) შედეგი (ე.წ. შედეგიანი დელიქტი)

     

    ე) მიზეზობრივი კავშირი (შედეგიანი დელიქტების შემთხვევაში)

     

    შედეგის მიხედვით ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიკუთვნება ზიანის გამომწვევ და საფრთხის შემცვლელი დელიქტებისთვის.

     

    ქმედებასა და შედეგს შორის კავშირს უზრუნვეყოფს მიზეზობრიობა, შესაბამისად, ობიექტური შერაცხადობა, რომელიც ასევე ობიექტური შემადგენლობის ელემენტია. თუ კი ქმედების ობიექტური შემადგენლობა არ შეიცავს შედეგის განმსაზღვრელ ნიშნებს, სახეზეა ზოგადი საფრთხის შემცვლელი დელიქტი.

     

    საფრთხის შემცვლელი დელიქტი

     

    უშედეგო (ფორმალური) შემადგენლობის მქონე დელიქტის შემთხვევაში, სამართალდარღვევა დასრულებულია ქმედების ობიექტური შემადგენლობაში აღწერილი ქმედების განხორციელებით, ისე, რომ არ დგება არანაირი მატერიალური შედეგი.ქმედებას აქვს არა შედეგის გამომწვევი, არამედ გამოწვევის უნარის მქონე ბუნება. მაგ: მთვრალი ავტომობილის მართვა, ხმაური და ა.შ.

     

    ხშირად ასეთ დელიქტებს აქვს აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტების ხასიათი. ხმაურის გამომწვევ დელიქტებში არ არის აუცილებელი იმის დადგენა დადგა თუ არა მეზობლების სიმშვიდის ხელყოფა ან ჯანმრთელობის დაზიანება, არამედ საკმარისია, რომ მას შეუძლია ასეთი შედეგის დადგომა.

     

    შედეგის გამოწვევა

     

    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალი იცნობს შედეგიან დელიქტებს. ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი შეიძლება იყოს სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ან კონკრეტული საფრთხე. პირველ შემთხვევაში, ობიექტის მდგომარეობა უარესდება, მეორე შემთხვევაში, ახლოს არის ასეთ მდგომარეობასთან და სავარაუდო გაუარესების მდგომარეობაში იმყოფება. კონკრეტული საფრთხის წარმოშობის შედეგზე არ ახდენს გავლენას შემთხვევითობით გამოწვეული ზიანის არ დადგომა.  ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი გამოწვეული უნდა იყოს ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედებით. გარდა აღნიშნულისა, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირიც, რომლის მიხედვითაც სახე არსებული ქმედება უცილობლად სახეზე არსებულ შედეგს იწვევს.

     

    თუ კი პასუხისმგებლობა უკავშირდება ერთ კონკრეტულ შედეგს, ეს ქმედების ობიექტურ შემადგენლობაში ერთაზროვნად უნდა იყოს ფორმულირებული.

    გ) ქმედების ფორმა (მოქმედება/უმოქმედობა)

     

    მოქმედება- დამრღვევის სხეულით განხორციელებული აქტიურობა (მაგ: ხმაური, დაბინძურება, გაჩეხვა, განადგურება და ა.შ.).

     

    უმოქმედობა- უნდა გაიმიჯნოს ნამდვილი და არანამდვილი უმოქმედობით განხორციელებული ქმედებები.

     

    ნამდვილი უმოქმედობით დელიქტი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ქმედების შემადგენლობა სამართლებრივ შედეგს უმოქმედობას უკავშირებს. მაგ: ხანძრის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

     

    არანამდვილი უმოქმედობით დელიქტის შემთხვევაში ქმედების შემადგენლობა აღწერს კონკრეტულ აქტიურობას, რომლის შესაბამისია დამრღვევის  უმოქმედობა, როდესაც მას აქვს გარანტორის ფუნქცია. მაგ: “ა”-ს ძაღლმა დააზიანა “ბ”, ამ შემთხვევაში სახეზეა არანამდვილი უმოქმედობა “ა”-ს მხრიდან, რადგან მას ევალებოდა თავისი ძაღლის მხრიდან საფრთხის აღკვეთა რაც ვერ მოახერხა.

     

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #27330

    <p>კი, გეთანხმები თუ მასე წერია, მაშინ წესით უნდა გავრცელდეს ზიანის ანაღაურებაზეც (ნებისმიერ ფორმაზე)… დადე აბა სასამართლოს განმარტებები..</p>

    in reply to: იპოთეკა & გირავნობა #27328

    ისე, იპოთეკის ხელშეკრულების შინაარზეც არის დამოკიდებული… თუ იპოთეკის ხელშეკრულებაში წერია, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას, მაშინ წესით უნდა გავრცელდეს ზიანის ანაზღაურებაზე, იმავე პირგასამტეხლოზეც, მაგრამ თუ წერია, რომ ძირი თანხის უზრუნველყოფა ხდება ან მოცემულია კონკრეტული თანხა, მაშინ ბუნებრივია ზიანის ანაზღაურებაზე ვერ გავრცელდება იპოთეკა.

    სამოქალაქო ნორმების კლასიფიკაცია

    სამოქალაქო სამართალი შეიცავს სხვადასხვა სახის ნორმებს (წესებს):

    მკაცრი წესები (ius strictum)- მკაცრი წესები სახეზეა, როდესაც კანონით ნათლად და ზუსტად არის განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა და მისი სამართლებრივი შედეგი; ესეიგი, როდესაც ნორმა არ იძლევა საშუალებას, რომ კონკრეტული შემთხვევისთვის დამახასიათებელი დეტალები გავითვალისწინოთ; მკაცრი ნორმები არ საჭიროებენ შეფასების მეშვეობით შინაარსის შევსებას/განსაზღვრას.

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი: „არასრულწლოვანი შვიდიდან თვრამეტ წლამდე შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა.“

    მოცემულ შემთხვევაში ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა და სამართლებრივი შედეგი ზუსტად არის განსაზღვრული და არ რჩება ინტერპრეტაციის საშუალება, კერძოდ თუ პირის ასაკი შვიდი წლიდან თვრამეტ წლამდე მერყეობს იგი ჩაითვლება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ.

    სამართლიანობის წესები(ius aequum)–  სახეზეა, როდესაც სამართლის ნორმა შეიცავს  ფაქტობრივ შემადგენლობას, რომელიც საჭიროებს შეფასების მეშვეობით მისი შინაარსის შევსებას/განსაზღვრას ან სამართლებრივ შედეგს, რომელიც იძლევა შეფასების მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებას.

    მაგ:  სამოქალაქო კოდექსის 72-ე მუხლი „გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.“

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი „ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.“

    ორივე შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, აუცილებელია შეფასება- შეესაბამება თუ არა ნორმაში განსაზღვრული ფაქტობრივი გარემოებები, კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც ვაფასებთ.

    იმპერატიული წესები (ius cogens)–   გულისხმობს, რომ აღნიშნული წესების შეცვლა არ შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით;

    ამ მხრივ იმპერატიული წესები ზღუდავს კერძო სამართლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ -ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს;

    იმპერატიული წესების დაწესებით, კანონმდებელი არ ანდობს ურთიერთობის მონაწილეებს მათი ურთიერთობების დამოუკიდებლად განსაზღვრას და თავად აწესრიგებს ურთიერთობების შინაარსს.

    მაგ:   სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი: „იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“..

    მოცემულ შემთხვევაში კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ იპოთეკის უფლების წარმოშობა დაკავშირებულია მის რეგისტრაციასთან საჯარო რეესტრში. სხვაგვარად მხარეების შეთანხმება იპოთეკის შესახებ არ წარმოშობს იურიდიულ ძალას.

    დისპოზიციური წესები (ius dispositivum)- გულისხმობს ისეთ სამართლებრივ წესებს, რომელთა შეცვლა და გამორიცხვა შეუძლიათ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს;

    დისპოზიციური წესები კანონმდებელმა შექმნა ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც ურთიერთობის მხარეებს დაავიწყდათ ან გამორჩათ გარიგების საფუძველზე გარკვეული საკითხების გათვალისწინება;

    მაგ: სამოქალაქო კოდექსის  553-ე მუხლის პირველი ნაწილი: „ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას.“

    მოცემული ნორმა არის დისპოზიციური, რაც ნიშნავს იმას, რმ მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ქირის გადახდის სხვაგვარ ვადაზე, ვთქვათ ქირავნობის ხელშეკრულების დადების მომენტში, ან ყოველთვიურად.

    in reply to: საბანკო სამართალი #27274

    <p> ანუ გამოდის, რომ სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილებას უნდა მოყვეს იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იპოთეკა ვერ გავრცელდება შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით…</p>

Viewing 10 posts - 121 through 130 (of 449 total)