მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი ადმინისტრაციული სამართალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 33 total)
  • Author
    Posts
  • #27664

    ა) განზრახვა–   შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვა.

     

    პირდაპირი განზრახვა– პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, მან იცის, რომ მისი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი/ მოხდეს სამართლებრივი სიკეთის შელახვა და მას სურს ამ შედეგის დადგომა.

     

    მაგ: ავტობუსში ბილეთის გარეშე მგზავრობა, აკრძალული ჯიშის მწვანე ნარგევების გაჩეხვა და ა.შ.

     

    არაპირდაპირი განზრახვა– პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, მან იცის, რომ მისი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი/მოხდეს სამართლებრივი სიკეთის შელახვა და იგი გულგრილად ეკიდება ამ საკითხს.

     

    მაგ: ავტომობილის დიდი სიჩქარით მართვა, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოხდეს ავარია, თუმცა მძღოლი გულგრილად ეკიდება ამ შედეგს, რაც რეალურად დგება კიდეც.

    #27665

    ბ) გაუფრთხილებლობა- გაუფრთხილებლობას, ისევე როგორც განზრახვას აქვს რამოდენიმე სახე. მათი საერთო მახასიათებელია ის, რომ დამრღვევს არ სურს ქმედების ობიექტური შემადგენლობის შესაბამისი ქმედების განხორციელება. ეს ელემენტი მიჯნავს მას განზრახვისგან.

     

    დაუდევრობა– არის სახეზე, როდესაც დამრღვევი არ აცნობიერებს, რომ თავისი ქცევა შესაბამისობაშია ქმედების ობიექტურ შემადგენლობაში  აღწერილ ქმედებასთან. გაუფრთხილებლობის ეს ფორმა ყველაზე შორსაა განზრახვასთან. მას აკლია როგორც სურვილის, ასევე ცოდნის ელემენტი.

     

    თვითიმედოვნება– გვაქვს სახეზე, როდესაც დამრღვევს შესაძლებლად მიაჩნია ქმედების ობიექტური შემადგენლობასთან შესაბამისობა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს შესაძლებლობა არ მიიღებს რეალობის სახეს.

    #27670

    გ) შეცდომა ფაქტში- ფაქტობრივი შეცდომა ნიშნავს იმას რომ მცდარი წარმოდგენა გქონდეს ქმედების ობიექტური შემადგენლობით გათვალისწინებულ ფაქტობრივ გარემოებებზე. დამრღვევმა არ იცის სამართადარღვევის ობიექტური შემადგენლობის შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ ან იცის ამის შესახებ, მაგრამ ვერ აღიქვამს მის მნიშვნელობას.

     

    ფაქტობრივი შეცდომა გამორიცხავს განზრახი დანაშაულის ქმედების შემადგენლობას და პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ გაუფრთხილებლობისთვის, ხოლო გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება გამოირიცხოს გაუფრთხილებლობაც.

     

    როცა სახეზეა შეცდომა ფაქტში, პასუხისმგებლობა გამოირიცხება ისეთი სამართალდარღვევების შემთხვევაში, როცა სამართალდარღვევის ქმედების სუბიექტური შემადგენლობა მიუთითებს, რომ ამ კონკრეტული სამართალდარღვევის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ განზრახვით.

     

     

    #27671

    დ) სხვა სუბიექტური ფაქტორები-  მიზანი, მოტივი.

     

    მაგ: სიჩქარის გადამეტება იმ მიზნით, რომ არ დაიგვიანოს სამსახურში, მწვანე ნარგავების გაჩეხვა ანგარების მოტივით და ა.შ.

    #27672

    III. მართლწინააღმდეგობა

     

    ა) ქმედების შემადგენლობის განხორციელების ინდიკაციური ფუნქცია

     

    ბ) მართწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები (აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, თანხმობა, ნებართვა, მართლწომიერი რისკი, ვალდებულებათა კოლიზია)

     

     

    #27674

    ა) ქმედების შემადგენლობის განხორციელების ინდიკაციური ფუნქცია გულისხმობს იმის მითითებას, რომ პირის ქმედებიდან გამომდინარე, სახეზეა ქმედების ობიექტური და სუბიექტური გარემოებები და შესაბამისად უნდა შემოწმდეს წარმოადგენს თუ არა ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგოს.

     

    თუ ქმედების ობიექტური და სუბიექტური გარემოებები არ არის სახეზე, მაშინ არც მართლწინააღმდეგობაზე შეიძლება იყოს საუბარი, რადგან ასეთ შემთხვევაში არ გვექნება სამართალდარღვევა, ქმედების შემადგენლობის არ არსებობის გამო.

    #27675

    ბ) მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები: აღნიშნული გარემოებების არსებობისას გამოირიცხება მართლწინააღმდეგობა და შესაბამისად სამართალდარღვევის ქმედების შემადგნელობის მიუხედავად პირს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.

     

    უკიდურესი  აუცილებლობა- ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი იმ საფრთხის ასაცდენად, რაც  საზოგადოებრივ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას, თუ მოცემულ გარემოებაში არ შეიძლებოდა ამ საფრთხის აცდენა სხვა საშუალებებით და თუ მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე აცდენილი ზიანი.

     

    უკიდურესი აუცილებლობის მახასიათებელია ის, რომ ქმედება აკმაყოფილებს ობიექტური შემადგენლობის ნიშნებს, ქმედება შეიცავს მართლწინააღმდეგობის ელემენტებს, მაგრამ ეს გამოწვეულია უფრო მნიშვნელოვანი სიკეთის გადარჩენის მიზნით და ის ახდენს მართლწინააღმდეგობის ნიშნების განეიტრალებას.

     

    აუცილებელი  მოგერიება-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.

     

    მართლწინააღმდეგობის გამამართლებელი აუცილებელი მოგერიების ძირითადი ელემენტია ინტერესთა შეპირისპირება. ქმედების შემადგენლობის შესაბამისი ქმედება გამართლებულია, თუ კი გადაწონის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ინტერესები.

     

    ვალდებულებათა კოლიზია- მართლწინააღმდეგობის გამამართლებელი გარემოებაა ვალდებულებათა კოლიზია, როდესაც უმოქმედობით დელიქტებში პირის უმოქმედობა გამოწვეულია სხვა ვალდებულების განხორციელების ინტერესებით. თუ კი მოქმედების ვალდებულების ღირებულება გადაწონის უმოქმედობით გამოწვეულ უარყოფით შედეგეს, ეს გამართლებულია მოქმედების უპირატესი ინტერესით. ასევე, თუ კი უმოქმედობა იწვევს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას ხოლო მოქმედების განხორციელება გამოწვეულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ინტერესებიდან, ეს შეიძლება გახდეს გამამართლებელი გარემოება.

     

    ინტერესთა შეპირისპირებისას გამოიყენება იგივე კრიტერიუმი, როგორც ეს არის აუცილებელი მოგერიების ინსტიტუტში.

     

    #27676

    III. ბრალი

     

    ა)გასაკიცხაობა;

     

    ბ) აკრძალვის ცოდნა (განზრახვის შემთხვევაში);

     

    გ) ბრალის გამომრიცხავი გარემოებები (ასაკის გამო, ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შეცდომა აკრძალვაში)

    #27677

    ა) გასაკიცხაობა-  გულისხმობს ,,ასაკს“ და ,,საკუთარი ქცევის მართვის უნარს“.

     

    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ პირებს.

     

    ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელიც კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენის ან უმოქმედობის დროს იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში, ე.ი. არ შეეძლო ანგარიში გაეწია თავისი მოქმედებისათვის ან ეხელმძღვანელა ამ მოქმედებისათვის ქრონიკული სულიერი დაავადების, სულიერი მდგომარეობის დროებითი მოშლილობის, ჭკუასუსტობის ან სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

    #27678

    ბ) აკრძალვის გაცნობიერება- პასუხისმგებლობის ელემენტის მქონე სუბიექტი აცნობიერებს მართლწინააღმდეგობას, კერძოდ მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. წინდახედულობის შემთხვევაში პირი აცნობიერებს აკრძალვას, თუმცა მისი სუბიექტური დამოკიდებულება ისეთია, რომ მას უსაფუძვლოდ გონია, რომ თავიდან იქნება აცილებული დამდგარი ნეგატიური შედეგი.

     

     

Viewing 10 posts - 11 through 20 (of 33 total)
  • You must be logged in to reply to this topic.