Forum Replies Created

AuthorPosts

Edika
Participantდაუშვათ სესხის ხელშეკრულება არის 10 თვიანი. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო კრედიტორიმა შეწყვიტა ხელშეკრულება მე-5 თვეს. კრედიტორმა სასამართოს მიმართა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10-ე თვეს.
ანუ იმას ვამბობთ რომ 5-დან 10- თვემდე (ანუ ხელშეკრულების დარჩენილი ვადა) რა სარგებელიც უნდა მიეღო კრედიტორს (მიუღებელი შემოსავალი) იმაზე არ ვრცელდება იპოთეკა? რა მნიშნელობა აქვს პრინციპში საანაბრე ზიანია თუ სახელშეკრულებო ზიანი. მე არ შემხვედრია ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სასამართოს პოზიცია, მაგრამ ბანკები ითხოვენ რომ იპოთეკის ფარგლები გავრცელდეს მიუღებელ შემოსავალზეც და აკმაყოფილებენ კიდევაც სასამართლო/არბიტრაჟები.
გირავნობის შემთხვევაში 256-ე მუხლი ითვალისწინებს ისე გირავნობის გავრცელებას მოთხოვნასთან დაკავშირებულ “სხვა დამატებით უფლებებზე” (სავარაუდოდ სხვა დამატებით უფლებებში მიუღებელი შემოსავალიც იგულისხმება) გირავნობის გავრცელებას. იპოთეკის შემთხვევაშიც მსგავსი მიდგომა ხომ არ უნდა იყოს?
Edika
Participantუნდა გავრცელდეს თუ არა ე.წ საანაბრე ზიანზე იპოთეკა/გირავნობა?
Edika
Participant @Crassus said:
სწორედაც, რომ დაწერე…1. შენ დაწერე, რომ ზოგიერთი ცვლილებების შემთხვევაში იპოთეკაც გავრცელდება ამ ცვლილებაზეო… ნახე შენი პოსტი.
რომელი პოსტია? ალბათ ვიგულისხმე ისეთი ცვლილებები რომელზეც არ ვრცელდება პირველად შეთანხმებული პირობების ფარგლებს.
@Crassus said:
2. ახლა წერ, რომ ნებისმიერი ცვლილების დროს არ გავცრდელდებაო..
ალბათ ვიგულისხვე ისეთი ნებისმიერი ცვლილება რომელიც ცილდება პირველად შეთანხმებული პირობების ფარგლებს.

მოკლედ მთელი მუღამი არის ვალდებულების ფარგლებში უნდა ხდებოდეს ცვლილება. და არსებითად არ უნდა იცვლებოდეს ვალდებულება. შესრულების წესის შეცვლვლა არ მოახდენს გავლენას არაფერზე ჩემი აზრით.
Edika
Participantარაფერი საწინააღმდეგო არ დამიწერია. რა დავწერე საწინააღმდეგო?
თუ ა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ვადა 6 თვე და შეცვლის შემდეგ გახდა 10 წელი, ეს არის თუ არა ა ხელშეკრულების ფარგლებში გაკეთებული ცვლილება? და უნდა გავრცელდეს იპოთეკა? მაგას გინდ ა ხელშეკრულების ფარგლებში გაკეთებული ცვლილება დაარქვი და რაც გინდა ის მაინც არ გავრცელდება იპოთეკა.
Edika
Participantყველანაირი ცვლილება ახალი გარიგებაა, ახალი სამართლებრივი შედეგი დგება, ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართვებრივი ურთიერთბა წყდება და ახალი სამარტალურთიერთობა მყარდება მხარეებს შორის. შესაბამისად ახალ ხელშეკრულებაზე ძველი იპოთეკა ვერ გავრცელდება.
Edika
Participant
დავწერე და მეტი რა ვქნა ახლა. კიდე დავწერ. გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის ოდენობაზე მეტი თანხის გაცემა, ან გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაზე მეტი ოდენობით გაცემა- არ უნდა გავრცელდეს იპოთეკა.

Edika
Participant
ნებისმიერს არა ჩემი აზრით. იმ ცვლილებებზე რომლითაც ბანკი ცილდება გენერალური ხელშეკრულებია ფარგლებს.

Edika
Participantმთავარი ისაა რომ დამოუკიდებელ გარიგებად შეაფასა სასამართლომ 10 000-იანი ხელშეკრულება, იქედან გამომდინარე რომ გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს ბანკი. თუ ვამბობთ (და სასამართლოც ამას ამბობს) რომ მესაკუთრე დაცულია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით (ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკრედიტო ლიმიტზე იყო საუბარი), ამ ფარგლებში რატომ არ უნდა ვიგულისხმოთ ვადა რომელზეც შეტანხმდნენ მხარეები? შეიძლება თუ არა ვტქვათ რომ ბანკი ვადის გაზრდით ცდება გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს, ისევე როგორც ლიმიტის გადამეტებაზე ამბობს სასამართლო? ჩემი აზრით ცდება გაზრდილი ვადაც და დამოუკიდებელ ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ ეგეც.
Edika
Participantას-1280-1300-2011
მართალია არ უნდა გავრცელდეს. სასამართლო საერთოდ დამოუკიდებელ ხელშეკრულებად განიხილავს მეორე ხელშეკრულებას ვინაიდან ბანკი გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებსო.
1) მოვალე დაცულია იმ ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებით რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა იპოთეკა. 2) ნათელი უნდა იყოს აუცილებლად თუ სად გადის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი. (ეს ზღვარი არის ლიმიტი).
კრედიტორი დაობდა რომ ვინაიდან იმავე მიზნით გაიცა მეორე კრედიტიც, ამიტომ უნდა გავრცელდეს იპოთეკაცო. სასამართლომ თქვა რომ მიზნობრიობა არ წარმოადგენს იმ დასკვნის საფუძველს რომ 10 000-იანი ხელშეკრულება არის გენერალურის შემადგენელიო.
Edika
Participantიპოთეკის მოქმედების ფარგლები კრედიტებთან დაკავშირებით
მხარეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება. გენერალური ხელშკერულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირტა მსესხებლის ბინა. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 30 000 დოლარით. პირველივე შემადგენელივე ხელშეკრულებით გაიცა 30 000 დოლარი. გარკვეული ვადის შემდეგ მხარეებს შორის იმავე გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა მეორე შემადგენელი ხელშეკრულება რითაც გაიცა 10 000 დოლარი.
გავრცელდება თუ არა მეორე ხელშეკრულებით გაცემულ 10 000 იპოთეკა?

AuthorPosts