Forum Replies Created

Viewing 10 posts - 311 through 320 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #2915
    Edika
    Participant

    მართალია ხომ. 122-ე მუხლში იგულისხმება ობიექტურად უცნობი მოვლენა, რომელიც აუცილებლად დადგება. ჩვენს შემთხვევაში არც ობიექტურ გარემოებასთან გვაქვს საქმე და არც ის ვიცით აუცილებლად  დადგება თუ არა ეს მოვლენა. ვადის განსაზღვრულობას განაპირობებს სწორედ ის რომ მოვლენა აუცილებლად დადგება.

     

    ვერსიებს რაც შეეხება პირველი უნდა იყოს სწორი.

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #2909
    Edika
    Participant

    ორი ვერსია მომივიდა თავში:

     

    1) ვალდებულების შესრულების ვადა არ არის განსაზღვრული, ანუ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის სპეციალურ ფორმაზე, ანუ როცა ანგარიშფაქტურას წარუდგენდა მხოლოდ ამის მერე იყო ვალდებული შეესრულებინა ვალდებულება, ანუ ნების გამოვლენა/მოთხოვნის დაყენება უნდა მომხდარიყო სპეციალური ფორმით – როცა წარუდგენდა ანგარიშფაქტურას და ამ ფორმის დაუცველად დაყენებული მოთხოვნა არაა სამართლებრივი ძალის მქონე.

     

    2)122-ე მუხლის მიხედვით ვადა შეიძლება განისაზღვროს გარკვეულ მოვლენაზე მითითებით და ეს მოვლენა არის როცა გამყიდველი წარუდგენს ანგარიშვაფტურას, შესაბამისად ვადიანია ვალდებულება, ანუ ამ ვერსიის მიხედვით  ვალდებულების შესრულების ვადა განსაზღვრულია

     

    in reply to: სამეწარმეო სამართალი #2905
    Edika
    Participant

    საწარმოს ბეჭედზე რაო?

    in reply to: სახელშეკრულებო სამართალი #2889
    Edika
    Participant

    ვადიანი ხელშეკრულებაა და 365 მუხლის რა შუაშია?  ან 2006 წლის 23 იანვარი რა შუაშია?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2886
    Edika
    Participant

    სხვათაშორის ეგ სიგიჟე მეც მომივიდა თავში 😀 :D, მაგრამ როგორ რანაირად 😀 სისულელეა. გეთანხმები არაკონსტიტუციურობაზე, მაგრამ ეგ უაზრობა როცა გადმოწერეს ალბათ ის მეორეც უნდა ყოფილიყო იდეაში, მაგრამ გამორჩათ, თუმცა რომც გადმოეტანათ ვერ მოერგებოდა ჩვენ კონსტიტუციას მართალი ხარ. მოკლედ მაგარი სიგიჟეა 1378-ე მუხლი. ალბათ მოუვა თავში ვინმეს და საერთოდ ამოიღებენ ამ მუხლს.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2880
    Edika
    Participant

    მოკლედ რაც შეეხება 1378-ე მუხლს, ვიფიქრე თარგმნის დროს რამე ხომ არ მიქარესთქო, მაგრამ გერმანიის სამოქალაქო კოდექსშიც იგივე ფორმულირებაა (BGB  §2325), მაგრამ ამავე კოდექსში არის  მუხლი 2329, რომელიც ითვალისწინებს დასაჩუქრებულის მიმართ მოთხოვნის უფლებას, კერძოდ ამავე მუხლის მიხედვით სავალდებული წილზე უფლების მქონე პირს შეუძლია მოითხოვოს ჩუქების გაუქმება (ძაან ცუდი რამეა ისე), ხოლო დასაჩუქრებულს შეუძია თავის მხრივ ტავიდან აიცილოს ეს გაუქმება თანხის გადახდის გზით (რაც აკლია სავალდებული წილს ნაჩუქარი ქონების სამკვიდროში ჩათვლით).  ანუ ანდერძისმიერი მემკვიდრე არ რჩება BGB-ს მიხედვით ცარიელი, არამედ დასაჩუქრებულის ხარჯზე ხდება სავალდებულო წილის შევსება.

     

    მე ვფიქრობ რომ ვერ გათვალეს ჩვენებმა ამ შემთხვევაში BGB 2329 მუხლი და მხოლოდ 2325-ე მუხლი გადმოიღეს (ნეტა საერთოდ არ გადმოეღოთ არც ერთი და არც მეორე რა უაზრობებია). აქედან გამომდინარე ეს საკითხი ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არაა დარეგულირებული პირდაპირ და ამიტომ უნდა გადაწყდეს ზოგადი პრინციპების საფუძველზე. რაღაც გზა უნდა მოიძებნოს 😀

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2873
    Edika
    Participant

    1)  უფრო სწორი იქნება ვთქვათ მაინც რომ სამკვიდროში არ შედის გაჩუქებული ან გამოყოფის სახით გადაცემული. იმ გადაწყვეტილებებში სწორედ მაგათზეა გამახვილებული ყურადღება.  მნიშვნელოვანია ეს.

     

    2)  ანუ საკითხი არის შემდეგნაირად:  არის ორი მემკვიდრე. სამკვიდრო არის 5000 ლარი. მამკვიდრებელმა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში აჩუქა 20 000 ლარი მესამე პირს. ასევე დაწერა ანდერძი რომლითაც მთელი ტავისი ქონება (5000 ლარი) დაუტოვა მხოლოდ ერთ-ერთ მემკვიდრეს.  ამ შემთხვევაში სავალდებულო წილი არის 6250, რაც აღემატება მთლიან სამკვიდროს და ფაქტიურად მეორე მემკვიდრე (ვის სასარგებლოდაცაა ანდერძი შედგენილი) ცარიელტარიელი რჩება.  როგორ უნდა განაწილდეს წილები ამ შემტხვევაში? ეგრე დასვი საკითხი ხომ?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2869
    Edika
    Participant

    ხო ვადაც არის ერთ ერთი განმასხვავებელი, მაგრამ მტავარი მაინც გადაცემის სამართლებრივი საფუძველია. ჩუქება და წილის გამოყოფის ხელშეკრულება სხვადასხვა სამართალურთიერთობებია.

     

    1375 – ე მუხლი ჩემი აზრით 1473-ე მუხლის მსგავსია.   1378 მუხლთან დაკავშირებით კონკრეტულად რა განვიხილოთ?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2867
    Edika
    Participant

    მეც მაგ აზრზე ვარ.

     

    რაც არის იმ გადაწყვეტილებაში, უფრო თვალსაჩინოებისთვის თუ რა სხვაობაა სინამდვილეში 1455 და 1473 შორის დავამატებდი შემდეგს.

     

     

    იურიდიული შედეგის მიხედვით 1455 და 1473 არის ერთი და იგივე, კერძოდ საკუთრება გადადის ორივე შემთხვევაში მემკვიდრეზე ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში, უბრალოდ სხვაობა ამ გადაცემის სამართლებრივ საფუძველშია. ანუ 1455 მუხლის შემთხვევაში საკუთრების გადაცემის საფუძველია ვალდებულებით სამართლებრივი გარიგება, კერძოდ ჩუქება, ხოლო 1473-ე მუხლის შემთხვევაშიგადაცემის სამართლებრივი საფუძველია მემკვიდრეობით სამართლებრივი გარიგება,  კერძოდ ”სამკვიდროს წინასწარ გამოყოფის შესახებ ხელშეკრულება”.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2858
    Edika
    Participant

    განსხვავებას რაც შეეხება 1455 და 1473-ისა პირველრიგში 1455 მუხლი ეხება ზოგადად მემკვიდრის და მამკვიდრებლის ურთიერთობას და 1473 მუხლი მხოლოდ მშობელს და შვილის ურთიერთობას, მაგრამ ორიბე მუხლი ეხება მიღებულის ჩათვლას სამკვიდროში და არა სამკვიდრო მასაში შესვლას როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა.

     

     

    მთავარი განსხვავება სწორად თქვი შენ, მდგომარეობს მამკვიდრებლის ნების გამოხატვაში, კერძოდ რაც დაგასცა ეს იყო ”ჩუქება” (1455)  თუ ”გამოყოფის სახით გდაცემა”. სწორეს ასეა გამიჯნული ეს მუხლები ერთმანეთიდან ამ გადაწყვეტილებაში ას-1058-1325-09.

     

     

    ”გამოყოფის სახით გდაცემა”– სთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს:

     

    ”პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის პირველწყაროს წარმოადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ე პირველი პარაგრაფი, თუმცა, სამწუხაროდ, იგი ქართულ ენაზე მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ხარვეზებით იქნა თარგმნილი. აღნიშნული პარაგრაფის სათაურია „კანონით მემკვიდრთა ვალდებულება წილებისგათანაბრების შესახებ“, რომლის პირველი ნაწილის ზუსტი შინაარსი შემდეგია:

     

    „მემკვიდრეები, რომლებიც მიწვეული იქნებიან სამკვიდროს მისაღებად, როგორც კანონით მემკვიდრეები, ვალდებული არიან სამკვიდრო ქონების გაყოფამდე ურთიერთმიმართებაში გაითვალისწინონ ყოველივე ის, რაც მათ მიიღეს მამკვიდრებლისაგან მის სიცოცხლეში ქონებიდან გამოყოფისსახით, თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვა რამ არ დაუდგენია“.

     

    გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ მოცემულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მამკვიდრებელი (მშობელი), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) წინასწარ საკუთრებაში გადასცემს ქონების იმ ნაწილს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში. ამრიგად, ვინაიდან, მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამკვიდროს გახსნის და სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს (Pრუტტინგ-ჭეგენ-ჭეინრეიცჰ, BGB. Kომმენტარ. 2006, შ. 2564-2565). გერმანული სამართლის მიხედვით, მემკვიდრემ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მიღებული ქონება სამკვიდრო მასაში კი არ უნდაშეიტანოს, არამედ გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ მან თავისი წილი ქონება უკვე მიიღო დადამატებით ქონებაზე (სამკვიდრო მასაზე) პრეტენზია არ უნდა განაცხადოს, ხოლო, თუკანონით მას უფრო მეტი ეკუთვნის, იგი დამატებით, სამკვიდრო მასიდან მიიღებს თავის წილქონებას, რათა მემკვიდრეთა წილები გათანაბრდეს.

     

    გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში, ასევე ერთმნიშვნელოვნად არის განმარტებული, რომ გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 2050-ეპარაგრაფის ბოლო წინადადების სიტყვები: „თუ მამკვიდრებელს (ქონების) გადაცემისას სხვარამ არ დაუდგენია“, ნიშნავს იმას, რომ მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული ნება იმის შესახებ, რომ მამკვიდრებელი თავისივე სიცოცხლეში მომავალ კანონით მემკვიდრეს გადასცემს თავის წილსამკვიდრო ქონებას, რაც შემდგომში სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს გამოყოფის დროსუნდა იქნეს გათვალისწინებული. თუ ეს ნება ასე მკაფიოდ არ არის გამოხატული, მაშინ იგულისხმება, რომ იდება ჩვეულებრივი ჩუქების ხელშეკრულება. ამრიგად, სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლი უნდა განიმარტოს ისე, რომ მამკვიდრებელმა (მშობელმა), თავის სიცოცხლეშივე ერთ-ერთ მემკვიდრეს (შვილს) საკუთრებაში გადასცაქონების ის ნაწილი, რომელსაც ეს უკანასკნელი მიიღებდა სამკვიდროს გახსნის შემთხვევაში,ვინაიდან მომავალმა მემკვიდრემ წინასწარ მიიღო თავისი წილი ქონება, აღნიშნული გარემოება მემკვიდრეთა მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამკვიდრო ქონების გაყოფის დროს. პალატის მითითებით, აუცილებელია, რომ მამკვიდრებლის აღნიშნული ნება გამოიხატოს მკაფიოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიდება ჩვეულებრივი სახის ჩუქების ხელშეკრულება.

     

    სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში სამართალურთიერთობა უნდა მოწესრიგდესსაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1455-ე მუხლით, თუ სამკვიდროს გახსნამდე ხუთი წელიჯერ კიდევ არ არის გასული. გარიგების, 1473-ე მუხლის შესაბამისად, დადებისას მნიშვნელობაარ აქვს, თუ რა ვადა გავიდა ქონების გადაცემიდან სამკვიდროს გახსნამდე”

Viewing 10 posts - 311 through 320 (of 419 total)