Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participant1) კონკრეტულად რომელი ნორმის საფუძველზე შეუძლია მოთხოვოს გ-მ კომპესაცია ბ-ს?
1469-ე მუხლი ეხება სამკვიდროდან რეალური წილების გამოყოფას.
2)ვერ მივხვდი კარგად, ანუ ბ-მ შეიძლება 1475-ე მუხლის მაგივრად უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით მოთხოვოს გ-ს ქონებრივი წონასწორობის აღდგენა, ანუ იმ 70 000 დოლარის მოთხოვნა?
Edika
Participantგარდაიცვალა მამკვიდრებელი ა. დარჩა ორი მემკვიდრე ბ და გ. სამკვიდრო მასას შეადგენს უძრავი ქონება, რომელზეც არის №1 და №2 საცხოვრებელი სახლები. №1 საცხოვრებელი სახლი ბ-მ ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში ააშენა თავისი ხარჯებით, რომელიც დაჯდა 70 000 დოლარი. სამკვიდრო მიიღო ორივე მემკიდრემ დადგენილი წესით. ქონების გაყოფის დროს ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა 1475-ე მუხლის საფუძველზზე წილის გათანაბრება და ასევე მის მიერ აშენებული სახლის მხოლოდ მისთვის მიკუთვნება 1469-ე მუხლის საფუძველზე (”სხვა კონკრეტული გარემოებანი”)(იქედან გამომდინარე რომ მის მიერ იყო აშენებული). თავისმხრივ გ-მ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა №1 შენობიდან, თავისი კუთვნილი 1/2 სამემკვიდრეო წილის ბ-სთვის მიკუთვნების სანაცვლოდ კომპესაცია. (კომპესაცია არის 70 000/2=35 000).
კითხვები:
1)რამდენად შეუძლია ბ-ს მთლიანად სახლის მიკუთვნების მოთხოვნა მისთვის 1469-ე მუხლის საფუძველზე? და 2)აღნიშნულის შემთხვევაში აქვს თუ არა უფლება მოითხოვოს კომპესაცია გ-ს და რა საფუძვლით კონკრეტულად?
Edika
Participant………
Edika
Participant……………….
Edika
Participantხო ეგრე ვიფიქრე რომ 311 ეხება ისეთ შემთხვევას როცა თვითონ მხარეებს მიაქვთ საჯარო რეესტრში ხელშეკრულება. დადასტურების გარეშე რომ მიიტანონ ხელშეკრულება არ დაურეგისტრირებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვალდებულება არ არსებობს მათ შორის და მყიდველს არ ააქვს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება.
Edika
Participantხო, მართალი ხარ, ჩვეულებრივ მოითხოვს იძულებითი წესით ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში საკუთრების შეძენის საფუძველი იქნება არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ სასამართლო გადაწყვეტილება.
Edika
Participant/…………
Edika
Participantგამოდის რომ ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ საჯარო რეესტრში ვერ დაარეგისტრირო? (იმიტომ რომ ხელმოწერები არაა სანოტარო წესით დადასტურებული).
Edika
Participant…………
Edika
Participantხომ არ ავსებს ერთმანეთს 311 და 323 მუხლები? ანუ, იცი რას ვფიქრობ, ცალკე აღებული 323 მუხლი არ წარმოშობს ვალდებულებას. ანუ 323-ე მუხლიდან არ გამომდინარეობს რომ სანოტარო ფორმის გარეშე შეიძლება ასეთი ხელშეკრულების დადებაო, არამედ განსაზღვრავს რომ წერილობით უნდა იყოს დადებული გარიგება, ხოლო 311 პრიმა დამატებით მოითხოვს, სანოტარო წესით დადასტურებას.
ისე, ერთი გადაწყვეტილება მაქვს წაკითხული, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საჯარო რეესტრში ხელშეკრულების რეგისტრაცია არ არის ხელშკერულების ფორმის შემადგენელი ნაწილი და აბსოლიტურად სწორიცაა. სკ-ის 183-ე მუხლში საუბარია საკუთრების წარმოშობაზე, რომლისთვისაც აუცილებელია ორი პირობის არსებობა 1)გარიგების წერილობითი ფორმა 2) და ამ გარიგების საფუძველზე საკუთრების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. კიდევ ერთხელ გაუსვამ ხაზს რომ 183-ე მუხლი განსაზღვრავს საკუთრების წარმოშობის წესს და არა ამ საკუთრების საფუძვლად არსებული ხელშეკრულების ფორმას, და შესაბამისად ნამდვილობას.
-
AuthorPosts
