Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantარამგონია რაღაც ეგრე იყოს. იძულებითი აუქციობის ოქმის შედგენა გირავნობის ნორმების საფუძველზე არ ხდება, სააღსრულებო კანონის საფუძველზე ხდება. ანდა მაგალითად არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ ხდება იძულებითი აღსრულება.
ისედა სწორად ამბობ რომ სააღსრულებო კანონში რაცაა გირავნობაიპოთეკის მარეგულირებელი ნორმები არის კერძოსამართლებრივი, მიუხედავად იმისა რომ საჯარო აქტშია მოცემული.
Edika
Participantგირავნობა რა შუაშია? საქმე ეხებოდა იძულებითი აუქციონის დანიშვნის ოქმს და სასამართლომ თქვა რომ ეს არ არის ინდ აქტიო. მსჯელობა არაა იმაზე თუ რატომ არ არის ადმინისტრაციული აქტი. ვერ მივხვდი რა რატო შეაფასა ასე სასამართლომ. მე პირადად ვერ ვხვდები ინდ აქტის მაგ ელემენტის პრობლემა რატოა.
Edika
Participantარა არა. არაა ეგრე. ის რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი სცდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფეროს არ ნიშნავს იმას რომ სააღსრულებო კანონი არ არის ადმინისტრაციული სფერო.
Edika
Participantრატო არ გვაქვს მაგ ელემენტი? სააღსრულებო კანონი ადმინისტრაციული სფერო არაა?
Edika
Participantეგ ალბათ ახალი საკომლო მეურნეობაში. კანონი როა რაღაც არ მახსოვს ზუსტად სახელი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების…………………….. ასე იწყება. ვაფშე რა საჭიროა ამ საკომლო მეურნეობის არსებობა ან რას ემსახურება მე მაინც ვერ მივხვდი.
Edika
Participantსაკოლმეურნეო კომლი ხო გაუქმებულია, აღარ იწარმოება და გაწევრიანება როგორუ უნდა მოხდეს?
Edika
Participantნომერი დავწერე ზემოთ და ნახე ადმინისტრაციულ საქმეებში ნომრის მიხედვით. რას ეხებოდა ეგ გადაწყვეტილება თქვი დაახლოებით ხომ გასხოვს. მაინტერესებს. იძულებითი აუქციონის საჯაროდ დანიშვნის ოქმი არის ინდ აქტი შენი აზრით თუ არა?
Edika
Participantაზრზე არავარ…………………. მაგრამ ერთი კია რომ ოქმი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
Edika
Participantუზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ბს-594-566(კ-07)
მოკლედ ახლა აღარ ხდება ასე მაგრამ ადრე იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ აღმასრულებელი ადგენდა ოქმს, და ამ ოქმის ბათილობას ითხოვდა მოსარჩელე როგორც ინდივიდუალური აქტის.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათაშესახებ» საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი სააღსრულებო მოქმედებისშესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებელი ადგენს ოქმს, რომელიც შეიცავს გარკვეულრეკვიზიტებს. აღნიშნულ ოქმზე ხელს აწერს სასამართლო აღმასრულებელი, კრედიტორი,მოვალე და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირები. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით,აღნიშნული სახის ოქმი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, არშეიძლება გასაჩივრდეს როგორც, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი. აღნიშნულიმუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არისადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზეგამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ანადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვეადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებასმიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევეადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაცშეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სააღსრულებო მოქმედების შესრულების შესახებ სასამართლო აღმასრულებლის მიერშედგენილი ოქმი, არ აკმაყოფილებს აქტის სავალდებულო მოთხოვნებს და შესაბამისად, არწარმოშობს მხარეებისათვის სამართლებრივ შედეგებს. რაც არ შეიძლება ითქვასაღმასრულებლის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე აუქციონის შედეგად შეძენილ ქონებისშესახებ. აღნიშნული აქტი არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემაგარკვეული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ და მხარისათვის წარმოშობსსამართლებრივ შედეგს.
ჩეემი აზრით ეს ოქმიც და ზოგადად სააღსრულებო წარმოების დროს შედგენილი ოქმი არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური აქტი. შეიძლება პირდაპირ სამართლებრივი შედეგის მომტანი არ იყოს (მაგალითად აღწერა დაყადაღების აქტის შედგენის დროს. ოქმში ხდება იმის დადასრულება უბრალოდ რომ მოხდა ნივთების აღწერა და დაყადაღება) მაგრამ ადასტურებს გარკვეულ სამართლებრივ ურთიერთობას. ჩემი აზრი ასეთია.
Edika
Participantსააღსრულებო მოქმედების ოქმის სამართლებრივი ბუნება
თქვენი აზრით სააღსრულებო მოქმედების ოქმი წარმოადგენს თუ არა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს? მაგალითად ნივთების აღწერა დაყადაღების დროს როცა დგება ოქმი, ეს ოქმი შეიძლება ჩავთვალოდ ადმინისტრაციულ აქტად? თუ არ შეიძლება რატო და თუ შეიძლება რატო დაასაბუთედ.
-
AuthorPosts
