Viewing 10 posts - 31 through 40 (of 84 total)
  • Author
    Posts
  • #3914
    Edika
    Participant

    აზრზე არავარ…………………. მაგრამ ერთი კია რომ ოქმი არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

    #3915
    kakha
    Member

     

    ვერ ვიპოვე ეგ გადაწყვეტილება. სავარაუდოთ ისაა რასაც ვფიქრობ და მაგ შემთხვევაში სწორად მიიჩნია სააპელაციომ, რომ არაა ინდ. აქტი.

     

    ატვირთე სადმე დაგაწყვეილება.

     

     

    #3916
    Edika
    Participant

    ნომერი დავწერე ზემოთ და ნახე ადმინისტრაციულ საქმეებში ნომრის მიხედვით.  რას ეხებოდა ეგ გადაწყვეტილება თქვი დაახლოებით ხომ გასხოვს. მაინტერესებს.  იძულებითი აუქციონის საჯაროდ დანიშვნის ოქმი არის ინდ აქტი შენი აზრით თუ არა?

    #3930
    kakha
    Member

     

    წავიკითხავ გადაწყვეტილებას და დავწერ.

     

     

    #3964
    kakha
    Member

     

    მანდ სავარაუდოთ ”ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე”-ეს ელემენტი არ გვაქვს, ინდ. აქტის.

     

     

    #3965
    Edika
    Participant

    რატო არ გვაქვს მაგ ელემენტი? სააღსრულებო კანონი ადმინისტრაციული სფერო არაა?

    #3966

    @Edika said:
    რატო არ გვაქვს მაგ ელემენტი? სააღსრულებო კანონი ადმინისტრაციული სფერო არაა?

     

    ზაკის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “გ” და “გ(პრიმა)” პუნქტების მიხედვით ზაკის ნორმები არ ვრცელდება სააღსრულებო საქმიანობაზე.. გამოდის, რომ სააღსრულებო საქმიანობა არის სახელმწიფო ორგანოთა ისეთი ფუნქციის განხორციელება, რომელიც არაა საჯარო მმართველობა, ისევე, როგორც დანაშაულის გამოძიების პროცესი.

    #3968
    Edika
    Participant

    არა არა. არაა ეგრე. ის რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი სცდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების სფეროს არ  ნიშნავს იმას რომ სააღსრულებო კანონი არ არის ადმინისტრაციული სფერო.

    #3969
    kakha
    Member

     

    არაა…. მაგ საფუძვლით არაა.. სზაკის 3ე მუხლით ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.

     

    ამ შემთხვევაში, ინდ. აქტის დეფინიციაში მოცემული “საფუძველი” არის არა სააღსრულებო წარმოებათა კანონის ნორმა, რომელიც არეგულირებს აღსრულების განხორციელებისსაკითხებს, არამედ კერძო სამართლის ნორმა, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმა. (გირავნობის სავარაუდოთ. არ წამიკითხავს გადაწყვეტილება)

     

     

     

    #3971
    Edika
    Participant

    გირავნობა რა შუაშია?  საქმე ეხებოდა იძულებითი აუქციონის დანიშვნის ოქმს და სასამართლომ თქვა რომ ეს არ არის ინდ აქტიო. მსჯელობა არაა იმაზე თუ რატომ არ არის ადმინისტრაციული აქტი. ვერ მივხვდი რა რატო შეაფასა ასე სასამართლომ. მე პირადად ვერ ვხვდები  ინდ აქტის მაგ ელემენტის პრობლემა რატოა.

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 84 total)
  • You must be logged in to reply to this topic.