შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრების ვადები

Employment-rights

რა ვადაში შეგიძლიათ გაასაჩივროთ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება?

ბევრი ადამიანი გვწერს ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, გვსურს განმარტება გავაკეთოთ, თუ რა ვადაშია უფლებამოსილი დასაქმებული გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

აღნიშნული განმარტება ეყდნობა საქართველოს კანონმდებლობასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

გასაჩივრების სხვადასხვა გარემოებების არსებობისას, შეიძლება იყოს 30 დღე ან 3 წელი.

რა შემთხვევაშია გასაჩივრების ვადა 30 დღე?

დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 დღე იქნება მაშინ, როდესაც დამსაქმებელი თავისი ინიციატივით გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას ან/და დასაქმებული მოითხოვს ასეთი წერილობით დასაბუთების გადაცემას.

ასეთ შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების ჩაბარებიდან, მხოლოდ 30 დღის ვადაშია დასაქმებული უფლებამოსილი, გაასაჩივროს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

რა შემთხვევაში გამოიყენება გასაჩივრების 3 წლიანი ვადა?

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი თავისი ინიციატივით არ გადასცემს დასაქმებულს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობით დასაბუთებას და არც დასაქმებული არ მოითხოვს ასეთ წერილობითი დასაბუთების გადაცემას, ასეთ შემთხვევაში, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე არ შეიძლება გავრცელდეს 30-დღიანი ვადა, არამედ, ასეთ შემთხვევებზე უნდა გავრცელდეს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა.

შრომის სამართლის სხვა საკითხები იხილეთ BLH-ის შრომის სამართლის ფორუმზე.