ტიკტოკის მართვა & რეკლამა 2024 წელს

ტიკტოკის მართვა

ტიკტოკის მართვა და რეკლამა 2024 წელს

ტიკტოკის მართვა არის უნიკალური საშუალება ბიზნესისთვის, კრეატიული ვიდეოების მეშვეობით, მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ მომხმარებელს.

რატომ ტიკტოკის მართვა?

ტიკტოკის მართვატიკტოკ მარკეტინგი არის თქვენი ბრენდის, ბიზნესის პოპულარიზაცია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს როგორც პოსტის ორგანული განთავსებით, ასევე ტიკტოკ რეკლამით.

როდესაც ტიკტოკის მარკეტინგს სწორად გამოიყენებთ, დიდი შანსია თქვენი პოსტები გავრცელდეს ძალიან ფართო აუდიტორიის წინაშე, მთავარია იცოდეთ, როგორ მართოთ თქვენი ალგორითმი. რაც უფრო მეტ ჩართულობას მიიღებს თქვენი განთავსებული ვიდეო, მით მეტ ადამიანთან გამოჩნდება იგი.

რატომ უნდა გამოიყენოთ ტიკტოკის მარკეტინგული სერვისები

სწორედ ტიკტოკ მარკეტინგის ეფექტური გამოყენებით იზრდება ჩართულობის დონე, უმჯობესდება არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობა და იზრდება ბრენდის ცნობადობის დონე.

ეს კონკრეტული პლატფორმა განსხვავდება სხვა სოციალური მედიის პლატფორმებისგან, პოპულარული აუდიოს გამოყენების და ტენდენციების მიყოლით თქვენი ვიდეოები შესაძლებელია გავრცელდეს ვირუსულად. ამ ტენდენციებიდან ბევრი ინტერაქციული ხასიათის არის, რაც თქვენს მიმდევრებს საშუალებას აძლევს თუნდაც დაგიდუეტონ ვიდეო, რაც თავისთავად კიდევ უფრო ზრდის თქვენს აუდიტორიას.

ტენდენციური აუდიოსა და ჰეშთეგების გამოყენებით, შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი შედეგი და გავრცელდეს თქვენი ვიდეოები ფართო აუდიტორიის “For you” გვერდზე.

რას მიიღებს ბიზნესი ტიკტოკის ეფექტურად მართვით

ტიკტოკის ეფექტურად მართვას შეუძლია მრავალი სარგებელი მოუტანოს ბიზნესს, მათ შორის:

ბრენდის ცნობადობის გაზრდა : ტიკტოკს ჰყავს ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი და ბიზნესებს, რომლებიც ეფექტურად მართავენ თავიანთ ანგარიშს, შეუძლიათ გავიდნენ ფართო აუდიტორიის წინაშე და შესაბამისად გაიზრდება ბრენდის ცნობადობა.

ტიკტოკ ალგორითმი უპირატესობას ანიჭებს მომხმარებელთან რეზონანსულ კონტენტს, ხოლო ბიზნესებს, რომლებიც ქმნიან მიმზიდველ და უნიკალურ კონტენტს აქვთ პოტენციალი მათი კონტენტი გავრცელდეს ვირუსულად.

პირდაპირი ურთიერთქმედება მომხმარებელთან: ტიკტოკის ანგარიში აქვს მრავალ ცნობილ ადამიანს, ბიზნესს კი შეუძლია თანამშრომლობა ამ ადამიანებთან  მათი პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაცისთვის. ტიკტოკს ეფექტურად შეუძლია დაეხმაროს ამა თუ იმ ბიზნესს, გააფართოვოს ბიზნესზე წვდომა, დააკავშიროს ახალ მომხმარებლებთან და ბრენდი გახდეს მეტად ცნობილი.

რას მოიცავს ტიკტოკის მართვა?

ტიკტოკის მართვის პროცესი მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს:

  1. ტიკტოკის ანგარიშის შექმნა, ვიზუალური და ტექნიკური გამართვა;
  2. კონტენტის სტრატეგიის შემუშავება: შევიმუშავებთ სტრატეგიას იმ ტიპის კონტენტისთვის, რომელიც შეესაბამება თქვენს ბიზნესს. აუცილებელია განისაზღვროს რითი არის დაინტერესებული თქვენი სამიზნე აუდიტორია და რაში მდგომარეობს თქვენი ბრენდის უნიკალურობა;
  3. კონტენტის შექმნა და გამოქვეყნება: შევქმნით ვიდეოებს, რომლებიც შეესაბამება თქვენი ბრენდის სტრატეგიას, გამოვიყენებთ ჰეშთეგებს და ვიაქტიურებთ სხვა მომხმარებლების ანგარიშებზე,რომ გავზარდოთ თქვენი ანგარიშის ხილვადობა;
  4. ჩართულობის მონიტორინგი: აუცილებელია თვალყური ვადევნოთ ჩართულობას , მათ შორის მოწონებების, კომენტარებისა და გაზიარებების რაოდენობას, რომლებსაც თქვენი კონტენტი იღებს. ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი კონტენტის სტრატეგიის დასარეგულირებლად და პლატფორმაზე მუშაობის გასაუმჯობესებლად;
  5. პარტნიორობა ტიკტოკზე ცნობილ ადამიანებთან: ტიკტოკზე არსებულ ცნობილ ადამიანებთან პარტნიორობა თქვენი ბრენდის პოპულარიზაციისთვის კარგი ნაბიჯია. აუცილებელია მოიძებნოს ისეთი ინფლუენსერები, რომლებიც შეესაბამება თქვენს სამიზნე აუდიტორიას და ამასთანავე ჰყავთ ბევრი გამომწერი;
  6. ანალიზი: რეგულარულად გავაანალიზებთ თქვენს ექაუნთს ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით. მოვძებნით ჩართულობის შაბლონებს და შესაბამისად შევცვლით შინაარსის სტრატეგიას უკეთესობისკენ.

სწორი მარკეტინგული სტრატეგია ტიკტოკისთვის

თქვენი ტიკტოკ ანგარიშისთვის  სწორი მარკეტინგული სტრატეგიები დაგეხმარებათ მიმდევრების რაოდენობის გაზრდაში. მომხმარებელთან დამყარებული ურთიერთობები უკეთესი ჩართულობის წინაპირობაა ( მოწონებები, კომენტარები და სხვა).

ტიკტოკის ალგორითმი არის ის, რაც მას წარმატებულ პლატფორმად ხდის. თქვენი კონკრეტული ალგორითმი იცვლება კონტენტის ტიპის მიხედვით, რომელიც თქვენთვის არის საინტერესო.

ტიკტოკის მომხმარებლები ყველაზე მეტ დროს ატარებენ “For you” გვერდზე, სადაც ალგორითმი სწორედ იმ კონტენტს უჩვენებს , რომელიც მორგებულია იმაზე თუ რა პოსტი მოიწონეს, დააკომენტარეს, გააზიარეს და სხვა.

რეკლამა ტიკტოკზე?

სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოში არ არის შესაძლებელი რეკლამა ტიკტოკზე, თუმცა მომავალში შესაძლოა ეს ფუნქციაც დაემატოს, რაც ბიზნესს მისცემს ახალ შესაძლებლობებს.

თქვენ რას ფიქრობთ ტიკტოკზე? გაქვთ უკვე გვერდი და რამდენად წარმატებულია თქვენი მარკეტინგული აქტივობა ამ საკმაოდ პოპულარულ პლატფორმაზე?

მსგავსი სერვისი:

ფეისბუქ გვერდის რეკლამირება

სოციალური მედიის მართვა

რეკლამა გუგლში

სეო ოპტიმიზაცია

ფეისბუქის მართვა