რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე?
წინა სტატიებში დეტალურად განვიხილეთ ფეისბუქ მარკეტინგის მნიშვნელობა ქართული ბიზნესისთვის, თუმცა არ გვისაუბრია ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, თუ რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე?
წინამდებარე სტატიაში ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ძირითად კომპონენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ფეისბუქ მარკეტინგის ღირებულებაზე.
1.ფეისბუქ მარკეტინგი მხოლოდ „რეკლამირებისგან“ არ შედგება
ფეისბუქზე შედეგების მისაღწევად საჭიროა კომპლექსური მიდგომა:
- დამკვეთის პროდუქციის / მომსახურების შესწავლა;
- სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმარება;
- ფეისბუქის გვერდის დიზაინის შექმნა (პროფილის ფოტოსა და ქოვერის დიზაინი)
- ეფექტური პოსტების ტიპის შერჩევა და შექმნა
- სარეკლამო მასალის ოპტიმიზაცია
- რეკლამის ეფექტური ტარგეტირება
- სარეკლამო კამპანიის მართვა
- შედეგების შესახებ რეპორტის მომზადება და ანალიზი.
ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია და ერთიანობაში განაპირობებს ეფექტური შედეგების მიღწევას, რაც შეიძლება ნაკლები ინვესტიციების გამოყენებით.
2.აკეთეთ პროფესიონალურად ან საერთოდ ნუ გააკეთებთ
უხარისხო რეკლამა 10 ჯერ ან 20 ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სწორად შექმნილი და განხორციელებული სარეკლამო კამპანია.
მაგალითად: პროფესიონალური ფეისბუქ რეკლამირების შედეგად საქართველოში საშუალოდ 100 $ სარეკლამო ბიუჯეტის მეშვეობით შესაძლებელია მინიმუმ 80-100 ათას ადამიანს გამოუჩნდეს თქვენი რეკლამა, ხოლო ამ ყველაფრის არასწორად განხორციელებისას 10-20 ათას ადამიანს თუ მიაღწევს თქვენი რეკლამა, იმავე სარეკლამო ბიუჯეტით.
ამიტომაც, დაიქირავეთ პროფესიონალი კადრი / კომპანია ან გადაამზადეთ თქვენი არსებული კადრები, უკეთესი შედეგების მისაღებად ფეისბუკზე.
3.განსაზღვრეთ მიზნები და სტრატეგია
მიზნებისა და სტრატეგიის გარეშე თქვენი ფეისბუქ რეკლამა იქნება ქაოტური და უშედეგო. რა შეიძლება იყოს თქვენი მიზანი?
- ცნობადობის გაზრდა,
- ინფორმაციის მიწოდება,
- პროდუქციისა და მომსახურების გაყიდვა,
- ივენთის მოწყობა, თუ სხვა?
მიზნებიდან გამომდინარე განისაზღვრება ფეისბუქ მარკეტინგის სტრატეგია, იქმნება შესაბამისი სარეკლამო მასალები და ხორციელდება რეკლამის ადმინისტრირება.
სწორი მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრა, ფეისბუქში რეკლამირებას გაცილებით უფრო ეფექტურს ხდის, კერძოდ, თქვენ შეძლებთ ნაკლები დანახარჯებით მეტი შედეგის მიღწევას.
4.იყავით ინფორმირებული, თუმცა ნუ გააკონტროლებთ
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველაზე ცუდი შედეგი დგება მაშინ, როდესაც დამკვეთი მუდმივად ერევა ფეისბუქის მართვის პროცესში.
თქვენ ქირაობთ პროფესიონალებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან, როგორ მიიღონ მაქსიმალური შედეგი, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით.
ისინი უკეთ განახორციელებენ სარეკლამო სტრატეგიას, შექმნიან სარეკლამო პოსტებს და განახორციელებენ რეკლამირების ადმინისტრირებას.
ამიტომაც, ჩვენი რჩევა იქნება, არსებითად ნუ ჩაერევით და გააკონტროლებთ სარეკლამო სტრატეგიის განხორციელებას.
თქვენმა ჩარევამ შესაძლოა რეკლამირების პროცესი გააძვიროს, მაგალითად კლიენტები ხშირად გვთხოვენ ლაიქების მომატებას და ამაში ფულის გადახდას, რაც მათი რეალური მიზნებისთვის განსახორციელებელი სარეკლამო ხარჯების შემცირებას იწვევს და პოზიტიურ შედეგებზე ახდენს ზეგავლენას.
მეორე მხრივ, იყავით ინფორმირებული, მოითხოვეთ ყოველთვიური რეპორტი და რეკომენდაციები.
5.გაეცანით შედეგებს და გააკეთეთ ანალიზი
შედეგების შესახებ ანალიზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფეისბუქ მარკეტინგში.
შედეგები გვაძლევს სურათს, თუ როგორი რეკლამა არის უფრო ეფექტური, რა ჯდება ძვირი და იაფი, რამდენი ბიუჯეტია საჭირო ჩვენი მიზნების მისაღწევად შემდეგ თვეში და სხვა.
ამიტომაც ყოველთვიური შედეგების შესახებ რეპორტის გაკეთება და მისი ანალიზი საშუალებას მოგცემთ ნაკლები დანახარჯებით მიიღოთ მაქსიმალური შედეგი.