მარკეტინგული კომპანია – როგორ შევარჩიოთ?
რეკლამა ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ბიზნესები ახორციელებენ სარეკლამო მომსახურების დელეგირებას სარეკლამო კომპანიებზე.
როგორ ვიპოვოთ საუკეთესო მარკეტინგული კომპანია?
წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა კრიეტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს, ნებისმიერმა ზომისა თუ მიზნების მქონე ორგანიზაციამ, მარკეტინგული კომპანიის არჩევისას.
განსაზღვრეთ, ზუსტად რა გჭირდებათ
განსაზღვრეთ რა გჭირდებათ, დიდი ხნით ადრე სანამ დაიწყებთ მარკეტინგული სააგენტოს ძიებას ?
ეს შეიძლება იყოს:
- ვებ-საიტების დამზადება;
- SEO ოპტიმიზაცია;
- სოციალური მედია მარკეტინგი;
- იმეილ მარკეტინგი;
- ბრენდინგი;
- კონტენტ მარკეტინგი;
- ვიდეო რგოლების დამზადება;
- და სხვა
განსაზღვრეთ, როგორც საჭიროება, ისე მიზნები და ბიუჯეტი.
გაეცანით მათ უპირატესობებს
დიდი არ ნიშნავს უკეთესს. ხშირად კლიენტები კითხულობენ: „რამდენი თანამშრომელი გყავთ?“ – ეს შეკითხვა არაფრის მომცემი არაა, რადგან ბევრი კადრის ყოლა არ ნიშნავს უკეთესი სერვისის მოწოდებას.
ზოგჯერ პირიქითაც ხდება, დიდ ორგანიზაციებში არაეფექტური მენეჯმენტის გამო, ვერ ხორციელდება ხარისხის კონტროლი.
თუმცა მეორე მხრივ, ახალდაწყებული, მცირე ზომის კომპანიები, მონდომების მიუხედავად, არ ფლობენ შესაბამის გამოცდილებას, რაც საჭიროა ხარისხიანი მომსახურებას გასაწევად.
მარკეტინგული კომპანიის არჩევისას, დააზუსტეთ რამდენად ჰქონდა კომპანიას გამოცდილება იმ საქმიანობაში, რაც თქვენ გჭირდებათ, გაეცანით უკვე განხორციელებულ პროექტებსა თუ ნამუშევრებს და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღეთ გადაწყვეტილება.
მაგალითად, შესაძლოა სარეკლამო სააგენტო ძლიერია გარე ბანერების დამზადებაში, მაგრამ ნაკლები გამოცდილება გააჩნია საიტების დამზადების კუთხით.
გაეცანით მათ მიმდინარე საქმიანობას
გამოცდილება კარგია, მაგრამ წარსული ყოველთვის არ ასახავს აწმყოს.
რას აკეთებენ ისინი დღეს? გაეცანით მათი საიტის კონტენტს, ასევე სხვა ელემენტებს:
მაგალითად თუ გუგლის პირველი გვერდიდან იპოვეთ სარეკლამო კომპანია, ეს ნიშნავს, რომ მათ კარგად ესმით SEO და კონტენტ მარკეტინგი. თუ საკუთარი საიტი ან ფეისბუქ გვერდი თავად აქვთ ცუდი, როგორ გაგიკეთებენ ისინი თქვენ უკეთესს?
ფასი მნიშვნელოვანია
ფასი მნიშვნელოვანია, თუმცა ეს მარტივი ჭეშმარიტება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ დაბალი ფასი ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, მაღალ ფასთან შედარებით.
ეს ყოველთვის ასე არ არის.
როგორც წესი, მაღალი ფასის გამართლება, მარკეტინგული კომპანიების მიერ, ხარისხის ხარჯზე ხორციელდება, თუმცა მხოლოდ ხარისხი ვერ იქნება გადამწყვეტი ინდიკატორი.
ფასზე ყოველთვის არის შესაძლებელი შეთანხმება, თუმცა ზუსტად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული რა ფასში, რას ღებულობთ. იქნებ ფასის შემცირებასთან ერთად, სამუშაოს მოცულობაც მცირდება, ან იქნებ უფრო ნაკლებად გამოცდილები პირები განახორციელებენ თქვენს მომსახურებას.
ამიტომაც დაფიქრდით, შესაძლოა წარმატებით შეევაჭროთ სარეკლამო კომპანიას და ფასიც დაიწიოს, მაგრამ რის ხარჯზე? იდეალური მომსახურების მისაღებად, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, თქვენ მომსახურებით, მომსახურების გამწევი – ანაზღაურებით. ამ სტატუს კვოს დარღვევა არ არის სასურველი.
თქვენ არ ხართ დავალებულები!
შესაძლოა დიდი ხანი აწარმოებდეთ მოლაპარკებებს, თითქმის შეთანხმდეთ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაიფიქროთ, ნუ მოგერიდებათ უარის თქმა, თქვენ არავის ვალი არ გაქვთ!
თუმცა გააკეთეთ ეს კულტურულად, პასუხის არგაცემა და დამალვა არ არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან მომავალში შესაძლოა დაგჭირდეთ ამ კომპანიის მომსახურება, ამიტომაც უკან დასახევი გზა ყოველთვის დაიტოვეთ.