როგორ დავწეროთ მარტივი მარკეტინგული გეგმა?

როგორ დავწეროთ მარტივი მარკეტინგული გეგმა?

marketing-plan-outline-300x200მარკეტინგული გეგმის მიზანია ხელი შეგიწყოთ მარკეტინგული აქტივობების სწორ დაგეგმვაში. იგი გეხმარებათ მარკეტინგული ამოცანების სწორად ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტაში. მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობს თქვენი კომპანია, ყიდის პროდუქტებს თუ მომსახურებას, მარკეტინგული გეგმის ქონა აუცილებელია თქვენი წარმატებისთვის.

მარტივი მარკეტინგული გეგმა შეიძლება 5 სეგმენტად დაიყოს. თუ მხოლოდ თქვენთვის წერთ გეგმას, შეგიძლიათ რაც შეიძლება ლაკონიურად ჩამოაყალიბოთ ყველაფერი. ამ ეტაპზე გეგმის შინაარსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წერის სტილი.

1: სიტუაციის ანალიზი

შესავლის ნაწილი მოიცავს არსებული სიტუაციის მიმოხილვას, რომელიც შეგიქმნით საფუძველს მომავალში თქვენი გეგმის დასახვეწად და განსავითარებლად. დაიწყეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების მოკლე აღწერით. რა მარკეტინგული უპირატესობები გაქვთ და რა გამოწვევების წინაშე დგახართ, რა „საშიშროებები“ გელოდებათ კონკურენტებისგან. აღწერეთ ნებისმიერი გარე ძალა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ბიზნესზე, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, შემცირებული საგზაო მოძრაობიდან დაწყებული (თუ რითეილერი ხართ) დამთავრებული კანონსი ცვლილებებით, რომელმაც შეიძლება პრობლემები შეუქმნას თქვენს პროდუქტს.

2: მიზნობრივი აუდიტორია

ამ ნაწილში რაც გჭირდებათ არის მხოლოდ აღწერილობითი ჩამონათვალი თქვენი პოტენციური მომხმარებლების. თუ საცალო მომხმარებლებია თქვენი მიზნობრივი ბაზარი, შექმენით მათი დემოგრაფიული პროფილი: ასაკი, სქესი და სხვა მნიშვნელოვანი თვისებები.

B2B ბაზრისთვის მიზნობრივი ბაზარი შეიძლება დაიყოს მაგალითად შემდეგ კატეგორიებად: იურისტები, ექიმები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ)

 3: მიზნები

ერთ გვერდში შეგიძლიათ ჩაატიოთ კომპანიის მიზნების სია მიმდინარე წლისათვის. მნიშვნელოვანია, რომ მიზნები იყოს რეალისტური და გაზომვადი, რომ შეგეძლოთ შემდეგში შეაფასოთ თქვენი საქმიანობა. მიზანი „ გავზარდოთ პროდუქტის გაყიდვები“  არის არაეფექტური მიზნის მაგალითი. ამის მაგივრად შეგიძლიათ დაწეროთ: „გავზარდოთ პროდუქტების გაყიდვები 10 %-ით პირველ კვარტალში, 15%-თ მეორე კვარტალში და ა.შ.“

 

4: მარკეტინგული სტრატეგია და ტაქტიკა

 

აღწერეთ კონკრეტული მარკეტინგული ტაქტიკა, რომლის გამოყენებასაც აპირებთ სამიზნე მომხმარებლამდე მისაღწევად, მაგალითად – რეკლამა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვების სტიმულირება. ჩამოთვლილი საშუალებები მარკეტინგული სტრატეგიის იარაღს წარმოადგენს. აირჩიეთ ისინი გონივრულად. დარწმუნდით, რომ შერჩეული ტაქტიკა მომხმარებელზე ზემოქმედების ეფექტური საშუალება იქნება.

მოცემულია ინსტრუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლოა გამოიყენოთ მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებისას: რეკლამა (ბეჭდური, რადიო, სატელევიზიო), ბროშურები, ფლაერები, გათამაშება/ლატარეა, ფასდაკლების კუპონები, უფასო ნიმუშები, ლოიალობის პროგრამები, გარე რეკლამა, პროდუქტის შეფუთვა, მაღაზიის ინტერიერი, საბონუსე სისტემები, დამატებითი სერვისები, კლიენტების სემინარები, სპონსორობა და ა.შ

მთავარია რომ თანმიმდევრულად მიჰყვეთ თქვენს გეგმას და არ გამოტოვოთ რამე. ფურცელზე დაწერილი გეგმა მხოლოდ მაშინაა სასარგებლო თუ შესაბამისად იმოქმედებთ.

5: ბიუჯეტი

თქვენი მარკეტინგული გეგმის ბოლო ნაწილი მოიცავს მოკლე აღწერილობას იმ ხარჯებისა, რომელიც უნდა გასწიოთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისას.

ბიუჯეტის წინასწარი განსაზღვრით თქვენ გეცოდინებათ, თუ რა თანხის გამოყოფა შეგიძლიათ რეკლამაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობებსა და სხვა აქტივობებზე.

დარწმუნდით, თითოეული აქტივობის ეფექტურობაში. თქვენი მიზანია მაქსიმალური უკუგების მიღება განხორციელებულ მარკეტინგულ ინვესტიციებზე.

თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად ეს მარტივი მარკეტინგული გეგმა შეგიძლიათ კიდევ უფრო დახვეწოთ და მოახდინოთ მისი ადაპტაცია არსებულ მოთხოვნებზე. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ მარკეტინგული გეგმა არის მარტივი ინსტურმენტი, რომლის გარეშე თქვენი ბიზნესის საქმიანობა წარმოუდგენელია.

დაკავშირებული: მარკეტინგული გეგმის შედგენის მომსახურება.