ბიზნეს გეგმის შედგენა – მარკეტინგი & ინტერნეტ გაყიდვები

ბიზნეს გეგმის შედგენა – მარკეტინგი & ინტერნეტ გაყიდვები

წინა პოსტში, ჩვენ უკვე განვიხილეთ ბიზნეს გეგმის დამზადების საკითხი, ამ სტატიაში გვსურს მიმოვიხილოთ ბიზნეს გეგმის შედგენა მარკეტინგისა და ინტერნეტ გაყიდვების კუთხით, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კომპანიებისთვის.

რა საკითხები უნდა განისაზღვროს ასეთი ტიპის ბიზნეს გეგმაში?

 ბიზნეს გეგმის შედგენა1.ბრენდბუქის ელემენტები

წარმატებული მარკეტინგისთვის მნიშვნელოვანია ეფექტური ბრენდის შექმნა, რომლის არსიც სწორედ ბრენდბუქში განისაზღვრება.

ბიზნეს გეგმაში დეტალურად განისაზღვრება ბრენდბუქის ცალკეული ელემენტები, რომლებიც კონკრეტული კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე არის საჭირო.

ბრენდბუქის ელემენტებია: ლოგო, სახელწოება, ფერთა ფალიტრა, ბრენდირებული დოკუმენტაცია, სავიზიტო ბარათები, ფლაერები, და სხვა.

2.შეთავაზების ფორმა

შეთავაზების ბრენდირებული ფორმა ძალიან დიდ გავლენას ახდენს გაყიდვებზე, მისი გამოყენება ხდება, როგორც სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის მეშვეობით შეთავაზების გასაკეთებლად (მეილი, ფეისბუქი, საიტი), ასევე გაყიდვების მიზნით პრეზენტაციის განსახორციელებლად.

გაიგე მეტი ბიზნეს პრეზენტაციების დამზადების შესახებ.

3.საიტის დამზადება

საიტი მარკეტინგის საბაზისო ობიექტია, სწორედ საიტზე იყრის თავს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპანიის, მისი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ.

საიტები ხშირ შემთხვევაში ასრულებენ გაყიდვის ფუნქციასაც, მათ შორის სეო ოპტიმიზაციისა და გუგლში რეკლამირების გამოყენებით.

მიუხედავად ამისა, საქართველოში კომპანიების საკმაოდ დიდ ნაწილს ძალიან ცუდი საიტი გააჩნია, არაეფექტური დიზაინით, რომლებიც საჭიროებენ ოპტიმიზაციას.

ბიზნეს გეგმაში განისაზღვრება თუ როგორი საიტი ჭირდება თქვენ კომპანიას, რა ფუნქციები უნდა გააჩნდეს მას, როგორი უნდა იყოს საიტის დიზაინი, რამდენ ენაზე და სხვა.

4.ფეისბუქ მარკეტინგი

ფეისბუქი ქართული ბიზნესის ამოსავალი წერტილია, სწორედ ფეისბუქის მეშვეობით ხორციელდება ინტერნეტ რეკლამირების 80%-ზე მეტი.

გაიგეთ მეტი: Facebook-ი ბიზნესისთვის

5.რეკლამა გუგლში

რეკლამა გუგლში საშუალებას იძლევა თქვენი საიტი გამოჩნდეს, სხვა კონკურენტებთან შედარებით, უპირატესად გუგლის საძიებო სისტემაში.

ბიზნეს გეგმაში განისაზღვრება, რამდენად მიზანშეწონილია, როგორი ბიუჯეტით და სტრატეგიით უნდა განხორციელდეს თქვენი ბიზნესის რეკლამა გუგლში.

6.SEO ოპტიმიზაცია

სეო ოპტიმიზაცია გამიზნულია თქვენი საიტის წინსვლისთვის საძიებო სისტემებში.

ბიზნეს გეგმაში განისაზღვრება ის კომპონენტები და სტრატეგია, რაც ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებით.

7. Email მარკეტინგი

Email მარკეტინგი საკმაოდ ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ბიზნესისთვის, ბიზნეს გეგმაში განისაზღვრება, ის სტრატეგია, რომელიც მორგებულია თქვენი ბიზნესის მიერ წარმატებული Email მარკეტინგის განხორციელებისთვის.

შეჯამება:

ასეთი ბიზნეს გეგმა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის, რომელსაც სურს იცოდეს, თუ რომელი მარკეტინგული საშუალებები არის საუკეთესო, როდის და რა მოცულობით უნდა იქნეს გამოყენებული და რა ბიუჯეტია საჭირო კონკრეტული შედეგების მისაღებად.

რა ღირს ასეთი ბიზნეს გეგმის შედგენა?

  • ბიზნეს გეგმის შექმნის ღირებულება – 500 ლარი
  • ვადები: 10 სამუშაო დღე
  • ბიზნეს გეგმის დამზადება მოხდება პრაქტიკული მაგალითების გამოყენებით.