Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymaster@Edika said:
არაა სწორი ხო. ოპერაციის შედეგად როცა გაუუარესდება ჯანმრთელობა ამ შემთხევაში შეიძლება კიდე 1007 მუხლი, მაგრამ ამ ოპერაციისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვა 1007-ით არც მე არ მომწონს რაღაც.გეთანხმები, ამ შემთხვევაში უნდა გავმიჯნოთ, ერთი მხრივ სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე მოთხოვნა და მეორე მხრივ ზიანის ანაზღაურება არასწორად განხორციელებული ოპერაციისთვის.
პირველ შემთხვევაში, თუ მხარე ითხოვს სამედიცინო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ფულის დაბრუნებას, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე და 316-ე და 317-ე მუხლები, ანუ იგი უარს ამბობს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე და ითხოვს გადაცემული ფულის დაბრუნებას.
მეორე შემთხვევაში, როცა უკვე ხდება ოპერაციის შედეგად პირისთვის ზიანის მიყენება, ეს ისეთი შემთხვევაა, როცა სახელშეკრულებო ურთიერთობის მიუხედავად, დელიქტურ ურთიერთობაში გადავდივართ და სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება უკვე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რომელიც თავისი ბუნებით განსხვავდება, ხელშეკრულებით გადაცემული ფულის დაბრუნებისაგან, რომელიც 1007-ე მუხლის რეგულაციის გარეთ დგას.
BLH
Keymaster@Edika said:
ისე უსაფუძვლო გამდიდრების შემთხვევაში ზიანის ოდენობის განსაზღვრა ექსპერტის, ან სტატისტიკის სამსახურის მიერ რამდენად სწორია? თუ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს კონკრეტულად იმ ოდენობით რა სარგებელიც ნახა პირმა? რას იტყვი?ვერ დაგეთანხმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის მიხედვით უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. აღნიშნულ მუხლი დეტალურად არის გარჩეული “უსაფუძვლო გამდიდრების თემაში”… სადაც დავასკვენით, რომ იგი მოიცავს დელიქტურ ელემენტსაც, ანუ 982-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნისას უნდა გამოვიყენოთ 408-ე მუხლის პირველი ნაწილთ დადგენილი სტანდარტი ზიანის ანაზღაურების შესახებ და აღვადგინოთ “ბ” იმ მდგომარეობაში, რაშიც იგი იქნებოდა, რომ არა “ა”-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ანუ ერთი მხრივ რა სარგებელიც მიიღო “ა”-მ და ის სარგებელიც რაც “ა”-მ ვერ მიიღო, მაგრამ შესაძლებელი იქნებოდა მიეღო ამ 18 წლის მანძილზე.
BLH
Keymasterას- 1249-1269-2011 – ამ გადაწყვეტილების მიხედვით სწორედ მოიქცა მაგ შემთხვევაში სასამართლო, რადგან უსაფუძვლო გამდიდრება წარმოადგენს სუბსიდიური ბუნების მქონეს და ჯერ დელიქტი უნდა გამოირიცხოსო.. მაგრამ არ ვეთანხმები მე, რადგან სკ-ის 982-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ შემთხვევას, რომელშიც მოცულია დელიქტური ელემენტები და შესაბამისად დელიქტური ზოგადი ნორმების გამოყენება იქნება არასწორი ამ შემთხვევაში.
BLH
Keymaster@Edika said:
კაი შემდეგი საკითხი. “ა” გასამართლდა სსკ-ის 360-ე მუხლის საფუძველზე. ის 1988 წლიდან (მიუხედავად არაერთი გართხილებისა) ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ ნაკვეთზე მოჰყავდა კარტოფილი და თივა.კითხვა: კითხვები: რისი მოთხოვნის უფლება აქვს ა-ს? რა საფუძვლით? და რამდენის? 😀
მოცემულ შემთხვევაში “ა” ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას- ფლობდა უკანონოდ “ბ”-ს სასოფლო სამეურნეო მიწას… უნდა დავადგინოთ აღნიშნული ქმედების შედეგად რა ზიანი განიცადა “ბ”-მ… რა მოცულობის ზიანზეა საუბარი ამას ვერავინ იტყვის ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს..
ჩემი აზრით, მართალია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან გვაქვს საქმე და ზიანთან, თუმცა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებიც იკვეთება, კერძოდ 982-ე მუხლის და შესაბამისად ამ უკანასკნელის საფუძველზე უნდა მოხდეს მოთხოვნის დაყენება..
BLH
Keymaster@Edika said:
საინტერესო გადაწყვეტილებაა, მაგრამ ბანკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი სად უნდა ვნახოთ?ეროვნული ბანკის საიტზე http://www.nbg.gov.ge
BLH
Keymaster@Edika said:
ვთქვათ და დამტკიცებულია პროცესუალურად. კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი მიუთითე რატომ მხოლოდ 2000 და არა მთლიანად 5000 ლარი.სამოქალაქო კოდექსის 56-ე და 371-ე მუხლები,რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული შესრულება წარმოადგენს “ა”-ს ვალდებულების შესრულებას, რისი უფლებაც აქვთ მესამე პირებს, ხოლო თუ იტყვის მეორე მხარე, რომ ფულის გადაცემა იყო ჩუქება და არა სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით “ა”-ს ვალდებულების შესრულება, მაშინ ვიყენებთ სკ-ის 56-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც მივიჩნევთ 3.000 ლარის გადაცემას თვალთმაქცურ გარიგებად, რომლის მიზანიც იყო არა ჩუქება, არამედ “ა”-ს ვალდებულების შესრულება.
BLH
Keymasterამ ტოპიკის მე-2 გვერდზე განხილულია შეუსაბამაბოდ მაღალი სესხის პროცენტის შემცირების საკითხი, როცა პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია. მინდა აღნიშნულ საკითხზე საინტერესო გადაწყვეტილებიდან განმარტება წარმოგიდგინოთ. (N-ას-970-928-2013)
“სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ – 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად.”
BLH
Keymaster@Edika said:
არასრულწლოვანს (ა) მეორე არასრულწლოვნის მიერ (ბ) მიადგა ჯანმრთელობის ზიანი, რასაც დასჭირდა მკურნალობა, რომელიც შეადგენს 5000 ლარს. ა-ს ნათესავებმმა აუკრიბეს მას 3000 ლარი და გადასცეს საჩუქრად, რათა გამოეყენებინა სამკურნალოდ. რა თანხის მოთხოვნია უფლება აქვს ა-ს ბ-სგან?აღნიშნული 3.000 ლარი უნდა გამოაკლდეს 5.000 ლარს და შესაბამისად 2.000 ლარის მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს. თუმცა პროცესუალურად დაამტკიცებს თუ არა ამ 3.000 ლარის გადაცემის რეალურ მოტივს და მიზანს ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ობიექტურად, გარემოებების სრულყოფილად ცოდნის შემთხვევაში, უნდა გამოაკლდეს.
BLH
Keymasterმორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა
(სუსგ. №ას-95-90-2013)
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული. სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რაოდენ დიდი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვა მიაყენა რაიმე ქმედებამ დაზარალებულს.
საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა. ს-მა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, ამასთან თავის ქალის ნაწილი შეუცვალეს პლასტიკით, ხოლო ს. ს-ას, მიღებული დაზიანებების გამო, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და მიიჩნევს, რომ, შესაბამისად, 4200 და 2400 ლარი სამართლიანი ანაზღაურებაა მათ მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრავმის საკომპენსაციოდ.“
BLH
Keymasterმორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი
(სუსგ. № ას-1477-1489-2011)
ფაქტობრივი გარემოებები: ბ. კ–ესა და მ. კ–ეს შორის ქორწინება შეწყდა 2003 წლის 15 აპრილს, ხოლო 2003 წლის 21 ივნისს ც. შ–ა და ბ. კ–ე დაქორწინდნენ. რუსეთის ფედერაციის ქ.მოსკოვის ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის განაჩენით, ბ.კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ მკვლელობის მუქარისა და ჯანმრთელობის საშუალო სიმძიმის ზიანის განზრახ მიყენების ფაქტზე და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა.
უსაფუძვლოა კასატორ ბ.კ–ის არგუმენტი მორალური ზიანის დაკისრების არაკანონიერებაზე იმ დასაბუთებით, რომ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ყოველთვის არ იწვევს მორალური ზიანის წარმოშობას. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. ტერმინი „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს. ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებული არასასურველი შედეგი ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში, რამაც ქონებრივ დანახარჯებთან ერთად შეიძლება არამატერიალური უფლებების ხელყოფა — ფსიქიკური ტანჯვა (მორალური ზიანი) გამოიწვიოს. ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების არსებობას, რაც გამოიხატება ფიზიკურ და სულიერ ტანჯვაში, გარეგნული გამოხატულება არ გააჩნია და, შესაბამისად, არამატერიალიზებული ზიანია.
არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფა კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას იწვევს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის არგუმენტს თვით ზიანის ფაქტის არსებობის აუცილებლობის თაობაზე და განმარტავს, რომ ზიანის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზოგად საფუძველს წარმოადგენს: 1.თვით მორალური ზიანი; 2.ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; 3.არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი; 4. ზიანის მიმყენებლის ბრალი.
ამდენად, პასუხისმგებლობის ერთ–ერთ პირობას წარმოადგენს რა მორალური ზიანის არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მისი არსებობა გარეგნულად ცალსახად გამოხატული არ არის და მისი კონკრეტული მტკიცებულებით დადასტურება რთულია და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელიც. შესაბამისად, დაზარალებულის მტკიცების ტვირთი არ უნდა დამძიმდეს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულის ფსიქიკაში ნეგატიურ ცვლილებებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს შეგებებული სარჩელის ავტორის — ც. შ–ას მტკიცებას, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით მან, როგორც ფიზიკური, ასევე ზნეობრივ–ფსიქიკური ტანჯვა განიცადა, ვინაიდან მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა უარყოფით გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზე, მით უფრო, როდესაც ხელყოფა განზრახ და ძალის გამოყენებით ხდება.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსაზრება დასაბუთებულ არგუმენტაციას საჭიროებს, რასაც ბ.კ–ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დადგენილი მორალური ზიანის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით არ იზიარებს ც. შ–ას მოსაზრებას და განმარტავს: მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: დამრღვევის ბრალის ხარისხი; ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი; სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხი; ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი); ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს); მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა.
ამ კრიტერიუმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებით ბ.კ–ისათვის, ც.შ–ას სხეულის დაზიანების გამო, მორალური ზიანის — 5000 ლარის ოდენობით განსაზღვრა სამართლიანი და გონივრულია.
-
AuthorPosts
