Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterრას იძახის, რომელი ნორმის საფუძველზე უნდა დაეკისროს აღმასრულებელს პასუხისმგებლობაო?
BLH
Keymaster@Edika said:
განვიხილოთ შემთხვევა როცა სააღსრულებო მოქმედების დროს ხდება ზიანის მიყენება მოვალის ქონებისთვის.მაგალითად სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძრავი ნივთის მოვალის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ. მოვალეს ეს ნივთი ჩაკეტილი აქვს თავის უძრავ ნივთში და არ აძლევს საშუალებას აღმასრულებელს გადასცეს ეს ნივთი კრედიტორს. აღსრულებამ შეამტვრია კარი და ისე შეაღწია. უნდა აუნაზღაურდეს ასეთ შემთხვევაში მოვალეს კარის შემთვრევით მიყენებული ზიანი?
თუ კარის შემტვრევა არის აღმასრულებლის კანონიერი მიზნის- აღსრულების უზრუნველყოფისთვის განხორციელებული პროპორციული და აუცილებელი ქმედება, მაშინ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გვაქვს აღმასრულებლების მხრიდან. ანუ, განზრახ ხდება კონკრეტული ქმედების განხორციელება, რომელიც მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ამიტომაც აღმასრულებლისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ უნდა გვქონდეს. თუმცა შეიძლება საუბარი მოვალის პასუხისმგებლობის დაყენებისა, რადგან იგი არ ემორჩილებოდა კრედიტორის მოთხოვნებს და მისმა უმოქმედობამ (ბინის დაუტოვებმლობამ) განაპირობა კარის შემტვრევა და შესაბამისი ზიანი.
BLH
Keymasterზოგადი ინფორმაცია შრომით სამართალზე და მის სუბიექტებზე
შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დამსაქმებლის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.
შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.
შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.
რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:
დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
BLH
Keymasterშეიძლება მაგ კუთხით თეორიულად მსჯელობა, მაგრამ შენ რაც მიუთითე იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რამდენად გაიზიარებენ ამას საქართველოს სასამართლოები?
BLH
Keymaster¹ას-533-875-07 ეს საქმე ეხება ხანძრით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას
მაღალი ძაბვის გამო მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გააჩინა ხანძარი და მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც მან მოსთხოვა დენის მიმწოდებელ კომპანიას, რადგან მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხო დენის მიწოდება..
მოსარჩელის მოთხოვნა დააკმაყოფილა საქალაქომ, ხოლო სააპელაციო და უზენაესიც დაეთანხმა საქალაქოს გადაწყვეტილებას, თუმცა უზენაესმა განმარტა, რომ დელიქტის მაგივრად უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რადგან სახეზე იყო უკვე არსებული ვალდებულების დარღვევა ენერგო კომპანიის მხრიდან.
იგივე საკითხზე უზენაესის გადაწყვეტილება N- ას-87-420-05, სადაც ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებების ვითარებაში, სასამართლომ განაცხადა, რომ უნდა მომხადრიყო 992-ე მუხლით მოპასუხის პასუხისმგებლობის დაყენება. აქვე იყო საუბარი 1000-ე მუხლზეც, რომელიც სასამართლომ განმარტა, რომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, რადგან 1000-ე მუხლი ეხება ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე იყო ბრალი.
BLH
Keymasterრატომ უნდა დავანებოთ…მანდ არის გამოსაყენებელი 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სტანდარტი, რაც გულისხმობს უსაფუძვლო გამდიდრებასთან გათანაბრებას… ანუ ის ნივთი, რომ განკარგა და ამ ნივთის უკან დაბრუნება, რომ შეუძლებელია ეს უთანაბრდება განმკარგველის ამ ნივთის ღირებულებით გამდიდრებას და შესაბამისდა ამ ნივთის ღირებულების მოთხოვნის უფლება აქვს უფლებამოსილ პირს.
BLH
Keymasterფარული სატელეფონო ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების დასაშვებობა (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N-2ბ/6800-13)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა სახით მოპოვებული მტკიცებულება ჩაითვლება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მტკიცებულების მოპოვება ხომ არ ეწინააღმდეგება რაიმე კანონს.
ვინაიდან სატელეფონო საუბარი, მეორე მხარის ნებართვის გარეშე, ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ჩანაწერი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. მითითებული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება.
მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება კერძო საუბარს, რომელიც კერძო სფეროს განეკუთვნება და რომელიც, არ სარგებლობს აბსოლუტური პრივილეგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეზღუდვა დასაშვებია, ანუ მასში ჩარევა შესაძლებელია საამისო დაცვის ღირსი ინტერესისა და კანონიერი მიზნის არსებობის პირობებში. შესაბამისად, კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას.
ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან„თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითისათვის, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად საკუთარ უფლებას ვერ დაიცავ ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია.
ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფარგლებში სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის.
BLH
Keymasterსაინტერესო შემთხვევა პრაქტიკიდან…. გარდაიცვალა “ა”, მას არ დაუწერია ანდერძი და დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე “ბ” და “გ”… ისე მოხდა, რომ “ბ”-მ მიიღო მთელი სამკვიდრო, ისე რომ დაუმალა სამკვიდროს გახსნის შესახებ “გ”-ს რომელიც იმყოფებოდა ამერიკაში. სამკვიდროს გახსნიდან 1 წლის შემდეგ “გ” გარდაიცვალა.
“გ”-ს მემკვიდრეებს სურთ მოითხოვონ “ბ”-ს უღირს მემკვიდრედ ცნობა და “გ”-ს მემკვიდრეობის მიღება.. რა უნდა გააკეთონ მათ?
BLH
Keymaster@Edika said:
კონკურენცია იმიტოა რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება სახელშეკრულებო ნორმებით უნდა ხდებოდეს, არადა დელიქტების ნორმებში გვააქვს 1007 მუხლი რომელიც იგივეს ეხება. მაგალითად ოპერაცია ჩაუტარდა არასწორად რის გამოც ისევ საოპერაციო შეიქმნა(დამატებითი ხარჯების საჭიროება). ამ შემთხვევაში ხომ ხელშეკრულების ნორმები უნდა მოქმედებდნენ? მაგრამ 1007 მუხლი გვაქვს რომელიც არის დელიქტური.მაგ კუთხით თუ შევხედავთ მართალი ხარ, თუმცა აქ ისეთი შემთხვევაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა გადაიზრდება დელიქტურში.. ამის შესახებ დოქტრინაშიც წერია (მაგალითად კომენტარებში)…
თუმცა ამ საქმეში სხვა პრობლემა უფრო დგას, კერძოდ მოთხოვნების გამიჯვნა ვერ ხერხდება, რაზეც ზემოთ დავწერე..
-
AuthorPosts
