Forum Replies Created

Viewing 10 posts - 401 through 410 (of 606 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #1698
    BLH
    Keymaster

    შეცდომით სხვისი ვალების გასტუმრება

    “A”-ს ჰქონდა “B”-ს ვალი. “A”-ს მაგივრად ვალდებულება შეასრულა “C”-მ. აქვს თუ არა “C”-ს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება?

    BLH
    Keymaster

    სად გეწერა მერე, რომ 318-ე მუხლის მიხედვით მიაწოდა ინფორმაცია კლეინტს? 😀 :)))

     

    შენ რაც დაწერე, იქიდან გამომდინარე დიახაც, რომ სწორია ჩემი შეფასება.

    BLH
    Keymaster

    როცა ინკუბაციის პერიოდია და ბანკმა არ იცის არის თუ არა სისხლი დაავადებული და მაინც გადასხმას აკეთებს, ამ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ შეიძლება სისხლი დაავადებული იყოს, ეს რისკი შეცნობილი აქვს ბანკს, მაგრამ მაინც უსხამს სისხლს, ანუ წინდახედულობის ნორმების არღვევს და შესაბამისად ბრალეულია მისი მოქმედება და მართლსაწინააღმდეგო.

    in reply to: საბანკო სამართალი #4778
    BLH
    Keymaster

    მეტი განმარტება არ გაუკეთებია სასამართლოს მაგ საკითხზე, ხელშეკრულებიდან გასვლაო… სწორიცაა, მიზნობრიობა ვალდებულების შინაარსის ნაწილია, მისი გადახვევა, ვალდებულების დარღვევაა და გასვლაა სწორი, რადგან ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლით უნდა მოხდეს.

    in reply to: საბანკო სამართალი #4754
    BLH
    Keymaster

    №ას-1280-1300-2011   განმარტება კრედიტის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში ბანკის უფლებამოსილების შესახებ:

     

     

    “თუკი მსესხებელი არამიზნობრივად გამოიყენებდა მეორედ გაცემულ კრედიტს, აღნიშნული შეიძლება გამხდარიყო ბანკის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი.”

    BLH
    Keymaster

    მე-19 გვერდზე დავდე ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება მაღალი ძაბვის გამო ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაღაურებას. ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლომ გამოიყენა 394-ე მუხლი და განმარტა, რომ ენერგომიმწოდებელმა მაღალი ძაბვის მიწოდების გამო 394-ე მუხლით უნდა აგოს პასუხი, რადგან უკვე არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა იყო მისი მხრიდან, ხოლო მეორე გადაწყვეტილებაში 992-ე მუხლით მოხდა პასუხისმგებლობის დაკისრება.

    BLH
    Keymaster

    @Edika said:
    მაგას არ ვამბობ. სახელშეკრულებო ნორმები უნდა იქნას გამოყენებული თუ 1009?

    სახელშეკრულებო ნორმები, თუმცა არაერთგვაროვანია პრაქტიკა…

    BLH
    Keymaster

    მერე პროდუქტი არ შეიძლება ნივთი იყოს?  არ გამორიცხავს ჩემი აზრით პროდუქტად აღქმა, ნივთად აღქმას.

    BLH
    Keymaster

    @Edika said:
    ას-766-1092-07 ელექტროენერგიის მიწოდებაზე ვრცელდება ნასყიდობის ინსტიტუტიო (ხელშეკრულებაო). ელექტროენერგიას განიხილავს როგორც ნივთს. რამდენად სწორია?

     

    ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც მკაცრად არეგულირებს კანონი, რადგან იგი მონოპოლიურია თავისი ბუნებით, კერძოდ მისი მიმწოდებელი არის ერთი კომპანია, რომელიც აწვდის მომხმარებელს ელექტროენერგიას კანონით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად, მათ შორის ფასებიც რეგულირდება კანონით.

     

    რაც შეეხება იმას, წარმოადგენს თუ არა ელექტროენერგია ნივთს.. შემიძლია გითხრა, რომ წარმოადგენს, რადგან ნივთი არის ყველა ის მატერიალური ობიექტი, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვა არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ზოგადად ელექტროენერგია, როგორც ბუნებაში არსებული მოვლენა შეიძლება არ ჩაითვალოს ნივთად, მაგრამ ის ელექტროენერგია, რომელიც მოქცეულია ისეთი ფორმაში, რომ მისი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა შესაძლებელია უკვე წარმოადგენს ნივთს და შესაბამისად სამოქალაქო-სამართლებრივ ობიექტს და მის შესახებ შესაძლებელია ხელშეკრულების დადება.

    in reply to: მორალური ზიანი #4380
    BLH
    Keymaster

    #ბს-648-623(2კ-13) ეს გადაწყვეტილება ეხება პირის უკანონო მსჯავრდებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხს

     

    მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება, რადგან მასში განხილულია ქართული სასამართლო პრაქტიკაც, უცხოური სასამართლო პრაქტიკაც, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლები და მისი მოცულობის განსაზღვრის საკითხები.

Viewing 10 posts - 401 through 410 (of 606 total)