Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
BLH
Keymasterკეთილსინდისიერების პრინციპი
საქმე № ას-1388-1224-10
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს მითითებას კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები ანუ კეთილსინდისიერება უკავშირდება პირისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და არა იმის შესრულებას,რაც მას არც ხელშეკრულებით და არც სხვა სახით (ასეთი რამ საქმის მასალებით არ დასტურდება) მხარის მიმართ არ უკისრია.
BLH
Keymasterკერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი
საქმე № ას-515-1171-03
სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს არ წარმოადგენს. სკ–ს მე-7 მუხლის თანახმად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ სკ არეგულირებს ურთიერთობებს, რომლის დავის საგანი სამოქალაქო ბრუნვაშია, ანუ ნივთზე ზემოქმედება, (მფლობელობა, განკარგვა და სხვა) შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით. რაც შეეხება მოცემულ შემთხვევას, უკანონო ნაგებობაზე კანონით გათვალისწინებული წესით არ შეიძლება დადგინდეს არც საკუთრება და შესაბამისად, არც მფლობელობა.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ–ს 147‑ე მუხლი. მითითებული ნორმის თანახმად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. აღნიშნული ნორმა ცალსახად აწესებს, რომ სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს უნდა შეეძლოთ ნივთის თავისუფალი შეძენა, ფლობა, სარგებლობა და განკარგვა. ეს თვისება განაპირობებს ნივთის ბრუნვაუნარიანობას. მოქმედი კანონი აწესებს უძრავი ნივთების გასხვისების სპეციალურ წესს (სკ–ს 183-ე და 323-ე მუხლები), რომელთა გამოყენება უკანონო ნაგებობების მიმართ შეუძლებელია; უკანონო სახლთმფლობელობა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად ვერ იქნება მიჩნეული.
BLH
Keymasterშედარების აქტი, როგორც ხელშეკრულება? (ას-373-771-06)
მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საფუძვლად მიუთითა საქმეში წარმოდგენილი 2004წ. 23 ივნისის «შედარების აქტი» და სკ-ის 341-ე მუხლის თანახმად მიიჩნია იგი მოპასუხის მიერ ვალის არსებობის აღიარებად.
საქმეში წარმოდგენილ 2004წ. 23 ივნისის შედარების აქტში მითითებულია, რომ 2004წ. 1 ივნისის მდგომარეობით სს «გუმათჰესების კასკადის» დავალიანება პროფკავშირისადმი შეადგენს 32280 ლარს, 16140 ლარი ეკუთვნის დარგობრივ პროფკავშირულ ორგანიზაციას, ხოლო 16140 ლარი პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას. სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებიული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთახმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ შედარების აქტში არ არის მითითებული მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ისეთ არსებით პირობებზე, როგორიცაა მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითად უფლება-მოვალეობებზე, ფასსა და ვადაზე. შესაბამისად, ასეთი აქტი ვერ ჩაითვლება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებად.
BLH
Keymasterშენ რა კითხვაც დაწერე, შენ თქვი, რომ არ დააკმაყოფილა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან ზიანის ფაქტი ვერ დაადასტურაო და მე მოგწერე, რომ არასწორია თქო, რადგან ბანკის ანაბრების მიხედვით უნდა მომხდარიყო ზიანის ოდენობის განსაზღვრა თქო… და ეხლა შენც იგივე დაწერე, რაც მე მოგწერე :)))) გადახედე პოსტებს….
BLH
Keymasterკანონისა და სამართლის ანალოგია
შეიძლება არსებობდეს ისეთი ურთიერთობები, რომელთა მომწესრიგებელი ნორმები კანონში არ არის პირდაპირ მითითებული. ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმების გამოყენება. (კანონის ანალოგია).
მაგ: იჯარიდან გამომდინარე ზოგიერთ ურთიერთობაზე გამოიყენება ქირავნობის ნორმები, გაცვლასთან დაკავშირებით ურთიერთობებზე – ნასყიდობის ნორმები და ა.შ.
ანალოგია ვერ გავრცელდება სპეციალური ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებზე (საგამონაკლისო ნორმები).
მაგ: „საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა გამქირავებელს შეუძლია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას.“ (სკ-ის 561.1-ე მუხლი).
მოცემული ნორმა არის საგამონაკლისო- ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელი სადგომების ქირავნობის დროს და ვერ იქნება გამოყენებული მაგალითად ფარეხის, კომერციული ფართის გაქირავების დროს.
თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია).
BLH
Keymasterარსებობს კანონით დადგენილი რეგულაცია და დაცვის სტანდარტი, რომლიდან გამომდინარეც მსგავს შემთხვევაში სწორედ არის განაწილებული რისკები და შედეგები.. ვფიქრობ სწორი პრაქტიკაა, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე.
სესხის თემიდან, რომ არ გადავუხვიოთ ეს საკითხი სანივთო სამართლის თემაში განვიხილოთ მერე…
BLH
Keymasterგანსაზღვრულობის (განჭვრეტადობის) პრინციპი
განსაზღვრულობის პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით. ზუსტად უნდა განისაზღვროს ის ქცევა, რომელიც იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დამრღვევს უნდა შეეძლოს ასეთი შედეგის წინასწარ განჭვრეტა. განსაკუთრებით შერეული შემადგენლობის შემთხვევაში კანონმდებელმა კარგად უნდა გამოკვეთოს გამიჯვნის კრიტერიუმების კონტურები, რომელიც ნორმის გამომყენებელს არ მისცემს შესაძლებლობას საკუთარი სურვილის შესაბამისად მიაკუთვნოს ის ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დარღვევებს.
მაგ: ხულიგნობა დასჯადია, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის შესაბამისად, ისე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ნათლად უნდა ჩანდეს, თუ როდის უნდა მოხდეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება და როდის ადმინისტრაციულ სამართლებრივის.
BLH
Keymaster@Edika said: არ მომწონს მასეთი მიდგომა,არ ვუარყოფ რომ უმოქმედობითაც შეიძლება ზიანის მიყენება მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომწონს.
ამ საკითხში კიდევ ერთხელ ჩანს ჩვენი 992-ე მუხლის არასრულყოფილი ბუნება.. (რაზეც პირველ გვერდზე გავაკეთე აქცენტი), რომელიც დელიქტური ვალდებულების საფუძველს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაში ხედავს და უგულებეყოფილია მართლსაწინააღდეგო უმოქმედობა…
შედარებისთვის, ასეთი 992-ე მუხლის სადარი ნორმა ევროპულ მოდელურ კოდექსში ასე გამოიყურება:
“A person who suffers legally relevant damage has a right to reparation from a person who caused the damage intentionally or negligently or is otherwise accountable for the causation of the damage”
აქ უმოქმედობაც გათვალისწინებულია და ასევე ბრალისა და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებებით დელიქტური პასუხისმგებლობის შემთხვევები.. ნათელია, რომ კარგი იქნებოდა, რომ ამ ნორმით შეცვლილიყო ჩვენი 992-ე მუხლი

BLH
Keymasterშეცდომით ხარჯების გაწევა სხვა პირის ქონებაზე
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი (სუსგ. Nას-711-666-2010)
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დუშეთის მაგისტრატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შემოსული საჩივრის განხილვისას, მართალია, მართებულად გამოიყენა სსკ-ის 987-ე მუხლი, მაგრამ არ დაადგინა ამ ნორმის სწორად შეფარდებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, პალატას უნდა გამოერკვია, თუ რა სახით არსებობდა მოპასუხის უძრავი ქონება მოსარჩელის მიერ სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე და რა სახით იქნა იგი დაბრუნებული მოპასუხისათვის.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: მითითებული მუხლის მთავარი დებულება ისაა, რომ სხვა პირის ქონებაზე გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს. ამასთან, სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა, ხოლო თუ გამდიდრების ფაქტი არ არის სახეზე, მაშინ მარტო ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და როგორი სახით ბრუნდება უკან. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩანს გამდიდრების ხარისხი. გარდა ამისა, შესაძლებელია, გამდიდრება გამოიხატოს დაბრუნებული ნივთიდან ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღებაში, რადგან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაბრუნებული ნივთის ღირებულება. ორივე შემთხვევაში მოვალის გამდიდრების ფაქტია მთავარი და გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად. კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და საქმე დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
BLH
Keymasterმოცემულ შემთხვევაში სკ-ის 986-ე მუხლით გათვაისწინებულია არა “თანხის უკან დაბრუნება”, არამედ “C”-ს ამ შემთხვევაში წარმოეშობა უფლება “A”-ს მიმართ, რადგან იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა მის ხარჯზე.
ამ შემთხვევაში მისი ქონების შემცირებამ გამოიწვია “A”-ს ქონების დაზოგვა, ხოლო “B” არ არის გამდიდრებული, რადგან მას შესრულება მაინც უნდა მიეღო “A”-სგან.
-
AuthorPosts
