Forum Replies Created

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28887

    ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლი და საგარანტიო ვადა

     

    N-2ბ/2127-13

     

    სააპელაციოს გადაწყვეიტლება:

     

    “მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2012 წლის 09 ოქტომბერს მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ. ს.-ს შპს „ა. +”-ისგან გადაეცა მობილური ტელეფონი „ა. +”, რომელსაც გააჩნია ნივთობრივი ნაკლი, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი არ არის განკუთვნილი საქართველოს ტერიტორიაზე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის/სარგებლობისათვის. კერძოდ, მოსარჩელის მიერ შეძენილი მობილური ტელეფონიდან „აიფონ 5“ იმეი კოდით 99000224190XXX ვერ ხერხდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა მობილური ოპერატორის ქსელიდან. აღნიშნული კი, წარმოშობს მყიდველის კანონით დადგენილი მოთხოვნის უფლებას გამყიდველის მიმართ.”

     

    “ამასთან, პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას 5 დღიან საგარანტიო ვადაში პრეტენზის წარუდგენლობის გამო მოთხოვნაზე უარის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგარანტიო ფურცელი შეძენილი მოწყობილობის ახლით შეცვლლის ვალდებულებას ითვალისწინებდა ყიდვიდან 5 დღის განმავლობაში ნებისმიერი ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მობილური ტელეფონის ნაკლი არ წარმოადგენდა ქარხნულ დეფექტს, რის გამოც პალატის მოსაზრებით, 5 დღიან საგარანტიო ვადაზე მითითება დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.”

    in reply to: ნასყიდობა/ჩუქება/გაცვლა #28881

    სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფორმის მნიშვნელობა

     

    N-ას-185-178-2012

     

    ფაქტობრივი გარემოებები: აწ გარდაცვლილმა ვ. კ-მ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, რჩენის სანაცვლოდ ივალდებულა ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ. #4-ში მდებარე უძრავი ნივთის მარჩენალ თ. მ-ის საკუთრება-ში გადაცემა. ხელშეკრულებით წარმოშობილი უფლება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. 2010 წლის 10 იანვარს, ნოტარიუს ქ. ჭ-ის მიერ გ. პ-ის, როგორც ვ. კ-ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, ქ.სამტრედიაში, ნ-ის ქ. #4-ში მდებარე ვ. კ-ის უძრავი ქონების 1/2-ზე სავალდებულო წილის სახით.

     

     

    სააპელაციო სასამართლოს განმარტება: აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოქალაქო კოდექსის 941-ე-942-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ 2000 წლის 6 აპრილის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ვ. კ-მ განკარგა თავისი კუთვნილი უძრავი ქონება, მისი გარდაცვალების დროიდან აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მარჩენალ თ. მ-ს და ამ დროიდან ეს ქო-ნება არ წარმოადგენდა სამკვიდროს, რაზედაც გ. პ-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო სამკვიდრო მოწმობა. პალატამ განმარტა, რომ რჩენის ხელშეკრულების ნამდვილობისა და, აქედან გამომდინარე, უძრავ ნივთზე უფლების განხორციელებისათვის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.

     

    უზენაესი სასამართლოს განმარტება: სამოქალაქო კოდექსი 942-ე მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემა ამავე კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული წესებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს და უძრავი ქონების გადაცემისათვის ხელშეკრულების სანოტარო წესით გაფორმება საკმარისი არ არის.

     

    მოწინააღმდეგე მხარის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ უძრავ ნივთზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი არ განსაზღვრავს, შესაბამისად, თ. მ-მ 2000 წლის რჩენის ხელშეკრულება ნებისმიერ დროს დაარეგისტრიროს საკასაციო სასამართლო განმარტავს:

     

    საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვადას კანონი ნამდვილად არ ადგენს. ამავდროულად, ეს უფლება უფლების წარმომშობი აქტის (მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების) რეგისტრაცია სხვის უფლებას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ანუ კერძო სამართლის სუბიექტმა ეს უფლება გონივრულ ვადაში თუ არ განა-ხორციელა (რჩენის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებლობამ) შედეგად შეიძლება სხვა სუბიექტის მიერ ამავე ნივთზე მოგვიანებით წარმოშობილმა უფლებამ (მოცემულ შემთხვევაში გ. პ-ის მემკვიდრეობამ) გადაწონოს.

    in reply to: გადაზიდვა/ტრანსპორტირება #28661

    დამკვეთის ძირითადი ვალდებულებები

     

    I. პროვიზიის გადახდის ვალდებულება;

     

    II. აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება;

     

    III. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;

     

    IV. აუცილებელი მითითების მიცემის ვალდებულება;

     

    V. აუცილებელი მოქმედებების განხორციელების ვალდებულება;

     

    VI. მინდობილობის გაცემის ვალდებულება (თუ საჭიროა).

     

     

     

    სადაა აბა გადაწყვეტილება??

    დავიწყოთ იქიდან, რომ ეგ ხელშეკრულება სესხის ხელშეკრულებას არ წარმოადგენს, რადგან სესხის ხელშეკრულების დადება დაკავშირებულია ფულის გადაცემასთან, ანუ ფულის გადაცემის ფაქტით იდება სესხის ხელშეკრულება, ხოლო აღნიშნული წარმოადგენს წინარე სესხის ხელშეკრულებას, რომელიც წარმოშობს თავის მხრივ სესხის ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, ანუ მომავალი გამსესხებლის ვალდებულებას გადასცეს მომავალ მსესხებელს სესხის საგანი (ამ შემთხვევაში 3.000 დოლარი).

     

    ამდენად, მომავალ მსესხებელს უფლება აქვს წინარე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვოს მისთვის ფულის გადაცემა, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

    in reply to: საბანკო სამართალი #28635

    ამ თემის პირველ გვედზე, ხომ დავწერეთ უკვე 978- ე მუხლის შესახებ და ეგაა რა 🙂

    in reply to: საბანკო სამართალი #28624

    კონკურენციას არ უწევს, უბრალოდ, როცა 978-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობები გვაქვს, 861-ე მუხლის მიხედვით ბანკს არ შეიძლება მოეთხოვოს არამართლზომიერად ჩამოჭრილი ფულის დაბრუნება.

    in reply to: საბანკო სამართალი #28608

    მართლზომიერების საკითხზეც ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ მართალია არამართლზომიერია ბანკის ქმედება, ანგარიშიდან ფულის თვითნებურად ჩამოწერის შესახებ, თუმცა მივუთითეთ 978-ე მუხლზე და ვთქვით, რომ მიუხედავად ბანკის მიერ არამართლზომიერად ფულის ჩამოწერისა, ამ ფულის დაბრუნების უფლება ანგარიშის მფლობელს არ აქვს.

     

    ამ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ 861-ე მუხლში განსაზღვრული ბანკის ვალდებულება დააბრუნოს ფული და მეორე მხრივ 978-ე მუხლი, რომელიც თვითნებურად ჩამოჭრილი ფულის მოთხოვნის უფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოს ბანკმა.

     

    მიუხედავად იმისა, რომ შენ მიერ მითითებული გადაწყვეტილების ფარგლებში, სასამართლომ განმარტა, რომ ბანკს უნდა დაებრუნებინა ეს თანხა, მე ვფიქრობ, რომ 978-ე მუხლის საფუძველზე მას შეეძლო ამ თანხის არ დაბრუნება.

    in reply to: საბანკო სამართალი #28589

    ბანკის მიერ თავისი კლიენტის ანგარიშიდან თანხის თვითნებურად ჩამოჭრის საკითხი განხილულია საბანკო სამართლის თემაში,  (იხ. https://blh.com.ge/?p=1819  გვ. 1).

     

    იქ გადაწყვეტილებაც იქნა მითითებული, რომლის მიხედვითაც სასამართლომ განმარტა, რომ ბანკის პასუხისმგებლობა მხოლოდ მაშინ დადგებოდა, თუ დადგინდებოდა, რომ ბანკმა იცოდა შესაძლო ზიანის შესახებ, ანუ თუ იმ გადაწყვეტილებით ვიხელძღვანებეთ, ასევე სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით, გამოდის, რომ ბანკის პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ მაშინ დადგება, თუ მან იცოდა ამ ფულის მიზნობრიობის შესახებ. (ანუ იცოდა, რომ ეს ფული ბიზნესისთვის გამოჰქონდა “ა”-ს).

    in reply to: მოგების გადასახადი #28442

    მოგების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები

    მოგების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ვალდებული არიან გადაიხადონ მოგების გადასახადი. ესენი არიან:

    1. საქართველოს რეზიდენტი საწარმო;
    1. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

     

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 449 total)