Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantმიწაზე განლაგებულ შენობაზე საკუთრების უფლების შეძენა
(სუსგ. N-859-853(კ-11) 09.11.11)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (#3/ბ-20-2011 02.03.11) ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #3/222-2010 16.11.10) შემოსული სააპელაციო საჩივრის განხილვისას იხელმძღვანელა იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება არ შეუძენია კანონით დადგენილი წესით. ამასთან, იგი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მას საკუთრებაში გადაეცა მაღაზია მაშინ, როდესაც სკ-ის 150.1 მუხლის შესაბამისად, შენობა (როგორც მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი) შესაძლოა იყოს ცალკე უფლების ობიექტი მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საკასაციო პალატის განმარტება: საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მაღაზიის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შედეგად მას, როგორც ნაკვეთზე განლაგებული ობიექტის მესაკუთრეს, მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, რამდენადაც მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე უფლება იწვევს მიწის ნაკვეთის ნაწილზე აქცესორულ უფლებას. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს და დაადგინოს, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა თუ არა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი და აკმაყოფილებდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელებისას მოსარჩელე `ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ~ 1998 წლის 28 ოქტომბრის კანონის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა იმავე სასამართლოში.
ივერიელი
Participantადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის გავრცელება საგადასხადო ურთიერთობებზე
(სუსგ. N-ბს-396-393(კ-11) )
სააპელაციო სასამართლომ, საჩივრის განხილვისას განმარტა, რომ 2009 წლის 24 აგვისტოს მოქმედი საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის რედაქცია არ ითვალისწინებდა, პირველად ჩადენილი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდაღვევის შემდეგ რა ვადაში ითვლებოდა ქმედება განმეორებით ჩადენილად.
გარდა ამისა, დაუშვებელია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმის გამოყენება. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სადავო ურთიერთობაზე საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-15 ნაწილი, ვინაიდან გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობას არ აქვს უკუქცევის ძალა.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართლადარღვევის მიმართ საგადასახადო კოდექსში სპეციალური მოწესრიგების არარსებობის შემთხვევაში არ გამოირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობა. საგადასახდო კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
სადავო აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა საგადასახადო ორგანოს სადავო აქტები, რისი გათვალისწინებითაც სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი შედეგის გამოყენება და ხსენებული ნორმისთვის ე.წ.“ნამდვილი უკუძალის“ მინიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო აქტები და მოსარჩელეს გადასახდელად განისაზღვრა შემცირებული თანხის გადახდა.
ივერიელი
Participantმიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტი
მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა, ხორციელდება სხვა დასაბეგრი ქონებისგან დამოუკიდებლად.
მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია ნებისმიერი პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე).
ივერიელი
Participantგადაწყვეტილების შინაარსი
სუსგ. N-ას-1323-1343-2011
ანალოგიურია საქმე N-ას-1363-1381-2011
სააპელაცო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას სადავო ურთიერთობა სამართლებრივად არ შეაფასა, კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არა არის მოცემული მხარეთა შორის არსებული დავის იურიდიული შეფასება (გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას იმ კანონებზე, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა).
საკასაციო სასამართლოს განმარტება: ეს გარემოება გამორიცხავს, სსკ-ის 404-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამოტივაციო ნაწილი წარმოადგენს გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს უნდა დაემყაროს ან უნდა მიუთითოს იმ მატერიალურ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ფასდება.
ივერიელი
Participantსასამართლო ხარჯების განაწილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას
(სუსგ. N-ას-728-684-2012)
სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საქმის განხილვისას არასწორად გაანაწილა სახელმწიფო ბაჟი მხარეთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მხარეების მიერ გაწეული საპროცესო ხარჯი სრულად დააკისრა ერთ მხარეს.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება.
ივერიელი
Participantდაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასით
საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა)პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
ივერიელი
Participantქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი
1. რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია: მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, დაუმთავრებელი მშენებლობები, აგრეთვე ლიზინგით გაცემული ქონება.
2. არარეზიდენტი საწარმო: იგივე რაც რეზიდენტისთვის, თუ ეს ქონება მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.
3. ფიზიკური პირი: საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება;
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონება.
ქონების გადასხადის გადახდის მიზნებისათვის, პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
მაგ: გარდაიცვალა „ა“, რომელმაც მემკვიდრეობით დაუტოვა „ბ“-ს 100 ჰექტარი მიწა კახეთში. „ბ“ ფაქტობრივად ფლობდა ამ მიწას, თუმცა მას არ მოუხდენია მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მიუხედავად ამისა, იგი ვალდებულია გადაიხადოს ქონების გადასხადი.
ივერიელი
Participantქონების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები
- რეზიდენტი საწარმო ან ორგანიზაცია;
- არარეზიდენტი საწარმო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ გარკვეული ტიპის ქონებაზე;
- ფიზიკური პირი.
შენიშვნა: რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოების ცნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ლიკნზე.
ივერიელი
Participantკანონის სიტყვა-სიტყვით განმარტებას თუ გავაკეთებთ წესით უნდა დარჩეს, რადგან სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილში წერია, რომ მხოლოდ შემდგომი რიგის სანივთო უფლებები უქმდება, როცა იძულებითი აუქციონის შედეგად საკუთრების უფლება გადავა ახალ მესაკუთრეზე, ხოლო თუ ორი მოთხოვნაა ერთი იპოთეკით უზრუნვლეყოფილი და ამ ორიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენაა მიმართული იძულებით აღსრულება, მაშინ მეორე მოთხოვნაზე იპოთეკის შეწყვეტის საფუძვლები არ გვაქვს.
შენ როგორ ფიქრობ?
ივერიელი
Participant…………………….
-
AuthorPosts
