Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • Author
    Posts
  • #4344
    BLH
    Keymaster

    ამ თემაში განვიხილავთ მოგების გადასახადთან დაკავშირებულ საკითხებს: გადამხდელი სუბიექტები, დაბეგვრის ობიექტი, გადასახადისგან გათავისუფლების საფუძვლები და ა.შ.

    #28442

    მოგების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები

    მოგების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ვალდებული არიან გადაიხადონ მოგების გადასახადი. ესენი არიან:

    1. საქართველოს რეზიდენტი საწარმო;
    1. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან.

     

    #29181
    BLH
    Keymaster

    რა ითვლება საწარმოდ?

     

    საგადასხადო კოდექსის მიხედვით, საწარმოს წარმოადგენს:

     

    ა.საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირები (შპს, სს, სპს, კს და კოოპერატივი).   საწარმოს არ წარმოადგენს ინდ. მეწარმე.

     

    ბ.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებული ორგანიზაცია, რომელიც  ორიენტირებული არ არის მოგებაზე, მაგრამ მისი მიზნის შესასრულებლად იგი ახორციელებს გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას და ღებულობს შემოსავალს. ასეთი ორგანიზაცია ამ ნაწილში დაიბეგრება ისევე, როგორც საწარმო.

     

    მაგ: არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ბუნების დაცვას და ამავდროულად ყიდის სხვადასხვა პროდუქტს, თავისი საქმიანობის დაფინანსებისათვის. ამ შემთხვევაში პროდუქტით ვაჭრობის ნაწილში, ეს ორგანიზაცია განიხილება, ისევე, როგორც საწარმო.

     

    გ. უცხოეთის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კომპანიები, კორპორაციები, ფირმები, სხვა წარმონაქმნები მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა იურიდიული პირის სტატუსი.

     

    დ. მუდმივი დაწესებულება (იხ. საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლი)

     

    ე. გაერთიანებები, ამხანაგობები.

    #29182
    BLH
    Keymaster

    როგორ გავიჯნოთ რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოები?

    საქართველოს საწარმოდ ითვლება საწარმო, რომლის საქმიანობის ან/და მართვის ადგილი საქართველოშია.   ამდენად, წარმოადგენს თუ არა საწარმო საქართველოს საწარმოს (რეზიდენტს) უნდა განისაზღვროს მისი საქმიანობის ადგილისა ან/და მართვის ადგილის მიხედვით:

    საქმიანობის ადგილი:

    • სახელმწიფოს რეგისტრაციის ადგილი,
    • იურიდილი მისამართი,
    • ძირითადი საქმიანობის განხორციელების ადგილი,
    • საწარმოს მართვის ადგილი,
    • ამხანაგობების გაერთიანებების შემთხვევაში – ერთობლივი საქმიანობის მმართველი პირის საქმიანობის ადგილი.

    ეს ჩამონათვალი არის იერარქიული და საქმიანობის ადგილის დასადგენად  უნდა შევხედოთ ჯერ რეგისტრაციის ადგილს , თუ არ არის განსაზღვრული რეგისტრაციის ადგილი, შემდეგ კრიტერიუმს ვუყურებთ და ა.შ.

    მაგ: თუ კომპანია რეგისტრირებულია საფრანგეთში, თუმცა მართვის ადგილი აქვს საქართველოში, მისი საქმიანობის ადგილად ჩაითვლება საფრანგეთი.

     მართვის ადგილი:

    ფაქტობრივი მართვის ადგილი, სადაც დირექტორატი ახორციელებს მმართველობით ფუნქციას.

    •  თუ საწარმოს მართავს სხვა პირი – მმართველი საწარმოს საქმიანობის ადგილი ან მმართველი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილი.
    •  თუ საწარმოს არ აქვს მმართველობის ორგანო, ან მმართველობით ორგანოს არ აქვს საქმიანობის მუდმივი ადგილი, ან მმართველი უშუალოდ არ მართავს საწარმოს – ადმინისტრაციის, დირექციის, გამგეობის, ცენტრალური ბუღალტერიის ან სხვა მსგავსი ორგანოს საქმიანობის ადგილი.

    თუ დავადგენთ, რომ არც საქმიანობის და არც მართვის ადგილი საწარმოს არ აქვს საქართველოში, მაშინ იგი წარმოადგენს არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც მოგების გადასახადის გადამხდელია მხოლოდ იმ შემოსავლის ფარგლებში, რასაც იგი ღებულობს საქართველოს წყაროდან.

    მაგ: თუ დავადგენთ, რომ საწარმოს საქმიანობის ადგილია საფრანგეთში, ხოლო მართვის ადგილი საქართველოში. საწარმო ჩაითვლება საქართველოს რეზიდენტად, თუ საფრანგეთთან არსებულ ორმხრივ ხელშეკრულებაში სხვა რეგულაცია არ არსებობს.

    არარეზიდენტი საწარმო საქართველოში შემოსავალს შეიძლება ღებულობდეს, როგორც მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ასევე მუდმივი დაწესებულების გარეშე.

    მაგ: უცხოურ საწარმოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ფილიალი ან წარმომადგენლობა და მისი მეშვეობთ ღებულობდეს შემოსავალს. აღნიშნული ფილიალი წარმოადგენს მის მუდმივ დაწესებულებას.

    #29186

    მოგების გადასახადი დაბეგვრის ობიექტი

     

    მოგების დაბეგვრის ობიექტი სხვადასხვაგვარად გამოითვლება, ცალკეული სუბიექტების შემთხვევაში:

     

    1. რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრის ობიექტი

     

    რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრის ობიექტია, კალენდარული წლის (1 იანვრიდან- 31 დეკემბრამდე პერიოდი) განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალს გამოკლებული ამავე წლის კოდექსით ნებადართული ხარჯები.

     

    ერთობლივი შემოსავალი რეზიდენტი საწარმოს შემთხვევაში წარმოადგენს, როგორც საქართველოს წყაროდან, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავალი.

     

    1. არარეზიდენტი საწარმოს დაბეგვრის ობიექტი

     

    2.1. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით.

     

    ასეთი საწარმოს დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება, როგორც მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებული საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავლებს გამოკლებული ხარჯები.

     

    მაგ: საფრანგეთის რეზიდენტმა საწარმომ დააფუძნა ფილიალი საქართველოში. საწარმოს მთლიანმა შემოსავალმა კალენდარული წლის განმავლობაში შეადგინა 5 მილიონ ლარი, რომლიდანაც 1 მილიონი საქართველოს წყაროდან, საქართველოში არსებულ ფილიალთან იყო დაკავშირებული.

     

    მოცემულ შემთხვევაში საქართველოში დასაბეგრი ობიექტი გამოითვლება 1 მილიონს გამოკლებული საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები.

     

    2.2. არარეზიდენტი საწარმო, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივიდ დაწესებულების გარეშე.

     

    არარეზიდენტი საწარმოს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე.

     

    მაგ: საფრანგეთის რეზიდენტი კომპანია საქართველოს წყაროდან იღებს შემოსავალს 1 მილიონის ოდენობით, ხოლო ხარჯები შეადგენს 400.000 ლარს.. იგი ვერ გამოქვითავს ხარჯებს და მისი დაბეგვრის ობიექტი იქნება 1 მილიონი.

     

    მაგ: საფრანგეთის კომპანიას გააჩნია მუდმივი დაწესებულება საქართველოში, თუმცა საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი არ უკავშირდება მუდმივ დაწესებულებას, ასეთ შემთხვევაში ხარჯების გამოქვითვა არ მოხდება.

     

    1. არარეზიდენტი საწარმოს ქონების რეალიზაციის შემთხვევა

     

    არარეზიდენტი საწარმო, რომელიც ქონების რეალიზაციით იღებს სკ-ის 97.6-ე მუხლით განსაზღვრულ შემოსავალს, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, არის მოგების გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.

     

    მაგ: საფრანგეთის რეზიდენტ საწარმოს საქართველოში აქვს ნაყიდი ძვირადღირებული დანადგარები, რომლებიც არ არის დაკავშირებული მის მუდმივ დაწესებულებასთან. მათი რეალიზაციის შემთხვევაში ნამეტ თანხას გამოაკლდება, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.

     

    1. საერთაშორისო საავიაციო სატრანსპორტო კომპანიების განსხვავებული რეგულაცია 

     

    საავიაციო ტრანსპორტით მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისა და ტვირთების საერთაშორისო გადატანის განმახორციელებელი არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, დასაბეგრი მოგება განისაზღვრება საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, რომელიც იყოფა მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ (მთლიან) შემოსავალზე და მრავლდება მის მიერ მიღებულ დასაბეგრ მოგებაზე.

    #29188
    BLH
    Keymaster

    მოგების გადასახადის განაკვეთი

     

    მოგების გადასხადის განაკვეთი არის 15%, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „არსებული ხელშეკრულებების“ განხორციელების შედეგად ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მიღებული მოგებისა, რომელიც იბეგრება 10 პროცენტით, თუ ეს ხელშეკრულებები დადებულია 1998 წლის 1 იანვრამდე.

    #29189
    BLH
    Keymaster

    მოგების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათები

     

    საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლში განსაზღვრულია მოგების გადასხადისგან გათავისუფლებული შემოსავლების ამომწურავი ჩამონათვალი.

     

    მოგების გადასახადისგან თავისუფლდება:

     

    საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;

     

    ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;

     

    საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

     

    (და სხვა.. იხ. საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლი.)

Viewing 7 posts - 1 through 7 (of 7 total)
  • You must be logged in to reply to this topic.