Forum Replies Created

Viewing 10 posts - 411 through 420 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • ზოგადი ინფორმაცია დელიქტის შესახებ

    დელიქტი წარმოადგენს კანონისმიერი ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობის წყაროს, რაც გულისხმობს ერთი პირის (კრედიტორი) უფლებამოსილებას მეორე პირისგან (მოვალისგან) მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

    ზოგადად სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, მოვალისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება (ზიანის ანაზღაურების დაკისრება) შესაძლებელია, თუ არსებობს შემდეგი ოთხი ელემენტი: 1) მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. 2) ზიანი.  3) მიზეზობრივი კავშირი მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის. 4) მოვალის ბრალი.

    თუმცა არსებობს ისეთი საგამონაკლისო დელიქტები, რომლებიც ბრალისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარეშე ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას, ასეთია ე.წ. მომეტებული საფრთხის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. (მაგ: ელექტრო მოწყობილობიდან გამომდინარე ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი).

    in reply to: საოჯახო სამართალი #1724

    კი, თუ სასამართლო ჩათვლის, რომ სახეზეა მიზანმიმართულად “ქონებრივ სიდუხჭირეში” თავის ჩაგდება.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1721

    ალიმენტს, როგორ უნდა აარიდოს თავი, ალიმენტის დაკისრება კონკრეტული უძრავი ქონების საკუთრებაში ქონაზეა ხომ არაა დამოკიდებული? თანაც გააჩნია რა საფუძვლით გადააფორმა. თუ ნასყიდობა იყო, მაშინ გამოდის, რომ იმ ბინის საფასური მიიღო, ანუ იგივე ქონებრივ მდგომარეობაშია, რაც ბინის გაყიდვამდე.

     

    თუ ჩუქება მოახდინა, მაშინ შეგვიძლია ეჭვის ობიექტური საფუძვლით ვთქვათ, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა და იგი მხოლოდ მაქინაციის საშუალებით ცდილობს თავისი ქონებრივი სიდუხჭირე ხელოვნურად შექმნას.  

     

    ამდენად, ასეთ სიტუაციაში უნდა მოხდეს ალიმენტის დაკისრების საკითხის გარკვევა, ისევე, როგორც მოხდებოდა ბინა რომ არ გადაეფორმა ამ პირს.  

    in reply to: საოჯახო სამართალი #1717

    მე ვფიქრობ ალტერნატიული შემადგენლობა აქვს მაგ მუხლს, ანუ თითოეული ქმედება, რაც განსაზღვრულია მაგ მუხლში იწვევს სამართლებრივი შედეგის სახით მშობლის უფლების ჩამორთმევას.

     

    მაგ: კრეონიკული ნარკომანი თუა მშობელი ან თუ ვთქვათ იმდენად უხეშად ექვევა, რომ სხვა გზა არაა და უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება და ა.შ.

    in reply to: საოჯახო სამართალი #1712

    თუ ვერ იხდის, მაშინ ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა მოუხსნან, რადგამ ობიექტურად მისი ფინანსები არ აძლევენ საშუალებას გადაიხადოს ალიმენტი, რას ფიქრობ ამაზე?  

     

    ეს არის სკ-ის 1206-ე მუხლის მე-2 ნაწილი..   “მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ან რომლის შვილიც მიტოვებულადაა აღიარებული, ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.”  

     

    ერთი შეხედვით ალტერნატიული შემადგენლობებია, მშობლის უფლება-მოვალეობის ჩამორთმევისათვის საკმარისია ბავშვს უხეშად ექცეოდეს ან ქრონიკული ნარკომანი იყოს..  რას ფიქრობ შენ?

    in reply to: საოჯახო სამართალი #1708

    1205 -ე მუხლი მიუთითა თუ 1206-ე ?? წესით სწორი უნდა იყოს, რადგან მშობლის მოვალეობას არ ასრულებდა შვილის მიმართ, კერძოდ მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #1695

    სააღსრულებო წარმოების მხარეები- კრედიტორი და მოვალე და მათი უფლებამოსილებანი

     

    1. კრედიტორსა და მოვალეს უფლება აქვთ:

     

    ა) დაესწრონ აღსრულების მიმდინარეობას, გაეცნონ სააღსრულებო მასალებს, მიიღონ აუცილებელი ცნობები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციისა, რომლებიც შეეხება აღსრულებას;

     

     ბ) მორიგდნენ;

     

     გ) იდავონ ქონების კუთვნილებაზე ან მის ფასზე;

     

    დ) აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგინონ რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენით დაინტერესებული პირები;

     

    ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან (იხ. 183-ე მუხლი) − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

     

    ვ) გაასაჩივრონ საჩივართან დაკავშირებით მიღებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

     

    2. კრედიტორი და მოვალე აღსრულების პროცესში მორიგების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცემენ მორიგების შესახებ წერილობით შეთანხმებას, რომელსაც იგი დღის ვადაში სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების საკითხის გადასაწყვეტად უგზავნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება, ხოლო თუ აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს ერთზე მეტი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიებზე – ერთერთ სასამართლოს.

     

    3. კრედიტორს და მოვალეს უფლება აქვთ, აღსრულების გადადების, განწილვადების შესახებ ან აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების თაობაზე მიმართონ სასამართლოს.

     

    4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.

     

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2014

    გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე დაყდნობით, როგორც ჩანს სხვა მსჯელობის განვითარებაც შეიძლება. ერთი დიდი პალატის გადაწყვეტილება უნდა ამაზე ჩემი აზრით.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2006

    უძრავი ქონების მიღება მემკვიდრეობით

     

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N- ას-263-244-10, ეხება ისეთ გარემოებას, როცა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, (მათ შორის უძრავი ქონება), მაგრამ რეგისტრაცია ვერ მოასწრო რეესტრში და გარდაიცვალა.

     

    “კონკრეტულ შემთხვევაში დავის შინაარსი უკავშირდება მცხეთის რაიონში, სოფ. დიღომში მდებარე უძრავ ქონებას.  აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული წესით უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს უძრავი ნივთების საკუთრების შეძენის წესს. ამდენად, უძრავი ნივთის მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში, მასზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც არ განხორციელებულა. ამ დანაწესების დაცვის შემთხვევაში მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად.

      

    სადავო სამკვიდრო მოწმობის პერიოდში მოქმედი «სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის ინსტრუქციის» 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის მე-40-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტაცია. კონკრეტულ შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მითითებული ინსტრუქციის მე-40 მუხლის «ა» ქვეპუნქტი). ამდენად, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ მ. შ-იას მიღებული ჰქონდა ს. შ-იას სამკვიდრო, ის ფაქტი, რომ მის სახელზე ეს ქონება არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, უთითებს იმაზე, რომ მას არ შეუძენია ამ ქონებაზე საკუთრების უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სამკვიდრო მოწმობის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.”

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #1914

    დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მემკვიდრეობით გადაცემა

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N-ას-1169-1115-2013

    უზენაესი სასამართლოს მოცემული გადაწყვეტილების მიხედვით, უძრავი ქონება შედის სამკვიდრო მასაში, იმის მიუხედავად მამკვიდრებლის საკუთრების უფლება არის თუ არა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

    „სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან ბინათმშენებლობის კოოპერატივ „ძმობას“ მეპაიე წევრი იყო ქ. ა-ე, რომელსაც 1992 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სადავო ბინის ღირებულება მთლიანად გადახდილი ჰქონდა, მან ამ ბინაზე მოიპოვა საკუთრების უფლება. შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე კანონით მოპოვებული საკუთრების უფლება შევიდა აწ გარდაცვლილი ქ. ა-ის სამკვიდროში.

    სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატა არ დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ქ. ა-ეს სადავო ბინაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში  არ დაურეგისტრირებია, ამდენად, აღნიშნული უფლება სამკვიდრო მასაში არ შესულა.

    სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული საკითხის თავისებურების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში საკუთრების უფლების წარმოშობა არ შეიძლება დაუკავშირდეს მხოლოდ საჯარო რეესტრის ინსტიტუტს. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ქ. ა-ემ მოიპოვა თავისი საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის უფლება.“

     

Viewing 10 posts - 411 through 420 (of 449 total)