Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
ივერიელი
Participantამ საკითხზე უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაა არსებობს (გადაწყვეტილებები: ას- 254-239-2010, ას-39-38-10 და ა.შ)., რომელთა მიხედვითაც:
“ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე. ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, მაგრამ ისინი ერთმანეთთან ისეა დაკავშირებული, რომ ქმნის სოლიდარულ ვალდებულებას.”
თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკითხის ასე გადაწყვეტა არ არის სწორი, რაზეც წინა პოსტებში უკვე დავწერე, კერძოდ, თუ ზიანი დადგა არა ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან, არამედ მძღოლის ბრალეული ქმედებების შედეგად, სკ-ის 999-ე მუხლის გამოყენება გამოირიცხება და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს 992-ე მუხლის საფუძველზე, რადგან მძღოლის ბრალეული ქმედება არ წარმოადგენს მომეტებული საფრთხის რეალიზაციას და ასეთ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებები სცილდება სკ-ის 999-ე მუხლის შემადგენლობას.
ივერიელი
Participantსაბოლოო ჯამში ყველაფერი რაც დაიწერა აქ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული “მფლობელი” არის არამხოლოდ მესაკუთრე, არამედ ასევე მართლზომიერი მფლობელიც (155.1-ე მუხლის გაგებით)
ხოლო 999.4-ე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრული პირები არიან 155.2-ე მუხლით განსაზღვრული პირები (ასევე მეგობრული ან ჯელტმენური ხელშეკრულებით ავტოტრანსპორტის მფლობელი პირები), ასევე თუ სასამართლო პრაქტიკას დავუჯერებთ თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მფლობელები.
ივერიელი
Participantანუ საკითხი დგას შემდეგში, შეიძლება თუ არა მძღოლი, რომელიც თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე ფლობს ავტომობილს, იყოს 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მფლობელი?
შეიძლება ითქვას, რომ თუ სასამართლომ მსგავს შემთხვევაში ჩათვალა, რომ მძღოლი არის 999.4-ე მუხლის მესამე წინადადებით გათვალისწინებული პირი, მაშინ იგი ვერ იქნება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებული მფლობელი, ანუ ერთი გამორიცხავს მეორეს.
თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე უკვე და ევროპული/გერმალური დოქტრინის მიხედვით, თუ მესაკუთრე ავტოტრანსპორტს რამდენიმე დღით გადასცემს სხვა პირს, ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი არ ჩაითვლება 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ მფლობელად… და სავარაუდოდ სწორედ ეს შინაარსი დევს 999.4-ე მუხლის მესამე წინადადებაში… მაგრამ თუ მძღოლი გრძელვადიანად ფლობს აღნიშნულ ავტოტრანსპორტს, ვფიქრობ იგი უნდა ჩაითვალოს 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ მფლობელად, თუმცა ზემოთ მოყვანილ საქმეში სააპელაციო სასამართლომ თხოვების საფუძველზე არსებული მფლობელი არ ჩათვალა, სკ-ის 999.1-ე მუხლში განსაზღვრულ ავტომობილის მფლობელად.
ივერიელი
Participantდავამატებ გერმანული Straßenverkehrsgesetz – ში მფლობელის (keeper-ის) ცნების შესახებ.
გერმანლი დელიქტური სამართლის მიხედვით მანქანის “მფლობელი” არის მისი მესაკუთრე და ასევე ის პირი, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ფლობს მანქანას (მაგ: დამიქრავებელი), თუმცა პირი, რომელმაც რამდენიმე დღით ითხოვა მანქანა არ წარმოადგენს “მფლობელს” . (იხ. Cees Van Dam, European tort law 362-ე გვ.)
ივერიელი
Participantავარიიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება
მოკლე შეჯამებას გავაკეთებ სკ-ის 999-ე მუხლთან დაკავშირებით და შემდეგ პოსტში უკვე განვიხილოთ ევროპული სამართლით როგორაა დარეგულირებული ეს საკითხი.
მოკლედ როცა ავტომობილით ხდება პირისთვის ზიანის მიყენება, ისე რომ სახეზე არ არის ზიანის მიმყენებლის ბრალი, მოქმედებს 999-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ასეთი ზიანისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომობილის მფლობელს. ეს შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე, ისე დამქირავებელი, მოიჯარე და ა.შ…. (ეს არის ზოგადი წესი).999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, შესაძლებელია მფლობელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ზოგადი წესის მიხედვით, როცა ავტომობილით სარგებლობდა სხვა პირი მფლობელის ნებართვის გარეშე და ეს სარგებლობა გამოწვეულია მფლობელის ბრალით (მაგ: ღია დატოვა მანქანის კარები ავტომობილის მესაკუთრემ, რომელიც გაიტაცეს ორმა თინეიჯერმა და მიაყენეს ზიანი გზაზე გადამსვლელ ქვეითს) ან როცა ავტომობილის ექსპლუატაციას ახორციელებს მოსარგებლე სსკ-ის 155-ე მუხლის მე-2 ნაწილის გაგებით.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მფლობელს არ ეკისება პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მომეტებული საფრთხის შედეგად დამდგარი ზიანის გამო, როცა პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე (მაგ: ქურდი იპარავს მანქანას და ბრალის გარეშე ამ მანქანით ზიანს აყენებს ქვეითს)
ივერიელი
Participantავარიის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
კარგი კაზუსია, ეხება სატრანსპორტო საშუალებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. მოდი პუნქტობრივად განვიხილოთ:
1. დავიწყოთ E-ს მოთხოვნიდან, მას მიადგა ზიანი ავარიის შედეგად. (ავტომობილის დაჯახების შედეგად)..
რისი მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს და ვისგან?
E-ს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შეიძლება ჰქონდეს N-ისგან სამოქალაქო კოდექსის 999.1-ე მუხლის ან 992-ე მუხლის მიხედვით.
ა. განვიხილოთ 999-ე მუხლით მოთხოვნის უფლების შესაძლებლობა
სკ-ის 999.1-ე მუხლის მიხედვით: “მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.”
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის სატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობას ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ას- 254-239-2010, რომლის მიხედვითაც, სსკ-ის 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მფლობელად მიიჩნევა პირი, რომელიც იურიდიული საფუძვლით ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. (მაგ: მესაკუთრე, დამქირავეელი, მოიჯარე).
სკ-ის 999.1-ე მუხლში გამოყენებულია ტერმინი “მფლობელი” და არა ტერმინი “მესაკუთრე”, შესაბამისად კანონმდებელი 999.1-ე მუხლით განსაზღვრულ პირში არ გულისხმობს მხოლოდ მესაკუთრეს. მეორეს მხრივ რა არის ამ მუხლის მიზანი? განსაზღვროს პასუხისმგებელი პირი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის.ავტომობილის ექსპლუატაციისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ის პირი, რომლის ფაქტობრივ ბატონობაშიც იმყოფება ავტოტრანსპორტი, რადგან მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება ავტომობილის გამოყენება და იგი აგებს პასუხს ავტომობილიდან წარმოშობილი საფრთხისათვის, როგორც ავტომობილის “მებატონე”, ანუ მასზე პასუხისმგებელი პირი. ანალოგიური პოზიციაა გაზიარებული აღნიშნული მუხლის კომენტარებშიც.
ამდენად 999-ე მუხლის მიხედვით N ითვლება A-ს კუთვნილი ავტომობილის მფლობელად, რადგან მას ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს მისგან მიღებული მფლობელობაში აღნიშნული ავტომობილი და სწორედ იგია ვალდებულია აანაზღაუროს ავტომობილის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანი სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
ბ. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით მოთხოვნის შესაძლებლობა..
999-ე მუხლით განსაზღვრული სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან განსხვავებით, 992-ე მუხლის შემთხვევაში უნდა გვქონდეს ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (999-ე მუხლის დროს გვაქვს მხოლოდ მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე ზიანი, არც მართლწინააღმდეგობა და არც ბრალი არ არის სახეზე).
ამდენად თუ დამტკიცდება, რომ N-ის მიერ E-ს მანქანის დაზიანებისას (მოცურებისას) N-ის მხრიდან მოხდა ტარების წესების დარღვევა და ზიანი გამოწვეულია არა მომეტებული საფრთხის წყაროდან გამომდინარე საფრთხიდან, არამედ N-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან, მაშინ 999-ე მუხლის ვერ გამოვიყენებთ და პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად.
2. დაუძლეველი ძალა, როგორც N-ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე N-ი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ დამტკიცდება, რომ ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის ფარგლებში… ამასთან დაკავშირებით საინტერესოა უზენაესის სასამართლოს შემდეგი გადაწყვეტილებები: ას-494-463-2010 №: ას-64-61-2012 ; №: ას-95-90-2013 ; №: ას-1657-1554-2012), რომელთა მიხედვითაც:
“სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა უნდა გამოირიცხოს, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ სხვა გარე ფაქტორების ზემოქმედებით და არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე. პასუხისმგებლობის მთლიან ან ნაწილობრივ გამომრიცხველ გარემოებად უნდა ჩაითვალოს როგორც დაუძლეველი ძალა (სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი), ასევე დაზარალებულის ბრალი.”
ივერიელი
Participantთუ აღქმული აქვს, რომ ეზოში ძაღლია და მას საფრთხე ემუქრება და მაინც შედის ამ ეზოში, მაშინ მისი ბრალის მოცულობა გაიზრდება სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მიზნებისათვის, თუმცა გარკვეული პასუხისმგებლობა შეიძლება მაინც დაეკისროს ძაღლის მესაკუთრეს, თუნდაც იმის გამო, რომ ძაღლი არ იყო დაბმული, ან კარები არ იყო დაკეტილი და ა.შ.პასუხისმგებლობა დაეკისრება თუ არა მესაკუთრეს დამოკიდებულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე..
ერთ მაგალითს მოვიყვან უცხოური დოქტრინიდან, სადაც შერეული ბრალით მოხდა კვალიფიკაცია:
A და B პარკში ასეირნებდნენ ძაღლებს, ორივეს ძაღლი დაუბმები იყო და არ ჰქონდათ პირსაბმელები… ძაღლებმა დაიწყეს ჩხუბი და B-მ გაშველების დროს მიიღო სხეულის დაზიანებები… ამ შემთხვევაში B-ს ზიანთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა განაწილდა A-ზეც, რადგან მიუხედავად იმისა, რომ B-ც არღვევდა წინდახედულობის ნორმებს, A-ს თავისი წილი პასუხისმგებლობა მაინც უნდა დაეკისროს მისი ბრალის შესაბამისად.
ივერიელი
Participantგამქირავებლის მიერ ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯი
(სუსგ. № ას-421-735-09)
სამოქალაქო კოდექსის 545-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამქირავებელი ვალდებულია, დამქირავებელს აუნაზღაუროს ნივთზე გაწეული აუცილებელი ხარჯები. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელ ხარჯად ითვლება დამქირავებლის მიერ გაღებული არა ყველა, არამედ — მხოლოდ ისეთი ხარჯი, რომლის გაწევაც ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში მოსაყვანად არის აუცილებელი.
ამავე კოდექსის 532-ე მუხლი გაქირავებული ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულებას აკისრებს გამქირავებელს. კოდექსის 535-ე მუხლის შესაბამისად, გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამქირავებლის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯების აუცილებლად მიჩნევის საფუძველი და ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც სახეზეა ნივთის ხელშეკრულებით სარგებლობისათვის არავარგის მდგომარეობაში არსებობა, ანუ ისეთი ვითარება, როდესაც ნივთის მდგომარეობა არ იძლევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის განხორციელების შესაძლებლობას.
ივერიელი
Participant@Edika said: ყურადღება რომ არ მიაქცია იმას რაც ობიექტურად შესამჩნევია და დაარღვია წინდახედულობის ნორმები მაგაშია საქმე.
დაზარალებულის დაუდევრობა არ ათავისუფლებს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ძაღლის მესაკუთრეს, რომელმაც თავის მხრივაც გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, რაზეც წინა პოსტში ვისაუბრე… ამიტომაც სახეზეა შერეული ბრალი 415-ე მუხლის გათვალისწინებით.
ივერიელი
Participantმხოლოდ ამ წარწერის გაკეთება რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა აუცილებელი ზომის მიღებად? იქნებ ვერ დაინახა ამ ადამიანმა ეს წარწერა ან დაინახა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.. რატომ არის ავი ძაღლის სამყოფელი ასე მარტივად მისაწვდომი ქუჩიდან შემოსული ადამიანისათვის? ის გარემოება, რომ წარწერა გააკეთე არ ათავისუფლებს მას სხვა ზომების მიღებისაგან, მაგ: სპეციალური საკეტის გაკეთებისგან, რომელიც აღკვეთავს მსგავს ფაქტებს. რომ ყოფილიყო მსგავსი საკეტი, ხომ არ დადგებოდა აღნიშნული ზიანიც.
-
AuthorPosts
