Forum Replies Created

Viewing 10 posts - 261 through 270 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • @Edika said: ას-95-90-2013. სასამართლომ დაადგინა რომ პირი მოქმედებდა ბრალეულად მართლსაწინააღმდეგოდ და 992 მუხლთან ერთად მიუთითა 999 მუხლზე. ამავე დროს დაზარალებულის მხრიდანაც იყო ბრალეული (გაუფრთხილებლობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის  გამოც პასუხისმგებლობა გადანაწილდა 415 დადგენილი წესით 60 პროცენტი მძღოლზე, ხოლო 40 პროცენტი დაზარალებულზე.

     

    გუშინ ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა დამეწერა… მოკლედ ერთგვაროვანი პრაქტიკა გვაქვს, რომ როცა ავტომობილის მძღოლი ბრალეულად მოქმედებს, შესაძლებელია “მფლობელის” პასუხისმგებლობის დაყენება 999-ე მუხლის საფუძველზე და მძღოლის პასუხისმგებლობის დაყენება 992-ე მუხლის საფუძველზე. ეს მიდგომა მე არ მომწონს და ახლა დავწერ ჩემ არგუმენტაციას:

     

    წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ირაკლის ყავს მანქანა, რომელზეც მან დასვა მძღოლი. მსგავს შემთხვევაში მძღოლმა, რომ დააზიანოს ბრალეულად “ჭ”, ეს უკანასკნელი ვერ მოსთხოვს მძღოლს ზიანის ანაზღაურებას, რადგან მძღოლი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს (ზემოთ თქმულიდან გამომდინარე), ასევე იგი ვერ მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას “მფლობელს” 999-ე მუხლით, რადგან არ გვაქვს 999-ე მუხლის შემადგენლობა. (ზიანი არ არის დამდგარი მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან)…

     

    ჩდება კითხვა, თუ ვისგან ექნება დაზარალებულს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით??

     

    ამ შემთხვევაში მძღოლი წარმოადგენს სკ-ის 155.2-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს და მის მიერ მანქანის ტარების დროს მიყენებული ბრალეული ზიანისათვის პასუხს აგებს “მფლობელი” სკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე. (შეიძლება 997-ე მუხლზეც მითითება)..

     

    სამოქალაქო კოდექსის 728-ე მუხლის მიხედვით “მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე”. თან მინდობილი მესაკუთრე თავისი სახელით მოქმედებს და არა მესაკუთრის სახელით, იგი არა მხოლოდ ფაქტობრივად ფლობს მესაკუთრის ქონებას, არამედ განკარგავს მას და ბატონობს მასზე, ამიტომაც 155.2-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, ჩემი აზრით ვერ ხვდება. ამიტომაც იგი შეიძლება მივიჩნიოთ 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ “მფლობელად”.. თუმცა მისი პასუხისმგებლობის შემთხვევაში მას ექნება რეგრესიულად მოთხოვნის უფლება მესაკუთრისგან.

    @Edika said: კომენტარის მიხედვით, გამოდის, რომ  დაზარალებულის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი თუ დადგა ზიანი, ისე რომ ტრანსპორტის მფლობელს არ შეეძლო ზიანის თავიდან აცილება ამ შემთხვევაშიც მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა?

     

    თუ ზიანი დადმგარია მხოლოდ დაზარალებულის ბრალეული ქმედების გამო და სახეზე არ გვაქვს მომეტებული საფრთხის რეალიზაცია, მაშინ მხოლოდ დაზარალებული იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული შემთხვევისათვის, ეს გამომდინარეობის იქიდან, რომ 999-ე მუხლის შემადგენლობა არ გვაქვს და ზიანის დადგომა მიზეზობრივ კავშირშია მხოლოდ დაზარალებულის ქმედებასთან.

     

    სხვაგვარი იქნება სიტუაცია, როცა ზიანი დამდგარია ერთი მხრივ დაზარალებულის ბრალით და მეორე მხრივ მანქანის მომეტებული საფრთხის რეალიზაციით. ამ შემთხვევაში 415-ე მუხლით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. იგივე შემთხვევაა, როცა ავტომანქანის მძღოლის ბრალი გვაქვს სახეზე, დაზარალებულის ბრალთან ერთად.

     

    ანუ ამის მიხედვით გამოდის რომ დაუშვათ თუ ა-ს დაეჯახა ბ, რის გამოც ა-მ დააზიანა გ ინერციით, ამისათვის ა-ს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (რაც ამართლებს ჩემ პოზიციას რომ ა-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა).

     

    კი, მასე გამოდის, ამ შეხედულებას თუ გავიზიარებთ, მაგრამ ზემოთ მოცემული განმარტება კომენტარებიდან არ მოდის თანხვედრაში ამ აზრთან.

     

    ფორსმაჟორული შემთხვევა შეიძლება იყოს როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ხასიათიხ. ობიექტური, მაგალითად ბუნებრივი მოვლენები – მიწისძვრა მეწყერი და ა.შ. სუბიექტურია რომელიც მაქსიმალური ძალისხმევის შედეგადაც არ შეიძლებოდა შედეგის თავისდან აცილება.

    ხოდა, ეს შემთხვევა გამოდის სუბიექტური ფორსმაჟორული მდგომარეობა, მაგრამ კომენტარის ჩანაწერი, რაც ზემოთ დავწერე ეწინააღმდეგება ამ აზრს.

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #29077

    ქირავნობის მოშლა ქირის გადაუხდელობის გამო

    ზოგადი წესის თანახმად, დამქირავებელმა ქირა უნდა გადაიხადოს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას, თუმცა მხარეებს შეუძლიათ სხვაგვარად განსაზღვრონ ქირის გადახდის წესი. ყველაზე უფრო ხშირია ყოველთვიური ქირის განსაზღვრა.

    როდესაც განსაზღვრულია ყოველთვიური ან სხვა პერიოდულობით გადასახდელი ქირა, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.

    ქირავნობის მოშლა წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქირავნობა მოშლილად ითვლება, როდესაც დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვლის განმავლობაში, გამქირავებელმა ნება გამოხატა მოეშალა ქირავნობა და აღნიშნული ნება მიუვიდა დამქირავებელს, ამავდროულად დაცული უნდა იყოს ხელშეკრულების მოშლის სამ თვიანი ვადა.

    მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრულ ქირის გადაუხდელობის გამო ქირავნობის მოშლის სხვაგვარი წესი.

    მოშლის შემთხვევაში გამქირავებელს შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.

    ამის საწინააღმდეგოდ აი ასეთი ჩანაწერია კომენტარებში: “თუ სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებისას დაზარალდნენ მესამე პირები(ფეხით მოსიარულე, მგზავრები და ა.შ.) პასუხისმგებლობა ეკისრება შეჯახებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს სოლიდარულად, მიუხედავად თუ ვისი ბრალი იყო შეჯახება.”

    აი როგორ მიდგომაა  ამ საკითხზე გერმანულ სამათალში (DCFR 3532-3533 გვ.) :

     

    “Liability is precluded when the damage results from force majeure (StVG & 7 (2) ). Force majeure denotes an extraordinary external event which is caused by a supervening natural event or by the actions of third parties (external) and which, according to human perceptions and experience, amounts to an unavoidable event. this event can neither be avoided by the exercise of the utmost care to be expected under the circumstances and employing commercially viable means nor predicted on the basis of its frequency of occurrence.”

     

    ანუ თუ “ა” მანქანას ეჯახება “ბ” მანქანა და შემდგომ “ა” მანქანა აზიანებს “გ”-ს, ხოლო ზიანის თავიდან აცილების აღკვეთა შეუძლებელი იყო, მსგავს შემთხვევაში ითვლება, რომ სახეზეა ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქმედებისაგან. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მსგავსი მიდგომა?

     

    ქმედება არაფერ შუაში არაა, სკ-ის 999-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დგება შემდეგი ელემენტების არსებობის შემთხვევაში:

     

    1. მომეტებული საფრთხის რეალიზაცია – რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე პირის ქმედებასთან, არამედ თვითონ სატრანსპორტო საშუალების თვისებებიდან გამომდინარე, უკონტროლო მოვლენაა, რომლის კონტროლის შესაძლებლობაც ადამიანებს არ აქვს, ამიტომაც ეწოდება მომეტებული საფრთხე.

     

    2. ზიანი- ზიანის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი არ დგება.

     

    3. მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და მომეტებული საფრთხის რეალიზაციას შორის.

     

    როგორც ვხედავთ, სკ-ის 999-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის არც მართლწინააღმდეგო ქმედებაა აუცილებელი და არც პირის ბრალეულობა, რაც დამახასიათებელია ზოგადად დელიქტებისათვის.

    @Edika said: A მოძრაობდა თავის საავტომობილო გზაზე, რომელსაც უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალი B დაეჯახა. დაჯახების შედეგად ინერციით A შეასკდა მის წინ მიმავალ C-ს. აქვს თუ არა C-ს A-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 999 მუხლის საფუძველზე?

     

    ჩვენი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც A-ს ისე B-ს, თუმცა ჩემი აზრით “A”-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან ზიანი დადგა ისეთი გარე ფაქტორების შედეგად, რაც არ არის დაკავშირებული ავტომობილის მომეტებული საფრთხის რეალიზაციასთან, კერძოდ ზიანი დადგა “B”-ს ქმედების შედეგად, ანუ სახეზეა ფორსმაჟორი, რაც გამოწვეულია მესამე პირის არამართლზომიერი ქმედებით.

    @Edika said: საინტერესოა ზუსტი სამართლებრივი საფუძვლის მითითება ამ შემთხვევაში რომ დაზარალებულის ბრალი გამორიცხავს ავტომანქანის მფლობელის პასუხისმგებლობას. რას იტყვი? რომელია ასეთი სამართლებრივი საფუძველი?

     

    სკ-ის 394-ე მუხლის პირველ ნაწილი შეიძლება გამოვიყენოთ

     

    “მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.”

    @Edika said: ახლა კიდევ ერთი საკითხი. 999 მუხლში მართალია საუბარია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე, მაგრამ დაუშვათ ზიანი დადგა დაზარალებულის განზრახი მოქმედების (წინ გადაუხტა ისე რომ ავტოს მფლობელის ბრალი არ არის დამდგარი ზიანი) შედეგად. რა ხდება ამ დროს?

     

    ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითად ას- 494-463-2010)  , რომლის მიხედვითაც მფლობელი (999.1-ე მუხლის გაგებით) არ არის პასუხისმგებელი ზიანისთვის, თუ ზიანი დადგა მართალია ავტოტრანსპორტის ექსპლოატაციისას, მაგრამ არსებობს დაზარალებულის ბრალი (ან დაუძლეველი ძალა უნდა იყოს, რაზეც N-3091-ე პოსტში დავწერე უკვე)

     

     

Viewing 10 posts - 261 through 270 (of 449 total)