Forum Replies Created

Viewing 10 posts - 251 through 260 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • სესხის ხელშეკრულების წარმოშობა

    სესხის ხელშეკრულება წარმოშობილად ითვლება თუ არსებობს შემდეგი ელემენტების ერთობლიობა: სესხის ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით და გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს სესხის საგანს.

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #1654

    ვერ დაგეთანხმები, დელიქტის გამოყენება არ არის საჭირო მოცემულ შემთხვევაში, რადგან სახეზეა სპეციალური შემთხვევა, რაზეც პირდაპირ საუბრობს 982-ე მუხლი და უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ამას ადასტურებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  (ას-1136-1067-2012 ), სადაც “ა”-მ გაასხვისა “ბ”-ს კუთვნილი წილი თანასაკუთრებაში. სასამართლომ განმარტა:

    “ამ ნორმით (982-ე მუხლი) გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. მსგავსად შესრულების კონდიქციისა, გათანაბრების მოთხოვნის ოდენობის დადგენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომლის ანალიზის თანახმად, მიღებული სარგებელის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში (სარგებელი „გახარჯულია“ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განსხვისებით), მიმღებმა უნდა დააბრუნოს მისი ღირებულება (ამ შემთხვევაში მიღებული თანხის ნახევარი).”

    სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მიხედვით კი:

    “თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.”

    in reply to: უსაფუძვლო გამდიდრება #1637

    სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

    „პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის,გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.“

    ეს მუხლი ძირითადად ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა არაუფლებამოსილი პირი განკარგავს სხვის გვაროვნულ ნივთს (მაგ: 100 ტონა კარტოფილს) ან როცა იგი განკარგავს სხვის ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს (ისეთ ნივთს რომელიც ბუნებაში ერთადერთია, მაგ: “A”-ს ბებიის მიერ დატოვებული ოქროს ბეჭედი) და ეს განკარგვა ნამდვილია.

    მაგ: „A“ ყიდის „B“-ს კუთვნილ როიალს 3.000 ლარად, რომლის საბაზრო ფასია 10.000 ლარი. მყიდველი კეთილსინდისიერია, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არის ნამდვილი, ხოლო მესაკუთრეს ისღა დარჩენია სკ-ს 982-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მას შეუძლია „A“-ს მოთხოვოს არა მხოლოდ 3.000 ლარი (ის ფასი რამდენად გაყიდა მან აღნიშნული ნივთი), არამედ როიალის ღირებულება- 10.000 ლარი (ის ფასი რაც ეს როიალი ღირდა).

    თავისი ბუნებით 982-ე მუხლში განსაზღვრული “ზიანი” წარმოადგენს კონდიქციური (უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე) ვალდებულებისთვის დამახასიათებელ მოვლენას და არა დელიქტური ზიანის ანაზღაურებას. მოცემული მაგალითის მიხედვით, უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტის გამოყენება, შესაბამისად “B”-ს ექნება არა მხოლოდ “A”-ს მიერ მიღებული სარგებლის – 3.000 ლარის, არამედ მთლიანად როიალის ღირებულების 10.000 ლარის მოთხოვნის უფლება.

    ამასთან საინტერესო რას ფიქრობს ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამ კუთხით საინტერესოა  გადაწყვეტილება № ას-472-448-2013, რომელშიც სასამართლო განმარტავს:

    „ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლით, კერძოდ, განსახილველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

    განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს  გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

    აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით.

    იმის გათვალისწინებით, რომ ი. კ-ის მიერ ნ. ა-ის საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო, ამ უკანასკნელმა დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას  უფლებას აძლევს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.“

    ასეთ შემთხვევაში 999-ე მუხლი უნდა გამოვიყეენოთ პირდაპირ და “ა” იქნება პასუხისმგებელი, ხოლო “ბ”-ს პასუხისმგებლობა ვერანაირად ვერ დადგება, თუნდაც, რომ მისი ბრალი იყოს ზიანის დადგომაში (ბრალის შემთხვევაში 997-ე მუხლით უნდა მოხდეს “ა”-ს პასუხისმგებლობა).

    @Edika said: ხო მაგრამ ა პასუხს აგებს 999 მუხლის ფარგლებში და არა 997-ე მუხლის ფარგლებში არა? 997-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელია ბრალი.

     

    კარგი საკითხი წამოჭერი. საქართველოს რეალობაში თუ გადმოვიტანთ ამ შემთხვევას, იმის გათვალისწინებით, რომ DCFR-ისგან რადიკალურად განსხვავდება ამ კუთხით 997-ე მუხლი და პირდაპირ წერია, რომ დამსაქმებელი პასუხისმგებელია მხოლოდ დასაქმებულის ბრალეული  და მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, აქედან გამომდინარე 997-ე მუხლით ვერ მოხდება “ა”-ს პასუხისმგებლობა.  

     

    ამავდროულად მისი პასუხისმგებლობა არც 999-ე მუხლით უნდა მოხდეს, რადგან   “ა” არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში ავტოტრანსპორტის “მფლობელს” 999.1-ე მუხლის მიხედვით და აქედან გამომდინარე მისი პასუხისმგებლობა 999-ე მუხლის საფუძველზე ვერ დადგება. სხვა ვითარება იქნებოდა იმ შემთხვევაში,  როცა მანქანა “ა”-სი იქნებოდა.  

    ეგრეც არის  997-ე მუხლი არის ზოგადი რეგულაციის მქონე, ხოლო 1005-ე მუხლი სპეციალური და ვინაიდან 1005-ე მუხლი სპეციალური ნორმაა და უფრო სპეციფიკურად არეგულირებს ამ საკითხს ამიტომაც უნდა გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი, სახელმწიფო მოსამსახურეთა მიმართ.

     

    ახლა წარმოიდგინე სულ რომ არ არსებობდეს ეს 1005-ე მუხლი… ამ შემთხვევაში 997-ე მუხლით მაინც იქნებოდა შესაძლებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაყენება მისი მუშაკის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შემთხვევაში,(როცა ზიანის მიყენება არ ხდება საჯარო ფუნქციების შესრულების ფარგლებში) ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო, როგორც ჩვეულებრივი კერძოსამართლებრივი პირია, რომელსაც აკისრია კანონისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულებები.

     

    სწორედაც, რომ მაგას ნიშნავს.. როცა “ა” პირი იყენებს “ბ” პირს თავის საქმიანობაში, მის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში მიყენებული ზიანი სხვისთვის, უტოლდება “ა”-ს მიერ ზიანის მიყენებაზე. აქ პრაქტიკულად წარმომადგენლობასთან გვაქვს საქმე და ზოგადი წესებით, როგორც წარმომადგენელი-წარმოდგენილის ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #3203

    გეთანხმები სამკვიდროდან გამოყოფაზე.. პრინციპში, ვერც დაამტკიცებს, რომ სამკვიდროდან გამოყოფაა, მაგრამ რომც დაამტკიცოს არაფერს ცვლის ეს გარემოება..

     

    რაც შეეხება თხოვებას.. ცოტა რთული საკითხია, ჯერ ის, რომ ძნელია დამტკიცდეს, რომ სახეზე იყო თხოვება და არა ჩუქება/ან სხვაგვარად ნივთის საკუთრებაში გადაცემა და მეორე მხრივ თხოვების ხელშეკრულებით ნივთის ფლობა არ ნიშNავს პირდაპირ, რომ სამკვიდროს მიღება მოხდა ფაქტობრივი ფლობა/მართვით.. თუმცა თუ დაამტკიცდა, რომ თხოვების ხელშეკრულებასთან გვქონდა საქმე, მაშინ ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადგენად, რადგან პირის გარდაცვალების შემდეგ ხდება ნივთის ფლობის გაგრძელება და გარკვეული პრეზუმფცია იქმნება, რომ ფლობის გაგრძელება წარმოადგენს სამკივდროს მიღებას.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #3200

    @Edika said:
    თუ აჩუქა, მაშინ გარდაცვალება არ უშლის ხელს ჩუქებას და ნაჩუქარი ქონების ფაქტობრივად დაუფლება არ ნიშნავს სამკვიდროს მიღებას.

    ზუსტად არ მახსოვს მუხლი ნების გამოვლენაზე გავლენას არ ახდებს გარდაცვალება. შესაბამისად თუ გარდაცვალების შემდეგ გადაეცა დასაჩუქრებულს ეგ უკვე ჩუქებას ნიშნავს.

    მოეშვი ამ ჩუქებას ერთი წუტი.. შეიძლება ათხოვა ან გამოუყო სამკვიდროდან, როგორც მემკვიდრეს.. და ა.შ.  ჩამოვწეროთ ყველაზე სავარაუდო შემთხვევები.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #3197

    ჩათვალე, რომ მეტი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.. ამ მონაცემების საფუძველზე რა ვარიანტები არსებობს ჩამოვაყალიბოთ?

Viewing 10 posts - 251 through 260 (of 449 total)