Forum Replies Created

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 449 total)
  • Author
    Posts
  • ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულებიდან მოშლა

    ზოგადად ხელშეკრულების დადებისთანავე მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უფლებამოსილნი არ არიან ცალმხრივად უარი თქვან ხელშეკრულებაზე (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევიბსა).

    შემდგომ პოსტებში განვიხილავთ სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით, როგორც შემკვეთის მხრიდან, ისე მენარდის მხრიდან, ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ვალდებულების დარღვევის პირობებში, ასევე ისეთ შემთხვევებში, როცა სახეზე არ გვაქვს ვალდებულების დარღვევა მხარეების მხრიდან.

    ხარჯთაღრიცხვა

    ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სპეციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებაც საჭიროა ისეთ შემთხვევაში, როცა მენარდე ასრულებს რთულ სამუშაოს, რომელიც მოიცავს ცალკეულ ეტაპებს,  ხასიათდება კომპლექსურობით და მრავალი დეტალით.

    ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულებას დაერთვის, როგორც დანართი და მისი განუყოფელი ნაწილია, მასში განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და საფასური.

    ორი ტიპის ხარჯთაღრიცხვა არსებობს:

    მყარი ხარჯთაღრიცხვა- როცა ზუსტადაა განსაზღვრული სამუშაოს საფასურის მოცულობა.

    მყარი ხარჯთაღრიცხვისას, საფასური არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. არსებობს გამონაკლისი, როცა შეიძლება მისი შემცირება/გაზრდა:

    ა) მასალების,მოწყობილობების, მომსახურეობის ღირებულების მნიშვნელოვანი გაზრდის შემთხვევაში, მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს ანაზღაურების ოდენობის გაზრდა, ხოლო თუ შემკვეთი უარს იტყვის, მაშინ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სკ-ს 398-ე მუხლი. (იხ. სუსგ.№ას-888-834-2012)

    ბ) საფასურის შემცირების მოთხოვნა შეიძლება, როცა ვთქვათ ძალიან შემცირდა სამუშაოს შესასრულებლად დადგენილი ფასები. აქაც გამოიყენება სკ-ის 398-ე მუხლი.

    მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა – რომელიც სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს/შემცირდეს.

    თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას  მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ წინასწარი შეთანხმებული საზღაური.(ხარჯთააღრიცხვით გათვალისწინებული). გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაზრდილი ხარჯების გათვალისწინება შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი თითეულ სიტუაციაში კონკრეტულად უნდა დადგინდეს გარემოებებიდან გამომდინარე.

    ისეთი ხარჯების ზრდის შესახებ, რომელიც წინასწარ შეუძლებელი იყო, რომ  განსაზღვრულიყო, მენარდემ უნდა დაუყოვნებლივ შეატყობინოს შემკვეთს. ამ შემთხვევაში ხდება გარემოებებეის არსებითი ცვლილება(სსკ-ს 398) ასეთი ცვლილებაა.

    მაგ: მასალის გაძვირება, მუშახელის გაძვირება, სახელმწიფო გადასახადის შემოღება და ა.შ. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.რაც შეეხება ხარჯთაღრიცხვის უმნიშვნელოდ გადაჭარბებას, იგი უნდა ანაზღაურდეს იმ პირობით, თუ შემკვეთს დროულად ეცნობა.

    სხვადასხვა დავების თავიდან აცილებისთვის ხარჯთაღრიცხვაში შეიძლება გაითვალისწინონ დამატებითი სამუშაოების ხარჯების დასაფარავი რეზერვები. დამატებითი ფულადი სახსრები.

     ამ საკითხზეა საინტერესოა უზენაესი სასამართლოს განმარტება (საქმე სუსგ. ას-842-1201-06):

    “როცა ნარდობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს რთული სამუშაოების შესრულებას (მაგ. მშენებლობა), ნარდობის ხელშეკრულებას თან უნდა ერთვოდეს სამუშაოთა წარმოების ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია, ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა ხარჯთაღრიცხვის შედგენა (მყარი ან მიახლოებითი). ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები ითვალისწინებენ შემკვეთის მიერ შენობის მიღების ვალდებულებას, რაც მიღება-ჩაბარების აქტებით ხორციელდება.”

     

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-872-830-2013, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომელიც მრავალ სამართლებრივ საკითხს ეხება, მათ შორის გამოკვეთილად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მტკიცების საკითხს.     

    ფაქტობრივი გარემოებები: “ა”-მ ასესხა “ბ”-ს 13.000 დოლარი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის დაბრუნების შესახებ შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი. სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა, რომ “ბ”-მ გადასცა 3.000 დოლარი პირადათ “ა”-ს (მტკიცებულება- “ა”-ს ხელწერილი და მოწმეების ჩვენება), ხოლო დანარჩენი 8.200 დოლარი გადასაცა “გ”-ს, რომელსაც “ა”-სგან დავალებული ჰქონდა ამ ფულის მიღება (მტკიცებულება- “გ”-ს ხელწერილი, “გ”-ს ჩვენება და სისხლის სამართლებრივი საქმიდან მასალები).

    უზენაესის გადაწყვეტილება: მოცემულ დავაში განხილვის საგანს წარმოადგენს სასესხო ვალდებულების შესრულების საკითხი.

    ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ვალდებულების შესრულების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები.

    ამდენად, პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს: 1. “გ”-ის მიმართ ვალდებულების შესრულებით “ა”-ს წინაშე ვალდებულება ითვლება თუ არა შესრულებულად და რამდენად დგინდება აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან? 2. სასამართლომ  კანონის მოთხოვნათა დაცვით დაადგინა თუ არა ვალდებულების შესრულების ფაქტი?

    საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება  ას-951-989-2011 10 ნოემბერი, 2011 წელი).

    განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოცემული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623- და 624- მუხლებთან ერთობლიობაში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია სასესხო ვალდებულების შესრულების თავისებურებები, რომლებიც ვლინდება ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში.

    დადგენილია, რომ “ა”-სა და “გ”-ს შორის დადებული იყო დავალების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, “გ” უფლებამოსილი იყო მიეღო “ბ”-სგან შესრულება, თუმცა რაც შეიძლება საკმარისი იყოს დავალების ხელშეკრულების ნამდვილობის დასადასტურებლად, არ არის საკმარისი სასესხო ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

    იმის გათვალისწინებით, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულების წესი სადავო ურთიერთობის მიხედვით ეხება სასესხო ვალდებულების შესრულებას, მისი ნამდვილობა უნდა დადგინდეს სასესხო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი წესების დაცვით, შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ “ა”-სა და “გ”-ს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, ამ შემთხვევაშიც “ბ”-ს ნაკისრი ვალდებულება “გ” (როგორც წარმომადგენლის) წინაშე უნდა შეესრულებინა მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დადგენილი წესით. (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით).

    ვალდებულების შესრულების მიღების შესახებ შეთანხმებისთვის გათვალისწინებული ფორმის დაუცველობას, შესაძლებელია, არ მოჰყვეს ფორმადაუცველი გარიგებისათვის დადგენილი შედეგი, როდესაც მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად იცვლება მათ მიერ განსაზღვრული წესი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულება მხარეთა შორის იწვევს დავას, ხელშეკრულების ამ პირობას (ვალდებულების შესრულების წესზე და ფორმაზე შეთანხმებას) შეიძლება, ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას და მიუთითებს უფლებაშემწყვეტი იურიდიული ხასიათის მოქმედებაზე.

    აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი), რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105- მუხლის მოთხოვნები. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღებაჩაბარების აქტის არარსებობა მოითხოვს ისეთ ფაქტების დადგენას, საიდანაც გამომდინარეობს ვალდებულების შესრულების ახალ წესზე შეთანხმება, შესაბამისად, მიღებაჩაბარების აქტის არარსებობის შემთხვევაში მტკიცებულებების შეფასება (უპირველეს ყოვლისა, მტკიცებულებათა დასაშვებობა), უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624- მუხლით დადგენილი წესით. ზუსტად ამ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეფასებას გააჩნია გარკვეული მნიშვნელობა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს მატერიალური სამართალი.

    ნარდობის/მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობები

    ზოგადი წესის მიხედვით ხელშეკრულება ითვლება დადებულად და წარმოშობს უფლება-მოვალეობებს, თუ მხარეები შეთანხმდებიან მის არსებით პირობებზე, საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

    სააპელაციო სასამართლომ გააკეთა საინტერესო განმარტება ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ: (საქმე, №ას-55-54-2014)

    “სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის, 50-ე, 69-ე მუხლების, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია ხელშეკრულების საგანი (ანუ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს მენარდემ), ხელშეკრულების შესრულების ვადა, პირობები და ხელშეკრულების ფასი. “ (იგივე შინაარსის განმარტება გაკეთდა საქმეში N- ას-842-1201-06).

    თუმცა ეს განმარტება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რეალურად ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა მხარეების მიერ მხოლოდ შესასრულებელი სამუშაოს შესახებ შეთანხმება (მის მოცულობაზე და არსზე შეთანხმება). ხოლო სხვა პირობებზე შეთანხმება, როგორიცაა ხელშეკრულების ვადა, ფასი და სხვა პირობები შეთანხმება სავალდებულო არ არის, იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩაითვალოს დადებულად, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარე ითხოვს ამ პირობებზე შეთანხმებას.

    სამოქალაქო კოდექსის 630-ე მუხლი არეგულირებს სამუშაოს ანაღაურების საკითხს, რომლის მიხედვითაც ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი, ხოლო თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს, მაშინ  ჩვეულებრივი ანაზღაურება.

    ამდენად ამ მუხლიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, ისე, რომ მხარეები არ შეთანხმდნენ სამუშაოს საფასურზე, ხოლო ისეთ სიტუაციაში, რომელიც სცდება 630-ე მუხლის რეგულაციას, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლი და მენარდემ თვითონ განსაზღვროს ცალმხრივად სამუშაოს ფასი, სამართლიანობის ფარგლებში.

    იგივე ითქმის ნარდობის ხელშეკრულების ვადაზეც, რომელზეც ვრცელდება ასევე ზოგადი სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

    ზუსტად ანალოგიური მიდგომაა არსებითი პირობების შესახებ მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაშიც, კერძოდ მომსახურების ხელშეკრულების არსებითი პირობაა, მომსახურების შინაარსზე/არსზე შეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება საკმარისი მომსახურების ხელშეკრულების დასადებად.

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #2783

    ეგაა, რაც დავწერე, მეტი არაფერი უწერია უზენაესს მაგ საკითხზე… ეს მოსაზრება გამომდინარეობს აუცილებელი ფორმის მიზნიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფორმის დაუცველობის მიუხედავად დამქირავებლის უფლებები არ ილახება, ანუ პრაქტიკულად კანონმდებლის უფლებამოსილებებში შეჭრასთან გვაქვს საქმე, რადგან სასამართლოს განმარტება ეწინააღდეგება კანონის ნებას, რაც ცალსახააა ამ შემთხვევაში, თუმცა ტელეოლოგიის ამბავი ხომ იცი შენ 😀

    in reply to: ქირავნობა/იჯარა #2779

    ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმა

     

    (სუსგ.ას826-1098-05) 

     

    სამოქალაქო კოდექსის 563-ე მუხლის მიხედვი: ” საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა წერილობით უნდა გაფორმდეს.”

     

    ქირავნობის შეწყვეტა წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებას და მისი ნამდვილობა დაკავშირებულია, მისი წერილობითი ფორმით გაფორმებასთან, თუმცა უზენაესი სასამართლო განმარტავს:

     

    “საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, მართალია, წერილობით უნდა გაფორმდეს, მაგრამ პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქირავნობის შეწყვეტა შეიძლება ზეპირი ფორმით. პალატას მიაჩნია, რომ ფორმის ნაკლი, რომელიც წარმოიშვა წერილობითი ფორმის დაუცველობის გამო, სწორდება შესრულებით და ზეპირი ფორმის დაცვა ასეთ შემთხვევაში არ აყენებს მხარეს არათანასწორ მდგომარეობაში და ამით არ ილახება დამქირავებლის უფლებები.”

    კეთილსინდისიერების (გულისხმიერების) პრინციპი

    კეთილსინდისიერების პრინციპი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია კერძო სამართალში, მათ შორის ვალდებულებით სამართალში. ზოგადი მითითება კეთილსინდისიერების პრინციპზე გაკეთებულია სამოქალაქო კოდექსის მე-8.3 მუხლში, ხოლო ვალდებულებით ურთიერთობაში ამ პრინციპის არსებობაზე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316.2-ე მუხლი:

    „თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.“ (სკ. 316.2)

    „სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.“ (სკ. 8.3)

    მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე მუხლის დებულება, რომ „ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას“. ამ დებულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების განუყოფელი ნაწილია სუბიექტის კეთილსინდისიერად მოქმედება.

    მაგ: „A“-მ იყიდა „B“-სგან ავტომობილი, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა წაეყვანა. დაიწყო სეტყვა და დაზიანდა აღნიშნული ავტომობილი, თუმცა „B“-ს შეეძლო მიეღო ზომები აღნიშნული ზიანის აღსაკვეთად, თუმცა ვინაიდან მანქანა მისი აღარ იყო მან ეს არ გააკეთა. ამ შემთხვევაში მან დაარღვია კეთილსინდისიერების ვალდებულება „A“-ს მიმართ.

    კეთილსინდისიერების შეფასებისას მხედველობაში მიიღება:

    ა) სამართლის ზოგადი პრინციპები.

    ბ) ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

    გ) სამოქალაქო ბრუნვის წეს-ჩვეულებები.

    კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქციები:

    I. სახელშეკრულებო პირობის კორექტირება, გაუქმება, შეზღუდვა. მაგ: ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისთვის. (სსკ 346-ე მუხლი);

    II. ხარვეზის შევსება. მაგ:თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.” ( სსკ 325-ე მუხლი );

    III. სახელშეკრულებო პირობების განმარტება. მაგ: ხელშეკრულებები უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბრუნვის ჩვეულებების მხედველობაში მიღებით (გერმანიის სკ 157-ე მუხლი).

    ვალდებულებითი ურთიერთობის კლასიფიკაცია

    ვალდებულებითი ურთიერთობა შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი(მრავალმხირივი).

    ცალმხრივი ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ერთ მხარეს აქვს მხოლოდ ვალდებულება, ხოლო მეორეს მხოლოდ მოთხოვნის უფლება.

    მაგ: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება, ისე, რომ მას არ გააჩნია რაიმე ვალდებულება მსესხებლის მიმართ, ხოლო მსესხებელს გააჩნია სესხის დაბრუნების ვალდებულება, ისე, რომ მას რაიმეს მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.

    ორმხირვი(მრავალმხრივი) ვალდებულებითი ურთიერთობის დროს ორივე მხარეს აქვს, როგორც ვალდებულება ისე მოთხოვნის უფლება.

    მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, მყიდველს გააჩნია, როგორც ნასყიდობის ღირებულების გადახდის ვალდებულება, ისე ნასყიდობის საგნის მოთხოვნის უფლება, ხოლო გამყიდველს ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულებასთან ერთად გააჩნია ნასყიდობის ღირებულების მოთხოვნის უფლება.

    შესრულების მოვალეობები შეიძლება დაიყოს პირველად და ნაწარმოებ შესრულების მოვალეობად. მაგ: გიორგიმ ისესხა ირაკლისგან 10.000 ლარი. სესხის დროულად დაუბრუნელობისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით გადახდა.

    ამ შემთხვევაში ძირითადი ვალდებულებაა სესხის დაბრუნების ვალდებულება, ხოლო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნება ნაწარმოები ვალდებულება.

    ვალდებულებები შეიძლება დაიყოს ძირითად და დამატებით ვალდებულებებად.

    ძირითადი ვალდებულებები– მაგ: ნასყიდობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე ნივთის გადაცემა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნება.

    დამატებითი ვალდებულებები– მაგ: ნივთის შეფუთხვა, ნივთის დამონტაჟება, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის გადახდა და ა.შ.

    გ) ბრალის გამომრიცხავი გარემოებები

     

    შეცდომა აკრძალვაში არის შეცდომა ქმედების უკანონობაში. დამრღვევი იმყოფება შეცდომა აკრძალვაში, როდესაც მან არ იცის, რომ მისი მოქმედება უკანონოა. შეცდომა არის უბრალო უცოდინარობა. არ გვაქვს ასეთი შეცდომა, როდესაც დამრღვევი ეჭვობს საკუთარი ქმედების კანონიერებაში და უშვებს ასეთ შედეგს. როდესაც დამრღვევისთვის არ არის ცნობილი მისი ქმედების მომწესრიგებელი ნორმა, ეს არ გულისხმობს შეცდომას აკრძალვაში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ უცოდინარობის საფუძველზე დამრღვევი ვერ აღიქვამს იმას, რომ მისი მოქმედება შეიძლება იყოს უკანონო, იმყოფება ის შეცდომა აკრძალვაში.

     

    გამამართლებელი (საპატიებელი) გარემოება- აუცილებელი მოგერიების საზღვრის გადალახვის საპატიბელი გარემოებაა ბრალის არ არსებობა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადალახულია საჭიროების ზღვარი, ხოლო საფრთხის აწმყოში (რეალობის) ზღვარი დაცულია.

     

    უკიდურესი აუცილებლობის ზღვრის გადალახვა, განსაკუთრებით საგზაო მოძრაობის სფეროში, სადაც ხელი ეშლება მოძრაობის მონაწილეთა უფლებებს, შესაძლებელია გახდეს საჭირო საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ისე, რომ ეს ინტერესი არ აღემატება შეფერხების ინტერესებს.

     

    ბრალი გაუფრთხილებლობით დელიქტებში- ზემოთ განხილული ბრალის ელემენტები ვრცელდება როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობით დელიქტებში. მოდიფიცირება მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბრალის წინაპირობაა ქმედების შემადგენლობის შესაბამისობის ცოდნა, ანუ განზრახვა.

     

    ა. სუბიექტური აღქმადობა- გაუფრთხილებელი დარღვევის დასაბუთებისათვის საკმარისია ქმედების ობიექტური შემადგენლობის შესაბამისობის ობიექტური აღქმადობა. იყო თუ არა ეს კონკრეტული დამრღვევისთვის აღქმადი არ არის არსებითი. ბრალის წაყენებამდე პოზიტიურად უნდა დადასტურდეს, რომ სწორედ კონკრეტული დამრღვევი იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ შეეცნო გარემოებები, რომლებიც ასაბუთებენ მისი ქმედების ქმედების ობიექტურ შემადგენლობასთან შესაბამისობას. ეს ,,სუბიექტური აღქმადობა“ არის გაუფრთხილებლობით დელიქტის ბრალის განსაკუთრებული ელემენტი.

     

    ბ.  უკანონობის პოტენციური აღქმა- უკანონობის გაცნობიერება გულისხმობს ქმედების შემადგენლობის შესაბამისობის გაცნობიერებას. ვინც ვერ აცნობიერებს, რომ ის ობიექურად ქმედების შესაბამისად მოქმედებს, არ შეუძლია მისი ქცევა შეაფასოს როგორც უკანონო. უკანონობის აქტუალური აღქმა აქვს მხოლოდ განზრახ დელიქტის ჩამდენს. გაუფრთხილებლობით დელიქტის ჩამდენი თავისთავად იმყოფება აკრძალვის შეცდომაში. შეცდომის თავიდან აცილების შესაძლებლობის შეფასება ხდება განზრახვის დაბრალების საფუძველზე. ეს დაბრალება არის დასაშვები, როდესაც მისი სუბიექტური აღქმადობა დადასტურებულია. უკანონობის პოტენციური აღქმა გვაქვს სახეზე, როდესაც დამრღვევს საკუთარი ქმედების შესაბამისობა ქმედების შემადგენლობასთან და, უნარების გათვალისწინებით, უკანონობა უნდა დაენახა.

     

    გ. შეუძლებლობა– განზრახვით დელიქტებისგან განსხვავებით გაუფრთხილებლობით დელიქტებში აღიარებულია, რომ კანონის ნორმის შესაბამისი ქცევის შეუძლებლობა მაშინაც კი გამორიცხავს ბრალს, როდესაც არ არის არც აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის საპატიებელი გარემოება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი ჩადის სამართალდარღვევას ისეთი ინტერსის დასაცავად, რომელიც არ არის საკმარისი საპატიებელი გარემოებისთვის.

    ბ) აკრძალვის გაცნობიერება- პასუხისმგებლობის ელემენტის მქონე სუბიექტი აცნობიერებს მართლწინააღმდეგობას, კერძოდ მისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბუნებასა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. წინდახედულობის შემთხვევაში პირი აცნობიერებს აკრძალვას, თუმცა მისი სუბიექტური დამოკიდებულება ისეთია, რომ მას უსაფუძვლოდ გონია, რომ თავიდან იქნება აცილებული დამდგარი ნეგატიური შედეგი.

     

     

Viewing 10 posts - 101 through 110 (of 449 total)