Forum Replies Created

Viewing 10 posts - 291 through 300 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • Edika
    Participant

    სიმართლე გითხრა აქამდე არ დავკვირვებივარ, მაგრამ მანდვე წერია რომ იურიდიული ძალის არმქონეაო, თუმცა შემდგომ წერია რომ “უნდა იქნას გამოცხადებული ბათილადო”.

    თუ იურიდიული ძალის არმქონეა, ბათილად გამოცხადება რაღა საჭიროა. ან რამდენად სწორია იურიდიული ძალის არმქონე აქტის ბათილად გამოცხადება. ბათილად გამოცხადების ობიექტი როგორც ვიცით არის უკანონო აქტი. ალბათი “ბათილად გამოცხადება” ამის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ამ შემთხვევაში და უნდა ვიგულისხმოთ რომ არარად გამოცხადება იგულისხმება. შენ რას ფიქრობ?

    Edika
    Participant

    გეთანხმები ბ-ს შემთხვევაში და პრინციპში დ-ს შემთხვევაშიც მართალს ამბობ.  ყველა დანარჩენი შემთხვევა რა შეიძლება იყოს მაგალითად?

    Edika
    Participant

    ზოგიერთი რეკვიზიტის არარსებობა ინდ. აქტის არარად გამოცხადების საფუძველია. მაგალითად, როცა ინდ. აქტიდან შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა.

    “ა”,”გ”,”ე” და “ვ” პუნქტები განსაზღვრავს ჩემი აზრით აქტის კანონიერება/უკანონობას. “ბ” და “დ” რეკვიზიტების არარსებობის შემთხვევაში აქტი არის არარა. მეორე ნაწილი ფორმალური კანონიერების განმსაზღვრელია, მაგრამ ამისთვის აქტის ბათილად გამოცხადება არამგონია სწორი იყოს. ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ ბათილად კი არ ცნო აქტი ასეთ შემტხვევაში, არამედ ანალოგიით გამოიყენა ადმ. საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლი. (თუმცა რამდენად სამართლებრივად სწორია ეს ამბავი, სხვა საკითხია).

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #3003
    Edika
    Participant

    სპეციალური არაფერია მემკვიდრეობაში მაგაზე. დააკონკრეტე უფრო ვთქვათ რატომ ააქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლება? ანუ აქვს თუ არა და თუ აქვს უსაფუძვლო გამდიდრებით რატომ? საიდან გამომდინარეობს რომ მეორე მემკვიდრის ვალდებულებაც იყო ხარჯების გაღება? რომ თქვას თანამემკვიდრემ რომ ეს ხარჯები შენ გაიღე ზნეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე და არ გაქვს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაო, რა პასუხი უნდა გასცე?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2996
    Edika
    Participant

    მეორეს ვერ მივხვდი კარგად. ანუ არ შეუძია მის მიერ გაღებული ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს? მაშჳნ პროპორციულად ანაზღაურება რა შუაშია? და კრედიტორი ვინ არის?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2985
    Edika
    Participant

    1) გარდაიცვალლა მამკვიდრებელი, რომელსაც დარჩა ორი მემკვიდრე. ერთ ერთმა მემკვიდრემ მსაკვიდროს გახსნიდან მესამე თვეს განკარგა თავისი წილი სამკვიდროში.  ქონდა თუ არა ამის უფლება და რატომ?

     

    2) ერთ -ერთმა მემკვიდრემ გაიღო მამკვიდრებლის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები. შეუძლია თუ არა ტანამემკვიდრეებს მოსთვოსოს ხარჯების ანაზღაურება? და რა საფუძვლით?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2979
    Edika
    Participant

    @StepanozMamfal said:
    გააჩნია სიტუაციას.. თუ ნაკვეთზე დგას ერთი შენობა, რომლის ორ დამოუკიდებელ საკუთრების ობიექტად რეგისტრაცია გამორიცხულია, მაშინ ვერ შეთანხმდებიან მის გაყოფაზე მხარეები, რადგან მათი შეთანხმება ფიზიკურად შეუძლებელია აღსრულდეს, მაგრამ თუ მათი შეთანხმება გულისხმობს ვთქვათ ნაკვეთის ორად გაყოფას და ამით მათი ღირებულების შემცირებას, ასეთ შემთხვევაში ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი შეთანხმება ნამდვილი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგება 963-ე მუხლს ან 1460-ე მუხლს, ან ორივეს ერთად..

    1460-ე მუხლი დაცვის ობიექტი არის სიცოცხლისუნარიანი მეურნეობა და შეიძლება მთლად ავტონომიური არ იყოს ნება. შეიძლება ამ კუთხით მსჯელობა ყოველშემთხვევაში.

    მეორე საკითხი: როდის ითვლება 1450-ე მუხლი დაცულად, როცა დაინტერესებული პირი პრეტენზიას წაუყენებს თავის თანამემკვიდრეს თუ სახელდობრ სარჩელს როცა შეიტანს სასამართლოში?

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2975
    Edika
    Participant

    1)მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს 1460-ე და 963-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების გაყოფის პირობები, მხარეები შეტანხმდნენ რომ გაიყოფენ ქონებას. ნამდვილია თუ არა ასეტი შეტანხმება?

     

    2)ას-1328-1348-2011 სააპელაციო სასამართლომ თქვა რომ ის რომ პირი უცხოქვეყანაში იყო დაკავებული არ წარმოადგენს სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიო მიზეზსო. შეეძლო წამომადგენლის მეშვეობით მიეღო სამკვიდრო.

     

    3) ას-177-167-2011 აქ საუბარია იმაზე სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების დროს მნიშვნელოვანია არამარტო საპატიო მიზეზის არსებობა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვიან ვადაში, არამედ იმაზე, რომ თუ დაუყონებივ არ მიმართა ამ საპატიო მიზეზის აღმოფხვრისთანავე 6 თვის გასვლის შემდეგაც, მაშჳნ არ უნდა გააგრძელოს სასამართლომ ვადა.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2974
    Edika
    Participant

    1) რატო არ იქნება გონივრული? 1469-ე მუხლი ეხება ისეთ შემთხვევას როცა მემკვიდრეს უპირატესობა ენიჭება კონკრეტულ ნივთზე სამკვიდროს გაყოფისას(სასამართლო მხედველობაში იღებს მემკვიდრის საქმიანობას), კერძოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე ესა თუ ის ნივთი შეიძლება მიეკუთვნოს მთლიანად (ოღონდ ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე რომ უპირობოდ ენიჭება უფლება, არამედ მხოლოდ გარკვეული კომპესაციის სანაცვლოდ). ასევე საუბარია ”სხვა კონკრეტულ გარემოებებზე”, რომელშიც ჩემი აზრით უნდა ვიგულისხმოთ მემკვიდრის მიერ აშენებული სახლის მისთვის მიკუთვნება, ასევე კომპესაციის სანაცვლოდ. არ მითქვამს რომ 991-ე ანალოგიით უნდა გამოვიყენოთ. ანალოგია დაუშვებელია ჩემი აზრით იქედან გამომდინარე რომ გვაქვს 991-ე მუხლი.

     

    2)მოტხოვნის საფუძველთა ალტერნატიული კონკურენცია არ გულისხმობს ორი სამართლებრივი ნორმის ერთმანეთთან დაპირისპირებას. ანუ 1475-ე მუხლი და უსაფუძვლო გამდიდრება მიზნობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან.მათ გააჩნიათ საერთო მიზანი, მაგრამ უნდა მოხდეს მათ შორის უფრო ადეკვატურის არჩევა. მართალს ამბობ გეთანხმები რომ ამათ შორის  უნდა მოხდეს შესაბამისის არჩევა და ეს შესაბამისი ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი.

    in reply to: მემკვიდრეობითი სამართალი #2964
    Edika
    Participant

    1) პირველ რიგში 1460; 1469; 1480; 1481-ე მუხლები ყველა მოცემულია სამკვიდროს გაყოფის თავში. სისტემური განმარტებიდან გამომდინარე 1469-ე მუხლი შინაარსობრივად დაკავშირებული ზემოთმითითებულ მუხლებთან, კერძოდ კონკრეტულ ქონებაზე ერთ ერთ მემკვიდრეს ეძლება უპირატესობა კომპესაციის სანაცვლოდ, თუმცა ეს მუხლები ეხება სხვადასხვა შემთხვევებს(შინაარსობრივად ერთია). ამ მუხლებში მოცემული უპირატესობის მაგივრად მემკვიდრეს ეკისრება კომპესაციის მოთხოვნის უფლება 1462 და 1482 მუხლების საფუძველზე, ხოლო ამ კომპესაციის მოთხოვნის უფლებას 1469-ე მუხლის შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ცალკე, და რომელი სამართლებრივი საფუძვლით უნდა მოხდეს კომპესაცია ამ უკანასკნელ შემთხვევაში? ანალოგიით უნდა იქნას გამოყენებული 1462 ან 1482-ე მუხლები თუ 991-ე მუხლი უნდა იქნას გამოყენებული? ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ 991-ე მუხლი.

     

    2) ჩემი აზრით აქ ადგილი აქვს მოთხოვნის საფუძველთა ალტერნატიულ კონკურენციას, ვინაიდან ორივე – 1475-ე მუხლიც და უსაფუძვლო გამდიდრებასაც გააჩნიათ საერთო მიზანი – ქონებრივი ბალანსის აღდგენა, მაგრამ რასაკვირველია სასამართლომ უნდა შეარჩიოს უფრო ადეკვატური ღონისძიება რაც ჩემი აზრით არის 1475-ე მუხლი, იქედან გამომდინარე რომ ეს უკანასკნელი  დაკავშირებულია სახელდობრ მემკვიდრეობით ურთიერთობასთან.

     

Viewing 10 posts - 291 through 300 (of 419 total)