Forum Replies Created
-
AuthorPosts
-
Edika
Participantმეზობლიადნ, რომელსაც დაქირავებული ქონდა ბინა წყალი ჩავიდა ქვემოთ სართულზე. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 1004 მუხლის მეორე ნაწილის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე სოლიდარულად აგებენ პასუხს თუ მხოლოდ დამქირავებელი?
Edika
Participantმე ვთქვი როცა თანაზომიერების ფარგლებს სცდება სახანძროს ქმედება მერე ხდება ელექტროფიდერის მესაკუთრის ქმედება სამართლებრივად უმნიშვნელოთქო.
უძუალო მიზეზობრივი კავშირის თეორია კიდე კაციშვილმა არ იცის რა არის და სხვადასხვა ტერმინებითაც არის ეგ გამოყენებული. არსად არაა განმარტებული. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეგ გავს რელევანტურ მიზეზობრიობას. ფაქტიურად იგივეა. ძნელია იდენთიფიცირება სხვა რომელიმე კლასიკურ თეორიასთან, მაგრამ მე ჩემ აზრს ვამბობ.
Edika
Participantკიდევ ერტხელ დავწერ. 1001 მუხლი ეხება შემთხვევას როცა ხანძრის მეზობლებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხდება მისი ლოკალიზება და დაციანდება მეზობლის ქონება, ამ შმტხვევაში პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს არა სახანძროს არამედ ხანძრის გამომწვევს, ოღონდ თუ სახანძროს მოქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში. მაგრამ თუ სახანძროს მოქმედება ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მერე უკვე ელექტროფიდერის მესაკუთრის ქედება სამართლებრივად უმნიშვნელო ხდება და დამდგარი შედეგი მიზეზობრივ კავშირში არის სახანძროს ქმედებასთან.
უშუალო მიზეზობრივი კავშირი და რელევანტური მიზეზობრივი კავშირი ჩემი აზრით არის ერთი და იგივე.
Edika
Participantიმიტომ უნდა აგოს მოლოდ სახანძრომ პასუხი რომ შედეგი მიზეზობრივ კავშირშია არა ხანძარტან არამედ სახანძროს მოქმედებასთან, იმით რომ გაცდა ტანაზომიერების პრინციპს.
Edika
Participantმე ვფიქრობ რომ თუ თანაზომიერების ფარგლებს ცდება მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.
Edika
Participantთანაზომიერების პრინციპია აქ ჩამი აზრით მნიშვნელოვანი. თუ სახანძრო სამსახურის ქმედება მიმართული იყო მეზობელი სახლებზე ხანძრის გავრცელების ტავიდან აცილების მიზნით და ეს ქმედება ჯდება თანაზომიერების ფარგლებში, მაშინ სახანძრომ არ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ ცდება ტანაზომიერების ფარგლებს მაშინ მარტო სახანძრომ უნდა აგოს პასუხი.
Edika
Participantგაუმართავი ელექტროფიდერის ექსპლოატაციის დროს მეზობელ სახლს გაუჩნდა ხანძარი. სახანძრო სამსახურმა უზრუნველყო ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ შემმთხვევით დააზიანა (წყლით) მეორე მეზობლის სახლი, რომელშიც მას ძვირადღირებული რემონტი ქონდა გაკეთებული. აქვს თუ არა ამ უკანასკნელს, ელექტროფიდერის მესაკუთრის მიმარტ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 1001-ე მუხლის საფუძელზე?? თუ სახანძროს მიმართ? თუ სოლიდარულად??????
Edika
Participantროცა მიადგა ავტომანქანის ექსპლოატაციის შედეგად ზიანი დაზარალებულს იმ მომენტიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ტავისი უფლებისდარღვევის შესახებ და არა გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან.
Edika
Participantმოკლედ ასეა თუ ისეა დოქტრინაში სხვანაირადაა და აგერ კიდე სასამართლო პრაქტიკა სხვა რამეს ამბობს. არაა მარტივი საკითხი.
ახლა შემდეგი საკითხი. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლომ (აპელაციამ) დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ხანდაზმულობის ვადა, სამოქალაქო კოდექსის 1008 და 130 მუხლების საფუძელზე აითვალა არა ზიანის მიყენების მომენტიდან არამედ გამოძიების შეწყვეტის შშესახებ დადგენილების გამოტანის მომენტიდან, რაც ასევე არასწორია ჩემი აზრით.
Edika
Participantმართლაც რთული საკითხია. დოქტრინას თუ მივყვებით 412-ე მუხლი იცავს არა დაზარალებულის არამედ მოვალის ინტერესებს, იმით რომ ათავისუფლებს მას ისეთი ზიანისთვის პასუხისმგებლობისგან რომლის გათვალისწინებაც მას არ შეეძლო და რომელიც არ არის დამახასიათებელი ქონებრივი პასუხისმგებლოიბის ჩვეულებრივი პრინციპისთვის. აქვე სავარაუდო ზიანი განმარტებულია როგორც ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისთვის. (მაინც არაა საკმარისი) მაგალლითიც არის მოყვანილი სადაც ბანკის უსაფრთხოების სამსახურს პასუხისმგებლობა დაეკისრა მხოლოდ იმ ფარგლებში რომელიც ცნობილი იყო მისთვის.
საერთოდ ქართული მიზეზობრივი კავშირის მოდელი განსხვავდება სხვებისგან და წარმოადგენს ადეკვატური და რელევანტური მიზეზობრივი კავღირების კომბინირებულ ვარიანტს.
-
AuthorPosts
