Forum Replies Created

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 419 total)
  • Author
    Posts
  • in reply to: სააღსრულებო საკითხები #4022
    Edika
    Participant

    mathematician

    როგორ არ ფიქრობ. აბა 3996 პოსტში ასე არ თქვი?  ვერ გავიგე რას ფიქრობ შენ საბოლოოდ მაინც, თუ ამბობ თქვი და ჩამოაყალიბე.  წავიკითხე ეგ გადაწყვეტილება და მშვენივრად გავიგე. საუბარია იმაზე რომ სააღსრულებო კანონზე  არ ვრცელდება ზ.ა.კ, არ ნიშნავს იმას რომ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ორგანოები არ ახორციელებენ საჯარო მმართველობასო. ხო ასეა?

     

    ვერ გავიგე რა ხან ერთს ამბობ ხან მეორეს. შეიძლება შენ გგონია რომ გასაგებად ამბობ.  მოდი დაწერე რა შემთხვევაში ახორციელებს მაშინ საჯარო მმარტველობას და რა შემთხვევაში არა.  წინა პოსტებს გადავხედე სჰენსას და აახლა სხვანაირად ამბობ. ახლა იტყვი კარგად გადახედეო. მე გპასუხობ კარგად გადავხედე.

     

    არ ვჩხუბობ, არცაა არაფერი საჩხუბარი. პროსტო ახლა სხვა რამე თქვი და საბოლოოდ ჩამოაყალიბე და მოვრჩეთ ამაზე.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4020
    Edika
    Participant

    mathematician

     

    ვერ მივხვდი კარგად.  ანუ ხომ ვთანხმდებით იმაზე რომ თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მაშინ არ ახორციელებს საჯარო მმართველობას და თუ ინდ აქტის საფუძველზე ხდება მაშინ ახორციელებს? ასე ხომ ფიქრობ შენც?

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4018
    Edika
    Participant

    mathematician

    ანუ არ ეთანხმები მაგ გადაწყვეტილებას?

    Edika
    Participant

    კანონისმიერი დათქმის პრინციპზე ვიკითხავ აქვე ბარემ. კანონისმიერი დათქმის პრინციპი მარტო შემზღუდავი/ამკრძალავი მმართველობითი ღონისძიების დროს მოქმედებს თქვენი აზრით თუ აღმჭურველის დროსაც?

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4010
    Edika
    Participant

    მოკლედ ვტანხმდებით იმაზე რომ როცა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება ამ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო არ ახორციელებს საჯარო მმართველობას, ვინაიდან აღსრულება ამ შემთხვევაში ემსახურება მართმსაჯულების რეალიზაციის მიზნებს(რაც საკონსტიტუციო ფუნქციაა), დაკავშირებულია მასთან და ამით მისი ნაწილი ხდება. მართმსაჯულება როგორც ვიცით არაა საჯარო მართველობა. მაგრამ როცა აღსრულების დაწყება ხდება ადმინისტრაციული აქტის, გირავნობის მოწმობის, სანოტარო აქტის,  აღსრულების შესახებ ბრძანების, გადახდის ბრძანების, უძრავი ქონების აუქციონზე შემძენის განცხადების საფუძველზე მაშნ აღსრულების ეროვნული ბიურო ახორციელებს საჯარო მმართველობას.

     

    გადაწყვეტილებას რაც შეეხება, რაც ვწერეთ ჩვენ და ის არ გამომდინარეობს ზუსტად, მაგრამ არც გამორიცხავს ამ ყოველივეს.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #4005
    Edika
    Participant

    ხო მაგ გადაწყვეტილების მოყვანა მინდოდა ზუსტად.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3997
    Edika
    Participant

    mathematician

    სიმართლე ვთქვა აქამდე არ მიფიქრია მაგაზე. საინტერესო აზრია. მე მომწონს.

    ვითომ მაგ საფუძვლით არ ცნო სასამართლომ იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ ოქმი ინდ აქტად?

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3992
    Edika
    Participant

    <cite>@ReneDescartes said:</cite>
    @ედიკა

    ვრცლად ვერ დავწერ ეხლა. არცაა საჭირო…. მარტივია… გაიხსენე საჯარო მმართველობის ცნება მერე დააკავშირე ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და ეგაა….:)) კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება, რომელიც არაა საჯარო მმართველობა და შესაბამისად ვერც ინდ. აქტი იქნება.

    არა მაგდენს კი მივხვდი. მარა ბოლომდე მაინც ვერა. ანუ მაშინ ასე ვიტყვი, არა კერძო მოთხოვნა არამედ როცა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება მაშნ არ ჩაითვლება საჯარო მმართველობად, ვინაიდან ამ შემთხვევაში აღსრულება ემსახურება მართმსაჯულების რეალიზაციას, დაკავშირებულია მასტან და ღაღაცნაირად (მაგრამ როგორ :D) მისი ნაწილია და ან შემთხვევაში არ ჩაითვლება საჯარო მმართველობად. მაგალითად როცა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება აღსრულება მაშინ ჩაითვლება საჯარო მმართველობად. ეგრეა?

    არ მიფიქრია ამ საკითხე აქამდე.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3987
    Edika
    Participant

    mathematician

    <cite>@ReneDescartes said:</cite>
    @ედიკა

     

    როდესაც საქმე ეხება კერძო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს აღსრულება საჯარო მმართველობით ღონისძიებად ვერ ჩაითვლება აღსრულება.

     

    @ივერიელი

     

     

     

     

    აბა დაწერე მიდი უფრო კონკრეტულად, მაგრად მაინტერესებს შენგან. კერძო მოთხოვნის დროს რატო არ ჩაითვლება აღსრულება საჯარო მმართველობად, და საჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე რატომ ჩაითვლება ადმინისტრაციულად.

    in reply to: სააღსრულებო საკითხები #3981
    Edika
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
    მე მგონია, რომ მაგ საფუძვლიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღსრულება წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს, რომელიც მიმართულია მართმსაჯულების შედეგის რეალიზაციისკენ, რაც კონსტიტუციური ფუნქციაა და შესაბამისად, აღმასრულებელი, როგორც გამომძიებელი, რომელიც მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მოხელეს წარმოადგენს- პოლიციის მოხელეს, თუმცა მისი მოქმედება არ არის საჯარო მმართველობის განხორციელება, ისევეა აღმასრულებლის შემთხვევაშიც.

     

    იგივე პოზიცია ამოვიკითხე ადეიშვილის ზაკ-ის კომენატრებში…

     

    გაგიჩიტავ თუ გინდა გადაწყვეტილებას სადაც სასამართლო ამბობს რომ ადმინისტრაციული კანონიაო. დავძებნი. არის ისე უეჭველი ვიცი.

Viewing 10 posts - 201 through 210 (of 419 total)