Viewing 10 posts - 21 through 30 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #22632

    ახლა განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც ეხება გამჭირვალობის პრინციპს, კერძოდ პოლიციელის მიერ ვიდეო თვალის ჩართვა წარმოადგენს თუ არა მის ვალდებულებას და როდის აქვს მას ასეთი ვალდებულება? ხოლო თავის მხრივ პოლიციელის მიერ ვიდეო თვალის გამოყენება წარმოადგენს თუ არა გამჭირვლაობის პრინციპის პრაქტიკულ გამოვლინებას?

     

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა შსს-ს მინისტრის N-1310 ბრძანება, რომლის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:

     

    “განწესში ჩართული პატრულ-პოლიციელი უნდა იყოს გარეგნულად მოწესრიგებული, ჰქონდეს გამართული აღჭურვილობა, ეცვას სამწყობრო დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული (სეზონის მიხედვით) კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელი, ეკეთოს სამკერდე ნიშანი და ჰქონდეს:

     

    …….ზ) სამხრე ვიდეოკამერა.”

     

    ამავე ბრძანების მე-14 მუხლის “ე” პუნქტის მიხედვით, პატრულ-პოლიციელს უფლება აქვს “საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების, სამართალდარღვევაზე რეაგირების, მოქალაქისა და პოლიციელის უფლებების დაცვის, საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ვიდეო-აუდიოჩაწერა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვიდეო-აუდიოჩაწერის შედეგად მიღებული მონაცემების კანონით დადგენილი წესით შენახვასა და გამოყენებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.”

     

    #22651
    kakha
    Member

    პოლიციის გამჭვირვალობის პრინციპიდან შეიძლება ითქვას, რომ აქვს ვალდებულება მაგრამ მხოლოდ ამ პრინციპიდან პირდაპირ მაინც არ გამომდინარეობს ამის ვალდებულება. ამ პრინციპის შინაარსში საუბარია პოლიციელის ვალდებულებაზე მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს და არა იმაზე, რომ შექმნას ასეთი ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება იმაზეც საუბარი, რომ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ასეთი ინფორმაციის შექმნასაც მოიცავს. ასეც რომ არ იყოს (ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება, შექმნას, რომ არ მოიცავდეს) კამერის ჩართვა დისკრეციული უფლებამოსილება გამოდის და ამ ორივე პრინციპს თუ გავითვალისწინებთ ერთდროულად აქვს ჩართვის ვალდებულება. ანუ შეზღუდულია იმ მიზნით რა მიზანსაც მისი კამერით აღჭურვა ემსახურება (გამჭვირვალობის) და ამავე დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპით.

     

    კამერის ჩართვის მიზნებსაც პირდაპირ განსაზღვრავს ეგ ბრძანება, მოქალაქაქეთა უფლებების დაცვას და ა.შ.. ბრძანების გარეშეც ვალდებულია ჩართოს კამერა, დიდათ არაფერს ცვლის.

     

    დაწერე შენც რითი ასაბუთებ ასეთი ვალდებულების არსებობას ან პირიქით, არარსებობას.

     

    #22654

    იმ ნორმიდან გამომდიანრე, რაც ზემო პოსტში დავწერე, პოლიციელს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენოს ვიდეოკამერა.. იგი უფლებამოსილია გამოიყენოს ვიდეოკამერა როცა ამას მოითხოვს მის მიერ დასაცვი სიკეთის დაცვის ინტერესები (საზ. უსაფრთხოებისა და საზ. წესრიგის დაცვა)…

     

    იქიდან გამომდინარე, რომ დისკრეციული უფლებამოსილების საერთოდ არ გამოყენება წარმოადგენს, მისი შეცდომით გამოყენებას, ვფიქრობ პოლიციელს გააჩნია ვიდეოთვალის გამოყენების ვალდებულება, როცა აღნიშნული წარმოადგენს აუცილებელი ღონისძიებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას.. ამავდროულად აქ ერთვება მეორე პრინციპიც- გამჭირვალობის პრინციპი, რომელიც ავალდებულებს პოლიციელს, თავისი საქმიანობა განახორციელოს გამჭირვალეთ, რასაც ემსახურება თავის მხრივ ვიდეო თვალის ჩართვაც.

    #22655
    kakha
    Member

    არსებითად ერთიდაიგივე პოზიცია გვაქვს.  ორი პრინციპი ავალდებულებს პოლიციას კამერის ჩართვის.  პირველ აბზაცში რაც დავწერე იმაზე რას იტყვი?

     

    გამოიყენა თუ არა დისკრეციული უფლებამოსილება ეგ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს. კამერის არ ჩართვა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ დისკრეციულ უფლებამოსილებას არ იყენებს.

     

    უფრო რო დავკონკრეტდეთ როდის წარმოადგენს აუცილებელ ღინისძიებას?  რა შემთხვევებშია ვალდებული?  როგორ წყვეტს პოლიციელი გვაქვს თუ არა ის შემთხვევა როდესაც ევალება კამერის ჩართვა.?  საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს არ ვიყენებთ ამ შემთხვევაში?  თუ კი რა ინტერესებია თვითოეულ მხარეზე?

     

    #3624

    როდის არის ვალდბეული და როცა არსებობს კონკრეტული საფრთხე პოლიციის მიერ დაცული სიკეთეებისათვის, პოლიციელი ახორციელებს საპოლიციო ღონისძიებას და კამერის ჩართვა წარმოადგენს გამჭირვალობის პრინციპიდან გამომდინარე აუცილებელი ღონისძიებას, რათა პოლიციური ღონისძიების განხორციელების შემდეგ, დაინტერესებული პირისათვის მისაწვდომი იყოს პოლიციური ღონისძიების განხორციელების მიმდინარეობა და შედეგი..

     

    ანუ პოლიციელის მიერ კამერის ჩართვა წარმოადგენს ერთი მხრივ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის გამოყენებაც ხდება მეორე პრინციპის- გამჭირვალობის პრინციპის თანხლებით.

     

    როგორც მიხვდი, შენც იგივე პოზიცია გაქვს ამ საკითხთან…

    #3642

    კაზუსი- პოლიციელის მიერ განხორციელებული ღონისძიების სამართლებრივ ბუნებაზე

     

    ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციისათვის ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “კენჭი” აპირებს უკანონო მიტინგის ჩატარებას პარლამენტის შენობის შესასვლელთან (ცნობილი გახდა ასევე მომიტინგეთა რაოდენობა და სხვა გარემოებებიც)… პოლიციის უფროსმა გააგზავნა 200 პოლიციელი, შეკრების დასაშლელად, თუმცა შეკრების მონაწილეთა დიდი რაოდენობის გამო, მოხდა შეტაკება, რომლის ფარგლებშიც ორი პოლიციელი დაშავდა და ერთი მომიტინგე გარდაიცვალა…

     

    როგორი შეაფასებდით პოლიციელთა ქმედებას?

    #3643
    kakha
    Member

    მიტინგის ჩატარების ნებართვის არ არსებობბის მიუხედავად მიტინგი არ ჩაითვლება უკანონოდ თუ სხვისი უფლებების შეზღუდვა არ ხდება. მაგალითად თუ გზის გადაკეტვა ხდება ასეთ მიტინგის ჩატარება საჭიროებს ნებართვას.

     

    თუ სხვისი უფლებების შეზღუდვას არ იწვევ მიტინგი,  არაა ნებართვა საჭირო. ამ შემთხვევაში ვინაიდან გადაიკეტა ან უნდა გადაეკეტათ პარლამენტის შესასვლელი შეიძლება ითქვას, რომ მიტინგი უკანონოა.

     

    მაგრამ კაზუსის შინაარსიდან გაურკვეველია, უკვე გადაკეტილი იყო თუ იგეგმებოდა გადაკეტვა. თუ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, პოლიცია ახორციელებს სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებას, აქვს უფლება დაშალოს მიტინგი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები.  დეტალურად აღარ განვიხილავ როგორაა დარღვეული.  თუ სამართალდარღვევა არ გვაქვს ე.ი. პოლიცია მოქმედებს სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად, პრევენციულ ღონისძიებას ახორციელებს, ინდ. აქტის ფორმით. დასაცავი სიკეთე ორივე შემთხვევაში არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

    #3644

    შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მიხედვით, მიტინგი ყველა ვარიანტში უკანონო იქნება თუ იგი გაიმართა პარლამენტის შესასვლელიდან 20 მეტრის რადიუსში.. ან თუ არ მოხდა მუნიციპალური ორგანოს გაფრთხილება, თუ სავალი ნაწილის გადაკეტვის საფრთხესთან გვაქვს საქმე..

     

    ნებართვას არც ერთ შემთხვევაში არ საჭიროებს შეკრება/მანიფესტაცია, ამის შესახებ არაერთ გადაწყვეტილებში საუბრობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

     

    მაგრამ მანდ ეგ არ არის მთავარი.. წარმოვიდგინოთ, რომ შეკრება უკანონოა.. როგორც აღნიშნე, ორი შესაძლო ვარიანტია:

     

    1. თუ შეკრება ჯერ არ გამართულა.. პრევენციული ღონისძიების განხორციელება.

     

    2. თუ შეკრება უკვე იმართება.. რეპრესიული ღონისძიების განხორციელება..

     

    მე ასეთი კითხვა მაქვს, როცა შეკრება იმართება უკვე.. ამ შემთხვევაში ხომ არ გვაქვს საქმე განგრძობად საფრთხესთან და ხომ არ შეიძლება პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაც?

     

    მაგ: ჩვენ კაზუსში, უკანონო შეკრება იმართება პარლამენტის წინ, ანუ სახეზეა კონკრეტული საფრთხე, პარლამენტის ფუნქციონირებას ექმნება საფრთხე, თუმცა მიუხედავად არსებული დარღვევისა და პრევენციული ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობისა, ხომ არ იქნებოდა უპრიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება?

     

    ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 და მე-13 მუხლები… გადახედე აბა და რას ფიქრობ

    #3649
    kakha
    Member

    მაგ: ჩვენ კაზუსში, უკანონო შეკრება იმართება პარლამენტის წინ, ანუ სახეზეა კონკრეტული საფრთხე, პარლამენტის ფუნქციონირებას ექმნება საფრთხე, თუმცა მიუხედავად არსებული დარღვევისა და პრევენციული ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობისა, ხომ არ იქნებოდა უპრიანი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება?

     

    ოკ. გადავხედავ და დავწერ.

     

    ვერ გავიგე კითხვა, ბოლოში რეპრესიული ღონისძიება უნდა დაგეწერა?

    #3650

    ანუ იმის მიუხედავად, რომ დარღვევა გვაქვს და დარღვევის დროს გამოიყენება რეპრესიული ღონისძიება, ამ შემთხვევაში პრევენციულის გამოყენება ხომ არ იქნება სწორი თქო.. შეკრების ბუნებიდან გამომდინარეე

Viewing 10 posts - 21 through 30 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.