Viewing 10 posts - 31 through 40 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #3653
    kakha
    Member

    გადავხედავ შეკრების კანონს და დავწერ. ახლა ვერ ვნახავ.

    ერთი შეხედვით კიი. რადგან პრევენციული ღონისძიების დროს ადრესატის უფლებების უფრო ნაკლებად შეზღუდვა ხდება და თუ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ასეთი ღონისძიებით რატომაც არა. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაც ეგაა. პრევენციული ღონისძიება მხოლოდ სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენება. თუ დარღვევის აღკვეთა შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც გამოიყენება. 18-ე მუხლის 1ლი ნაწილი.

    #3660
    kakha
    Member

    <cite> @crassus said:</cite>
    “საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ცნება, დაკავშირებულია საფრთხის ობიექტურ ცნებასთან, კერძოდ ჩვენ ობიექტურად გვაქვს საფრთხე მაშინ, როცა საკმარისი “საფუძველი გვაქვს ვარაუდისათვის”, რომ მოვლენათა შეუფერხებელი განვითარების შემთხვევაში მიადგება ზიანი პოლიციის მიერ დაცულ სიკეთეებს.

     

    პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების განხორციელების მართლზომიერებას ამოწმებს სასამართლო, აქედან გამომდინარე, პოლიციელმა საფრთხის პროგნოზის დროს იყენებს იმ კრიტერიუმებს,(ის კრიტერიუმები, რაც ზემო პოსტში დავწერე) რაც სასამართლომ უნდა გამოიყენოს უკვე პოლიციელის ქმედების შეფასების დროს. იმ განსხვავებით, რომ სასამართლოს უკვე შესრულებული ქმედების შეფასება უწევს, ხოლო პოლიციელს არასრულყოფილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად უწევს მოქმედება..

     

    თავის მხრივ სასამართლო, როცა აფასებს ობიექტურად საფრთხის არსებობას, იგი გამოდის ობიექტური გარემოებებიდან და არა სუბიექტური საშუალო მუშაკის აღქმიდან (რა ეგონებოდა საშუალო მუშაკს), სწორედ ამაში ვლინდება საფრთხის ობიექტური შეფასება.

     

    თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ პოლიციელის ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, როცა იგი  კეთილსინდისიერად ახორციელებს მოქმედებას (ისე, როგორც სხვა საშუალო მუშაკი განახორციელებდა მის ადგილას) და საფრთხე არ არსებობს ობიექტურად. ამ შემთხვევაში გამოიყენება სწორედ საფრთხის სუბიექტური თეორია და მისი ქმედება მაინც მართლზომიერი იქნება უკვე საფრთხის სუბიექტური ცნებიდან გამომდინარე, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული კანონში, თუმცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარეობს.

     

    ანუ სასამართლო არ აფასებს პოლიციელის ქმედებას მხოლოდ საფთხის ობიექტურ მხარის შესაბამისად,  (რაც ვლინდება ტერმინში “საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის”, არამედ იგი ასევე იყენებს საფრთხის სუბიექტურ ცნებასაც და შესაბამისად ასე უფრო სრულყოფილად და სამართლიანად ხდება პოლიციელის ქმედბეის მართლზომიერების საკითხის შემოწმება.

     

    თავიდან წავიკითხე ეს პოსტი და აი რა კითხვა გამიჩნდა. თუ ”საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის” ცნება დაკავშირებულია საფრთხის ობიექტურ ცნებასთან, და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც სასამართლო აფასებს საფრთხის არსებობას გამოდის ობიექტური გარემოებებიდან და არა სუბიექტური საშუალო მუშაკის აღქმიდან, მაშინ რატომ იყენებს ამავე დროს საფრთხის სუბიექტურ ცნებას.? რას ნიშნავს საერთოდ სუბიექტური საშუალო მუშაკი? მემგონი არასწორი ტერმინია.

    #3661

    თეორიაში გვაქვს საფრთხის ობიექტური და სუბიექტური ცნება.. ჩვენ კანონში “საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის” ობიექტური ცნების გამოვლინებაა, ხოლო საფრთხის სუბიექტური ცნების გამოყენება ჩამოყალიბებულია სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (არა მარტო ქართული), რადგან მხოლოდ საფრთხის ობიექტური მხრით თუ მივუდგებით კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების შეფასებას, მაშინ საბოლოო ჯამში სავალალო შედეგი დადგება.

     

    მაგ: როცა საფრთხე ობიექტურად არ გვაქვს, მაგრამ კონკრეტულმა სუბიექტმა შექმნა ისეთი გარემოებები, რომ პოლიციელს გაუჩდა სუბიექტური შეგრძნება, რომ შესაძლოა საქმე გვქონოდა საფრთხესთან.

     

    ასეთ შემთხვევაში პოსტ ფაქტუმ სასამართლო ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე საფრთხის ობიექტური ცნების შესაბამისად დაასკნვის, რომ საფრთხე არ იყო და შესაბამისად არაკანონიეირია პოლიციელის ქმედება, ხოლო თუ ჩავრთავთ საფრთხის სუბიექტურ მხარესაც, მაშინ უკვე სასამართლო იტყვის, რომ პოლიციელის ქმედება მართლზომიერია, რადგან საფრთხე სუბიექტურად არსებობდა და ვთქვათ 10 სხვა მოხელე, რომ დაგვეყენებინა ამ პოლიციელის ადგილზე 7 იგივე გადაწყვეიტლებას მიიღებდა..

    #3688
    kakha
    Member

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
    თეორიაში გვაქვს საფრთხის ობიექტური და სუბიექტური ცნება.. ჩვენ კანონში “საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის” ობიექტური ცნების გამოვლინებაა, ხოლო საფრთხის სუბიექტური ცნების გამოყენება ჩამოყალიბებულია სასამართლო პრაქტიკის მიხედვით (არა მარტო ქართული), რადგან მხოლოდ საფრთხის ობიექტური მხრით თუ მივუდგებით კონკრეტული საპოლიციო ღონისძიების შეფასებას, მაშინ საბოლოო ჯამში სავალალო შედეგი დადგება.

    .

    თუ სწორად გავიგე შენ ამბობ, რომ სასამართლო გვერდს უვლის კანონის მოთხოვნას, რომელიც ემყარება საფრთხის ობიექტურ ცნებას და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამკვიდრებს საფრთხის სუბიექტურ ცნებას? :)) აი ეს აზრი გამომაქვს შენ რასაც წერ იქიდან და არ გეთანხმები რათქმაუნდა. მემგონი დაწვრილებით ახსნას თუ რატომ არ გეთანხმები აზრი არ აქვს.

    .

    დაწერე აბა სასამართლოს გადაწყვეტილებები სადაც საუბარია საფრთხის სუბიექტურ სნების შემოტანის აუციებლობაზე იმის გამო რომ ”თავიდან იქნეს აცილებული სავალალო შედეგები”.

    .

    მე ვფიქრობ საფრთხის და საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის ცნებები საფრთხის სუბიექტურ ცნებების ელემეებსაც შეიცავს და აქედან გამომდინარეობს სასამართლოს პრაქტიკაც, და არა იმის გამო, რომ კანონი მხოლოდ საფრთხის ობიექტურ ცნებას შეიცავს და სუბიეტური ცნება სასამართლოს შემოაქვს და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გვერდს უვლის კანონის მოთხოვნას.

    .

    #3691

    რა თქმა უნდა არ ვიძახი მაგას.. სასამართლო კანონის საწინააღმდეგო ვერ წავა, აი ბოლოში რაც დაწერე მაგას ვგულისხმობდი. საფრთხის სუბიექტური ცნება ეფუძნება ობიექტური სუბიექტივიზმს… ანუ პოლიციელის სუბიექტური ქმედება, რამდენად ობიექტურად არის მართლზომიერი.

    #3692
    kakha
    Member

    <cite> @StepanozMamfal said:</cite>
    ანუ იმის მიუხედავად, რომ დარღვევა გვაქვს და დარღვევის დროს გამოიყენება რეპრესიული ღონისძიება, ამ შემთხვევაში პრევენციულის გამოყენება ხომ არ იქნება სწორი თქო.. შეკრების ბუნებიდან გამომდინარეე

    ამ კითხვაზე რაც დავწერე იმაზე რა პოზიცია გაქვს? პრევენციული უნდა გამოიყენოს?

    #3693

    მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სახეზეა უკანონო შეკრება  და გვაქვს კანონის დარღვევა, მაინც პრევენციული ღონისძიებების გამოყენება არის შესაძლებელი, რაც განპირობებულია თვითონ შეკრება/მანიფესტაციების ბუნებიდან. სახეზეა განგრძობადი კონკრეტული საფრთხე და ამ საფრთხის აღკვეთის მიზნით შესაძლებელია პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, მაგ: იდენტიფიკაცია, ადგილის დატოვების მოთხოვნა და ა.შ.

     

    ასეთი დასკვნის საშუალებას თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მე-11 და მე-13 მუხლებიც იძლევა… თუმცა მეორე მხრივ რეპრესიული ღონისძიებების გატარებაც შეიძლება პრევენციულთან ერთად.

    #3694
    kakha
    Member

    მხოლოდ შეკრებების და მანიფესტაციებთან მიმართებაში არა, ზოგადად განვიხილოთ. სამართალდარღვევის დროს თუ პრევენციული ღონისძიებით შესაძლებელია მიზნის მიღწევა პრევენციული ღონისძიება უნდა გამოიყენოს პოლიციამ თუ რეპრესიული?

    .

    #3699

    მაგალითად სვამენ ბიჭები უბანში ალკოჰოლურ სასმელს ან დაიწყო მოძრაობა მთვრალმა მძღოლმა მანქანით და გამოდის უკვე თავისი უბნიდან…

     

    ორივე შემთხვევაში გვაქვს სამართალდარღვევა, თუმცა ჩდება კითხვა შესაძლებელია თუ არა პრევენციული ღონისძიების განხორცილება მსგავს შემთხვევაში.

     

    მაგ: სასმელის მსმელი ბიჭებისათვის, მოქმედების შეწყვეტისკენ მოწოდება და ტერიტორიის დატოვების მოთხოვნა, ხოლო მანქანის მძღოლისათვის მანქანის ტარების უფლების შეზღუდვა დროებით.

    #3700
    kakha
    Member

    ორივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ქმედება, რომელზეც გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ანუ ადმინისტრაციული სამართადარღვევა გვაქვს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ავალდებულებს შესაბამის ორგანოს, ამ შემთხვევაში პოლიციას მოახდინოს რეაგირება სამართალდარღვევაზე. ეს რეაგირება ყველა შემთხვევაში არის სამართადარღვევაზე რეაგირების ღონისძიება, ე.ი. არაა პრევენციული. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მსუბუქ სამართალდარვევაზე მართალია ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგანს გათავისუფლების შესაძლებლობას (აღარ მახსოვს რომელი მუხლია) მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი ვალდებულია გამოუცხადოს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გაფრთხილება, ეს გაფრთხილებაც სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებას წარმოდგენს (IMPO) (მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებად ითვლება), აქედან გამომდინარე კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ითვალისწინებს მხოლოდ სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებას.

    .
    რას ფიქრობ დაწერე და მერე სხვა შემთხვევა განვიხილოთ.

    .
    ამზაცებს შორის გამოტოვება ვერ ვისწავლე. 🙂 წერტილებს იმიტომ ვწერ. როგორ გამოვტოვო?

Viewing 10 posts - 31 through 40 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.