Viewing 5 posts - 91 through 95 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #3958

    ჩემი აზრით სხვა კუთხით უნდა მოხდეს ყურადღების მიქცევა, კერძოდ სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს საჩივრის არსებობისას, გენ. ინსპექციის მხრიდან ასეთ ფაქტებზე ადეკვატური რეაგირება, შიდა-უწყებრივი გამოკვლევის ჩატარება და დარღვევის საფუძვლიანი ეჭვის აღმოჩენის შემთხვევაში იმ უწყების უფროსის პასუხისმგებლობის დაყენება, რომლის უწყებაშიც მუშაობს უკანონოდ მოქმედი პოლიციელი.

     

    ასევე უნდა მოხდეს თითოეულ პოლიციურ დანაყოფში უფროსი/მოადგილის დონეზე ტრეინინგების ჩატარება, მსგავსი ფაქტების პრევენციის კუთხით..

     

    ასევე შეიძლება ჯპს სისტემების გამოყენება, პოლიციელების სამასხურეობრივი მოვალეობების შესრულების ფარგლებში გადაადგილების მონიტორინგისათვის.

     

     

    #3959
    kakha
    Member

     

    იმ ორგანოზე დამოკიდებული ხარ რომელმაც შენი უფლება დაარღვია…  100 დან 99 შემთხვევაში არაფერიც არ გამოვა..   გენ. ინსპექცია ხშირად იმასაც უარყოფ, რომ მათთან შეტყობინება შევიდა :))

     

    გამოდის, რომ უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს მაგ შემთხვევაში.  რჩება მხოლოდ კამერა და მოწმეები. რაც შეეხება პოლიციელის კამერაც ამას მაინც ვერ გამოიყენებ. არ იწერდაო იტყვიან..

     

     

    #3960

    საერთოდ არ მომხდარა შემთხვევაო იტყვიან :))) ხოდა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ გენ. ინსპექცია არ იყოს მიკერძოებული და ჩაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში გინდ გქონია ეს ახალი კანონი და გინდ ძველი…არაფერი შეიცვლება..

     

    უფრო მეტიც, ოპერი, რომელიც გაჩერებს ქუჩაში, ისე, რომ დარღვევა არ ჩაგიდენია, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რომ საჯარო მმართველობას ახორციელებს და ინდ. აქტს გამოსცემს და ეს ფაქტი, თვითონ ძალიან პრიმიტიულად აჩენს ამ ყველაფერს.

    #3961
    kakha
    Member

     

    უფლების დაცვის იმავე ორგანოთი უზრუნველყოფა რომელმაც დაარღვია უფლება არაა საუკეთეო საშუალება ამისთვის.   გენ. ინსფექცია მიკერძოებული იქნება და მაგის მიუკერძოებლობას სახელმწიფო ვერ/არ უზრუნველყოფს. ჩვენ რეალობაზე მაქვს სუბარი..

     

    დაარღვიე რამე,  გადაამოწმე აბა რამდენად მიუკერძოებულები არიან 🙂

     

     

    #3963

    ერთი ორგანო კი არის, მაგრამ იდეაში მისი ფუნქცია რაც უნდა იყოს, სწორედ ამ ფუნქციის ამუშავების მექანიზმები უნდა შეიქმნას, რომ ეს პრობლემა გადაიწყვიტოს.. მე ასე მგონია და რავიცი.. მანამდე არაფერი ეშველება ამ საკითხს :)))

Viewing 5 posts - 91 through 95 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.