Viewing 10 posts - 61 through 70 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #22656
    kakha
    Member

     

    საინტერესოა..  ე.ი. ჯერ უნდა მოხდეს პრევენციული ღონისძიების გასაჩივრება ზემოდგომთან/სასამართლოში და უკანონოდ ცნობის შემდეგ დადგება ჩკრეკის კანონიერების საკითხი.

     

    პრევენციული ღონისძიების დროს იმდენი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ დიდი შანსია სასამართლოს უკანონოდ ცნოს.

     

    რა მნიშვნელობა აქვს როგორ მსჯელობენ პოლიციელები..?

     

     

    #3799

    ხშირ შემთხვევაში არავინ არაფერს არ ასაჩივრებს და შესაბამისად გამოდის, რომ პირის თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება გამოიყენება პირთა წინააღმდეგ.

     

    აქ საინტერესო ის საკითხია თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა თვითონ ამ მართლსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებას (ადმინისტრაციულ აქტს) , რეპრესიული ჩხრეკის მართლზომიერებაზე..

     

    შეიძლება ვთქვათ, რომ პრევენციული ღონისძიება ამ შემთხვევაში წარმოადგენს ჩხრეკის წინაპირობას და შესაბისად მისი მართლზომიერება, როგორც დავწერე ზემოთ თვითონ ამ ჩხრეკის მართლზომიერებაზეც ახდენს გავლენას..

    #3808
    kakha
    Member

    აქ საინტერესო ის საკითხია თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა თვითონ ამ მართლსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებას (ადმინისტრაციულ აქტს) , რეპრესიული ჩხრეკის მართლზომიერებაზე..

    მანდ უკვე სისხლის სამართალში გადავდივართ. არ არის მაგის პრეცედენტი? ერთხლ როგორ არავინ მოითხოვა პრევენციული ღონისძიების გასაჩივრება და ამ საფუძვლით ჩხრეკის კანონიერების საკითხის დაყენება…

    #3810

    რამდენიმე თვის მიღებულია ახალი კანონი და პრევენციული ღონისძიებები, როგორც ასეთი ამ ახალი კანონის მიერ არის ამოწეული წინა პლანზე, შესაბამისად ძველი კანონის ფარგლებში ასეთი პრობლემა არ წარმოიშობოდა, რადგან ის კანონი მხოლოდ რეპრესიისკენ იყო მიმართული..

    #3812
    kakha
    Member

     

    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლში  ”ამ კოდექსის დარღვევით” არის მითითება….?   საპოლიციო პრევეციული ღონისძიების უკანონობა როგორ ჯდება ამ მუხლის შინაარსში?

     

     

     

    #3813

    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით დაუშვებელია ადამიანის კონსტიტუციული უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ამ შემთხვევაში იზღუდება პირის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, რომელიც ევროპული კონვენციის მე-5 მუხლშია მოცული და შესაბამისად მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუციაც. აქედან გამომდინარე, ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია პირის კონსტიტუციური უფლების შელახვასთან წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას სსსკ-ის 72-ე მუხლის ჭრილში..

    #3814
    kakha
    Member

    @stefanozmamfal

     

    მაგ შემთხვევაში უფლებადამდგენი ნორმა კონვენციის 5-ე მუხლია?    კონვენციის 5-ე მუხლის დარღვევაზე ვუთითებთ?

     

    .

     

     

    #3815

    თუ ვისაუბრებთ მტკიცებულების დასაშვებობაზე უნდა მივუთითონ 72-ე მუხლზე, რადგან სწორედ ეს მუხლი არეგულირებს მტკიცების დაუშვებლობის საკითხს სისხლის სამართლის პროცესში, თუმცა ამ მუხლის უკან დგას კონსტიტუციის მე-18 მუხლი, კონვენციის მე-5 მუხლი და პროცესის მე-6 მუხლი, რომელთა მოშველიებითაც ჩვენ გავმარტავთ 72-ე მუხლის არსს და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებას უკანონო ზედაპირული შემოწმების შედეგად განხორციელებული ჩხრეკის მართლზომიერებაზე.

     

     

    #3816
    kakha
    Member

     

    არასწორად დავსვი  კითხვა…

     

    სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6-ე მუხლში არის მითთება კონსტიტუციუ უფლებებზე.  აქედან გამომდინარე თუ ვუთითებთ კონვენციის 5-ე მუხლზე გამოდის, რომ კონსტიტუციის დაცვის სფეროში შემოგვყავს ეს მუხლი.  ზოგადად ასეთ შემთხვევებში მითითება ხდება ყოველთვის კონსტიტუციის 39-ე მუხლის დარღვევაზე, რადგან ეს არის ის კონსტიტუციური ნორმა, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის სფეროში შემოყავს კონვენციის 5-ე მუხლი.  ასეთ შემთხვევებში უნდა მიეთითოს, რომ დაირღვა კონსტიტუციის 39-ე მუხლი, ხოლო მტკიცებულებად მოგვყავს კონვენციის 5-ე მუხლი.   ასეთი პრაქტიკა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს.

     

     

     

    #3818

    39-ე მუხლი რა შუაშია? პირდაპირ მე-18 მუხლშია განსაზღვრული კონვენციის მე-5 მუხლში განსაზღვრული თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლება.

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.