Viewing 10 posts - 71 through 80 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #3819
    kakha
    Member

     

    ზემოთ არ დავწერე რა შუაშია?   თუ ვუთითებს კონვენციის 5-ე მუხლს უნდა მივუთითოთ კონსტიტუციის 39-ე მუხლიც.

     

     

    #3823

    შორს წავედით და არაარსებით საკითხს განვიხილავთ, მაგრამ 39-ე მუხლი არაფერშუაში არაა, რადგან კონსტიტუციაში პირდაპირ არის გათვლაისწინებული მე-18 მუხლში კონვენციის მე-5 მუხლი და აქედან გამომდიანრე 39-ე მუხლი საერთოდ არარელენავუტურია, რადგან ეგ მუხლი გამოიყენება იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის პირდაპირ მითითებული.

    #3824
    kakha
    Member

     

    ვერ გავიგე რაზე ვდაობთ საერთოდ…?    თუ საჭიროდ თვლი კონვენციის 5-ე მუხლის მითითებას (თუ არ თვლი საჭიროდ რატომ უთითებ? მე ვთვლირომ ზედმეტია ამ შემთხვევაში კონვენციის 5-ე მუხლი იმტომ, რომ გვაქვს კონსტიტუციის 18-ე მუხლი)  39-ე მუხლი დაგვჭირდება, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 6-ე მუხლი მიუთითებს კონსტიტუციურ უფლებებზე და კონსტიტუციის დაცვის სფეროში როგორ შემოგყავს კონვენციის 5-ე მუხლი კონსტიტუციის 39-ე მუხლის გარეშე.?  მართალია იმ დროს გამოიენება 39-ე მუხლი როდესაც კონსტიტუცისაში პირდაპირ არაა გათვალისწინებული უფლება მაგრამ შენ თვითონ უთითებ კონვენციაზე… ამ შემთხვევაში ზედმეტია… იმტომ რომ გვაქვს 18-ე მუხლი.

     

    საპოლიციო ღონისძიებები ამოვწურეთ ამით?  არის კიდე რამე განსახილველი?

     

     

     

     

     

    #3825

    თითიდან ვწოვთ ახლა,  ეგეთი რამე პირველად მესმის საერთოდ 39-ე მუხლზე და კონვენციის მე-5 მუხლზე რასაც იძახი, რატომ უნდა შემოიყვანო კონკრეტული უფლება 39-ე მუხლით კონსტიტუციის დაცვის სფეროში, როცა ის უკვე კონსტიტუციის დაცვის სფეროშია? ან როგორ წარმოგიდგენია ეგ?

     

    კაი დავანებოთ თავი, თემას გადავუხვიეთ… რაა ამოვწურეთ, ჯერ არც დაგვიწყია, იმდენი საკითხია განსახილველი.. მაგ: პოლიციის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი მართალია წარმოადგენს დარღვევაზე რეაგირებას, თუმცა აღნიშნულ შემთხვევები წარმოადგენენ საგამონაკლისო შემთხვევბს, როცა პოლიცია პრევენციულად მოქმედებსო, ასეთი მოსაზრება არსებობს, რას ფიქრობ?

     

     

    #3826
    kakha
    Member

     

    სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები რაც გვაქვს მოცემული 2-ე პუნქტში  პრევენციულ ფუნქციებსაც შეიცავს.   რას გულისხმობ ”საგამონაკლისო სემთხვევები როცა პოლიცია პრევენციულად მოწმედებს/?

     

     

    #3827

    ანუ მაგ შემთხვევებში მართალია გვაქვს რეაგირება უკვე არსებულ დარღვევაზე, მაგრამ პოლიციელი ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებსო, ასეთი მოსაზრებაა.. მაგ: იგივე უკანონო შეკრების დაშლა.

    #3828
    kakha
    Member

    რაც მაგ მუხლში გვაქვს მოცემული ღონისძიებები პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით არ არინ პრევენციული ღონისძიებები, რადგან კანონი მიჯნავს ერთმანეთისგან პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, მაგრამ ამავე დროს პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს.  მაგ: ავტომანქანის მართვის შეზღუდვა… პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს გარდა იმისა, რომ რეპრესიულია.

     

     

     

    #3829

    @ReneDescartes said:
    რაც მაგ მუხლში გვაქვს მოცემული ღონისძიებები პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით არ არინ პრევენციული ღონისძიებები, რადგან კანონი მიჯნავს ერთმანეთისგან პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს, მაგრამ ამავე დროს პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს.  მაგ: ავტომანქანის მართვის შეზღუდვა… პრევენციულ მიზნებსაც შეიცავს გარდა იმისა, რომ რეპრესიულია.

     

     

     

    გეთანხმები, მე-17 მუხლი მიჯნავს სწორედაც პოლიციის პრევენციულ და რეპრესიულ ღონისძიებებს

    #3832

    პოლიციის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნანწილი:

     

     

    “პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.”

     

    საინტერესო ჩანაწერია, გამოდის, რომ პოლიციის ფორმაში მყოფი პირი არ არის ვალდებული თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

    #3835
    kakha
    Member

     

    მეც დამაფიქრა თავიდან მაგ დანაწესმა.   მე ასე განვმარტაბდი: პოლიციელი, რომელის არაა ფორმაში ვალდებულია წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი, მიუხედავად იმისა მოითხოვს, ამას თუ არა ღონისძიების ადრესატი, ხოლო ფორმიანი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ვალდებული წარადგინოს საბუთი, თუ ამის მოთხოვნა იქნება.

     

    ფორრმიანის ვალდებულება წარმოადგინოს საბუთი კანონიდან და შსს მინისტრის ბრძანებებიდან გამომდინარეობს, და ეს დანაწესით მათთან ურთიერთკავშირში უნდა განიმარტოს.  მაგ დანაწესის მიზანი უფორმო პოლიციელზე განსაზღვრული ვალდებულების დაკისრებაა და არაა ის მიზანი, რომ ფორმიანი გაათავისუფლოს გარკვეული ვალდებულებისაგან. ეს რომ იყოს მიზანი, ასე, რომ იყოს ფორმულირებული ეგ მუხლი, მაშინ სხვა შედეგს მივიღებდით.

     

     

Viewing 10 posts - 71 through 80 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.