Viewing 10 posts - 81 through 90 (of 95 total)
  • Author
    Posts
  • #3836

    დისკრეცია ხომ არ გვაქვს, რომელიც გულისხმობს პოლიციელის უფლებამოსილებას წარადგინოს ან არ წარადგინოს უფლებამოსილების შესახებ დოკუმენტაცია, თუ პირი მოითხოვს ამის შესახებ ?

    #3837
    kakha
    Member

    97არაა… მანდედანაც შეიძლება მაგრამ მემგონი შორს მივდივართ მასე..  ვართულებთ ძალიან..

     

    იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება მოითხოვო საპოლიციოა ღონისძიების გასაჩივრება, ან პოლიციელის დისციპლინარული პასუხისმგებლობა.. მარტო აქედან გამომდინარეობს, ბევრი როარ ვეძებოთ..

     

     

     

    #3885
    kakha
    Member

     

    საპოლიციო ღონისძიებებიდან  გვაქვს რამე დასაწერი?

     

     

    #3886

    ბევრი რამეა დასაწერი, პოლიციის შესახებ კანონის 19-29 მუხლები სულ პოლიციური ღონისძიებებია და ბევრი საინტერეოს დაწერა შეიძლება.. წარმოწიე თემა და განვიხილოთ 🙂

    #3948

    მოდი ცოტა პრაქტიკული კუთხიდან შევხედოთ საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებას.. მაგ: ქუჩაში ღამე მიდიხარ სახლში და მოვიდა ვიღაც უფორმო ოპერი და დაიწყო იდენტიფიკაცია (პოლიციის შესახებ 20-ე მუხლი), სურათი უნდა გადაგიღოო იძახის.. ანუ ფაქტობრივად ინდ. აქტი გამოსცა, რომელიც აშკარად უკანონოა..

     

    ასე თეორიულად, რომ შევხედოთ ყველაფერი მარტივია… სახეზეა უკანონო ინდ. აქტი და უნდა მოხდეს მისი გასაჩივრება, მაგრამ ფრაქტიკულად ამის გაკეთება შესაძლოა სირთულეებტან იყოს  დაკავშირებული, რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით? პრაქტიკულად როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქ, რომელსაც ოპერი აჩერებს და უკანონო ღონისძიებას ახორციელებს, თან შეურაცყოფას აყენებს.

    #3949
    kakha
    Member

     

    კარგი საკითხი წამოწიე….

     

    თეორიულად მარტივია კი… გამოიცა სამართლებრივი აქტი რომელიც არის უკანონო….    პრაქტიკულად, ასეთ შემთხვევებში ჩემი აზრით არ გვაქვს უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმი…   მტკიცების ტვირთი ასეთი ფაქტის არსებობის. ე.ი. ინდ. აქტის გამოცემის,  არის ღონისძიების ადრესატზე (შეიძლება პოლიციაზე იყო გამონაკლის შემთხვევებში),  მოქალაქემ უნდა დაამტკიცოს, რომ ინდ. აქტი გამოიცა, ხოლო პოლიციამ ის, რომ ეს აქტი კანონიერია.  ამის მტკიცება, ინდ. აქტის გამოცემის,  არის მთავარი პრობლემა აქ.

     

     

     

    #3950

    როგორ ფიქრობ ასეთ შემთხვევებში რა მექანიზმების გამოყენება არის შესაძლებელი?

     

    ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევებში ინდ. აქტის გამოცემის მტკიცების შესაძლებლობის უზრუნველყოფა არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის არაერთ უფლებასთან, მაგ: პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან, თავისუფლების და ხელშეუხებლობის უფლებასთან, თუნდაც ღირსების ხელშეუვალობის უფლებასთან…

    #3951
    kakha
    Member

     

    ანუ, შენ თვლი, რომ ჩამოთვლილი უფლებების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე ინდ. აქტის გამოცემის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პოლიციას აკისრია?

     

    ვერ გავიზიარებ მაგ პოზიციას ამ არგუმენტით.  მხოლოდ პოზიტიური ვალდებულებებიდან, რომ ეგ გამომდინარეობდეს, ასეთ შემთხვევაში არამარტო საპოლიციო ღონისძიებების დროს არამედ ნებისმიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში მტკიცების ტვირთი, (არამხოლოდ აქტის კანონიერების, განსაზღვრული ფაქტის არსებობა არ არსებობის) მთლიანად ადმინისტრაციულ ორგანოებზე იქნებოდა. ეს, რომ ასე არ არის ამას მოწმობს სასამართლო პრაქტიკა, ძალიან ბევრ გადაწყვეტილებებში.  მასე, რომ იყოს გამოვიდოდა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალწარმოების დროსაც გამოიყენება არ უნდა გამოიყენებოდეს.   სასამართლო პრაქტიკაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს ეს პრინციპიც ფართოდ გამოიყენება და განსაზღვრული ფაქტების მტკიცების ტვირთიც ხშირად ეკისრებათ მოქალაქეებს.   გარდა იმისა რაც ზემოთ დავწერე, ეს საკითხი დაკავშირებულია სამართლებრივ უსაფრთხოებასთან.  მტკიცების ტვირთის მთლიანად სახელმწიფოზე დაკისრება დიდი ზიანს მიაყენებდა კონსტიტუციურ უსაფრთხოებას.  კონსტიტუციური წესრიგი… სამართლებრივი უსაფრთხოების… წინაშე ხშირ შემთხვევაში უკან იხევს ძირითადი უფლებები, თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით.

     

    მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარად გადაწყდეს,  ობიექტური განაწილების პრინციპის გამოყენებით.  ერთ-ერთისთვის ცალსახა ვალდებულების დაკისრება, ხშირ შემთხვევებში გამოიწვევდა აშკარა დისბალანსს უფლებებსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის.    პოლიციელს რომელსაც კამერა აქვს, ანუ ვალდებულია ატაროს კამერა და იმ პოლიციელს რომელსაც არ აქვს ამის ვალდებულება, ასეთ შემთხვევებში  შეიძლება ერთ შემთხვევაში პოლიციას დაეკისროს მტკიცების ტვირთი, მეორე შემთხვევაში მოქალაქეს.  პოლიციის კამერაზე ადრე მინდოდა დაწერა და გადამავიწყდა..  პოლიციის კამერით აღჭურვა გარკვეულწილად კავშირშია სახელმწიფოს პოზიტიუ ვალდებულებასთან შექმნას უფლების დაცვის მინიმალური საშუალებები მაინც…

     

    მე ვერ ვხედავ ეფექტურ საშუალებებს ამისთვის..   კამერა უნდა გქონდეს, 🙂

     

     

    #3954

    @ReneDescartes said:
    ანუ, შენ თვლი, რომ ჩამოთვლილი უფლებების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე ინდ. აქტის გამოცემის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში პოლიციას აკისრია?

     

    არა, მაგას არ ვიძახი.. მე ვიძახი, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთ შემთხვევაში პოლიციური ღონისძიების ადრესატს ჰქონდეს იმის მტკიცების შესაძლებლობა, რომ ინდ. აქტი გამოიცა მის მიმართ.

     

    რაც შეეხება კამერას, ვთქვათ პოლიციელს აქვს კამერა და იგი არ იყენებს მას.. მერე იძახის, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარაო… ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს, როგორ უნდა დავაკისროთ იმის დამტკიცების ტვირთი, რომ მართლაც არაფერი მომხდარა, ნეგატიური გარემობის მტკიცების ტვირთის დაკისრება სახელმწიფოზე არაეფექტიანი იქნება..

    #3957
    kakha
    Member

    მაგის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს…

     

    გეთანხმები….  კამერის შემთხვევაშიც ინდ. აქტის გამოცემის ტვირთს ვერ დავაკისრებთ პოლიციას… ამავე დროს შეიძლება სხვა ისეთი გარემოებების მტკიცების ტვირთი დაეკისროს რაც უკამეროს არ დაეკისრებოდა.

     

    შენ რას ფიქრობ? როგორ უნდა დაამტკიცოს ღონისძიების ადრესატმა ინდ. აქტის გამოცემა?

     

     

Viewing 10 posts - 81 through 90 (of 95 total)
  • You must be logged in to reply to this topic.