• This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years ago by BLH.
Viewing 10 posts - 1 through 10 (of 72 total)
  • Author
    Posts
  • #1517

    სამოქალაქო პროცესი

    ამ თემაში განვიხილავთ სამოქალაქო პროცესუალურ საკითხებს: სახელმწიფო ბაჟი, საპროცესო ვადები, სასარჩელო მოთხოვნის სწორედ განსაზღვრა, სამართლებრივი საფუძვლები, ფაქტობრივი გარემოებების სწორი განსაზღვრა და მტკიცებულებები, უდავო და მარტივი წარმოება და ა.შ.

    სარჩევი:

    1) სამოქალაქო პროცესი: ზოგადი საკითხები

    სამოქალაქო პროცესის რეგულირების სფერო

    სამართლის და კანონის ანალოგია

    სასამართლოს დადგენილებები

    სამოქალაქო პროცესი ს პრინციპები

    2) განსჯადობა/ქვემდებარეობა

    3)პროცესის ხარჯები და ვადები

    დავის ღირებულების განსაზღვრა

    სასამართლო ხარჯების ჩათვლა საჩივრის ღირებულებაში

    დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა თანამონაწილეობისას

    დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა სარჩელების გაერთიანებისას

    სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება

    სასამართლო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის

    სასამართლო ხარჯების განაწილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას

    4) სასამართლო შეტყობინება/დაბარება

    მისამართის შეცვლა საქმის წარმოების დროს

    5)პროცესის მონაწილეები

    არასათანადო მოპასუხის ჩანაცვლება

    წარმომადგენლობის სპეციალური უფლებამოსილება

    6)მტკიცებულებები

    აუდიო ჩანაწერი, როგორც მტკიცებულება

    ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება

    წერილობითი მტკიცებულებები

    ექსპერტის დასკვნა

    აღიარება

    საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი

    მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულების დარღვევა

    მტკიცების ტვირთი ნასყიდობის დროს

    სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მტკიცება

    7) საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში

    ქონებრივი და არაქონებრივი დავა

    მიკუთვნებითი და აღიარებით სარჩელი

    სამართლებრივი საფუძვლის სწორედ მითითება სარჩელში

    სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა  მთავარ სხდომაზე

    ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა სარჩელის შეტანით

    შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები

    8) სარჩელის უზრუნველყოფა

    სხვისი მოძრავი ნივთების დაყადაღება

    ყადაღის დადება მეუღლეთა თანასაკუთრებაზე

    9) სასამართლო გადაწყვეტილება/აღსრულება

    სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობა

    სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსი

    მოსამართლის წინაგანი რწმენა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას

    სააღსრულებლო ფურცლის/დუბლიკატის გაცემა

    დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა

    გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება

    10) გამარტივებული/უდავო წარმოება

    11) საქმის წარმოება აპელაციაში

    სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

    სააპელაციოს სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობა

    სააპელაციო განჩინების შინაარსი

    12) საქმის წარმოება კასაციაში

    13) სხვა საკითხები

    მოსამართლის კვალიფიკაცია

     

     

    #1518
    BLH
    Keymaster
    #28238
    BLH
    Keymaster

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გამოყენების სფერო

    ზოგადი წესის მიხედვით, სამოქალაქო საქმეებს საერთო სასამართლოები განიხილავენ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით. შესაძლოა ასეთი წესები სხვა ნორმატიულ აქტებშიც იყოს განსაზღვრული, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი უფრო სპეციალურია მათ მიმართ, გარდა რანგით უფრო მაღალი ნორმატიული აქტებისა, მაგ: საერთაშორისო შეთანხმება, კოსტიტუცია.

    საქმის წარმოება ხორციელდება სასამართლოში იმ საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის,საპროცესო მოქმედების შესრულების, გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

    მაგ: თუ სარჩელი აღიძრა და საქმის წარმოება გაიხსნა ახალი სსკ-ს ამოქმედებამდე, ხოლო შემდეგ მიღებულ იქნა ახალი კანონი, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ეს ახალი კანონი, იმის მიუხედავად საქმის წარმოების გახსნა/განხილვა დაიწყო თუ არა ძველი სსკ-ს მოქმედების პირობებში.

    ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე შესრულებული მოქმედება ჩაითვლება არამართლზომიერად, უბრალოდ მოხდება, შემდეგი მოქმედებების განხორციელება ახალი კანონით, ხოლო ძველი დარჩება შესრულებული ძველით.

    #28253
    BLH
    Keymaster

     სამართლის და კანონის ანალოგია 

     

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლში განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის მსგავსი რეგულაცია  კანონისა და სამართლის ანალოგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც თუ არ არსებობს გარკვეული ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, გამოიყენება მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, ხოლო თუ არც ეს უკანასკნელია სახეზე, მაშინ სასამართლო ხელმძღვანელობს ზოგადი სამართლებრივი პრინციპებით.

    იგივე ითქმის ნორმებზე, კერძოდ თუ არ არსებობს საპროცესო კოდექსიში გარკვეული საკითხის მარგულირებელი ნორმა, გამოიყენება საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც აწესრიგებს მსგავს საკითხს, ხოლო თუ ეს უკანასკნელიც არ არსებობს, მაშინ გამოიყენება ზოგადი სამართლებრივი პრინციპები.

    #28252
    BLH
    Keymaster

    სასამართლოს გამოაქვს ორი სახის დადგენილება

    • გადაწყვეტილება (243-ე მუხლი) – აღნიშნული დადგენილებით საქმე არსებითად წყდება- მაგ: მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
    • განჩინება( 284-ე მუხლი) – საქმე არსებითად არ წყდება, მაგ: განჩინება გარკვეული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, განჩნება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ა.შ.

    ორივე დადგენილება გამოდის საქართველოს სახელით და  სავალდებულოა შესასრულებლად და თუ ნებაყოფლობით არ ხორციელდება აღსრულება, მაშინ მოხდება იძულებითი ღონისძიებების გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    #28247
    BLH
    Keymaster

    სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობა

    კანონიერ ძალაში შესრული სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება/დადგენილება სავალდებულოა ყველასთვის.

    გადაწყვეტილების სავალდებულოობა ნიშნავს:

     

    ა) გადაწყვეტილება არ შეიძლება გაუქმდეს/შეიცვალოს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს, ადმინისტრაციული ერთეულის მიერ, იურიდიული პირების და ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ. სასამართლო გადაწყვეტილებათა გაუქმება/შეცვლა/აღსრულება/შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული საფუძვლებითა და წესით.

    ბ) ეს ორგანოები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ყველანაირად სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებას, სასამართლო აღმასრულებლის მოთხოვნები, მიმართული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ, სავალდებულოა ყველასათვის.

    გ) სახელმწიფო/ სხვა ორგანოები ვალდებულები არიან შეასრულონ შესაბამისი მოქმედებანი იმ უფლებათა გაფორმების/რეგისტრაციის მიზნით, რომლებიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

    დ) სასამართლო გადაწყვეტილებათა კანონიერი ძალა და მათი სავალდებულოობა შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ ამ საქმის განხილვაში. გადაწყვეტილების გამოტანა იმ მხარის მიმართ, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება საქმის განხილვის შესახებ, ან რომელიც საერთოდ არ იყო ჩართული ამ საქმეში, არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394.ბ-ე მუხლი)

    ასეთ პირებს შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩაბმული პროცესში მხარეებად ან თუმცა იყვნენ ჩაბმული, მაგრამ არ იყვნენ მოწვეული საქმის განხილვაში. თუ ასეთი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მათ შეუძლიათ მიმართონ

    #29680
    BLH
    Keymaster

    დისპოზიციურობის პრინციპი

     

    (სუსგ. N-ას-1158-1178-2011)

    სადავოა უსაფუძვლოდ გადახდილი ელექტროენერგიის საფასურის თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 248-ე და 377-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის.

    საკასაციო სასამართლოს განმარტება: ზემოთ მითითებული ნორმები დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნის ფარგლებით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეს განმეორებით დაეკისრა იმ თანხის გადახდა, რაც მას ერთხელ უკვე ჰქონდა დაკისრებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

    მოპასუხე სადავოდ ხდიდა ასევე მოსარჩელის მიერ ელექტროენერგიის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთიც სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მოპასუხეს, მაშინ, როდესაც სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა, ვინაიდან იგი თავის მოთხოვნას, სწორედ, ამ ფაქტობრივ გარემოებაზე აფუძნებდა. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 411-ე მუხლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

    #28246
    BLH
    Keymaster

    ქონებრივი და არაქონებრივი დავა

     

     სააპელაციოს სასამართლოს გადაწყვეტილება N-2ბ/2491-14

    “პალატა განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად – საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე – მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისაკენ მიმართული). არაქონებრივ-სამართლებრივია დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა კი არის ყველა სხვა ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების საგნების შენარჩუნებით ან ქონებრივი უფლების შეძენით.”

    #28024
    BLH
    Keymaster

    მიკუთვნებითი და აღიარებითი სარჩელ

    (საქმე ას-55-54-2014)

    სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას.

    აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი, – სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება არ შეიძლება. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი თვით ვალდებულების შესრულების თაობაზე. ამდენად, მატერიალურ-სამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.

    სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. ამასთან, სარგებელი უნდა იყოს რეალური, ხელშესახები, მიღწევადი და დამოკიდებული არ იყოს სამომავლო, უცნობ მოვლენებზე, მით უმეტეს, აღნიშნული არ უნდა წარმოადგენდეს ნებაზე დამოკიდებულ პირობას.

    #1795

    სამართლებრივი საფუძვლის სწორედ მითითება

    სარჩელში სამართლებრივი საფუძვლის სწორედ მითითებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, უზენაესი სასამართლომ  საქმეში¹ას-877-825-2010

    მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ეხება სასამართლოს თავისუფლებას გამოიყენოს სამართლებრივი ნორმები, მიუხედავად იმისა, მხარეები სწორედ უთითებენ თუ არა მათზე.

    “სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის «თ» ქვეპუნქტი ავალდებულებს მოსარჩელეს, სარჩელში მიუთითოს იმ სამართლებრივ საფუძვლებზე, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს, თუმცა ასეთის მიუთითებლობა ან ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება არ შეიძლება იყოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მხარის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენა სასამართლოს უფლებაცაა და ვალდებულებაც.

    დავის სამართლებრივი შეფასებისას მოსამართლე სრულიად დამოუკიდებელია, განსხვავებით პროცესის ფაქტობრივ საფუძვლებზე მუშაობისაგან და არ არის შებოჭილი დისპოზიციურობის ან შეჯიბრებითობის პრინციპებით.”

Viewing 10 posts - 1 through 10 (of 72 total)
  • You must be logged in to reply to this topic.