მთავარი გვერდი › forums › იურიდიული ფორუმი › სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი › სამოქალაქო პროცესი
Tagged: დასაშვებობა, მოპასუხე, მოსარჩელე, მტკიცებულება, მხარეები, სამოქალაქო პროცესი, საპროცესო, სარჩელი, სარჩელის შეტანა, ფარული ჩანაწერი
- This topic has 71 replies, 6 voices, and was last updated 6 years, 5 months ago by BLH.
-
AuthorPosts
-
სექტემბერი 1, 2014 at 07:40 #2019ივერიელიParticipant
სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება (უმუშევრობის საფუძვლით)
ას-113-458-07 ამ გადაწყვეტილებაში საუბარია იმაზე, რომ პირის უმუშევრობა არ წარმოადგენს ისეთ საპატიო საფუძველს, რომელზე დაყდნობითაც შესაძლებელია პირს გადაუვადდეს ბიუჯეტში გადსახადელ საპროცესო ხარჯების გადახდა.
“უმუშევრობა არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას.”
ხოლო ამ გადაწყვეტილებაში ას-637-1015-06, საუბარია იმაზე, რომ უმუშევრობა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლო ხაჯრბისაგან გათავისუფლების საფუძველს.
“სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლება შესაძლებელია თუ “მხარეს სხვადასხვა მიზეზთა გამო შექმნილი აქვს ისეთი სიტუაცია, რომ მას არ შეუძლია გაწიოს სასამართლო ხარჯები. აღნიშნულში მოიაზრება უმუშევრობა, მრავალსულიან ოჯახში ცხოვრება და ა.შ. ქონებრივი მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე.”
სექტემბერი 1, 2014 at 09:14 #2021EdikaParticipantის პირველი ვარიანტი ჯობია ჩემი აზრით.
სექტემბერი 1, 2014 at 13:25 #2068ივერიელიParticipantგადაწყვეტილების აღსრულების წესთან დაკავშირებული საკითხი
ახლა ერთი ასეთი საკითხი მინდა წამოვწიო, რეალური შემთხვევა მოხდა, რომ პირმა მოითხოვა ბინის მესაკუთრედ ცნობა და დააყადაღა აღნიშნული ბინა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ ცნო ეს პირი ბინის მემკვიდრედ და შესაბამისი გადაწყვეტილებით იგი მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც დაუხარვეზეს განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მისივე ყადაღა ედო აღნიშნულ ბინას და სანამ არ მოიხსნებოდა ყადაღა, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა. ეს პირი ჩავარდა დილემის წინაშე, რა უნდა გაეკეთებინა?
გამოსავალი არის მარტივი, უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის სახელზე განცხადების დაწერა, რომლითაც მოხდება აღსრულების წესის განსაზღვრა, კერძოდ ყადაღის მოხსნა და საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლო მიიღებს ამ ორ მოქმედების შესახებ ერთიან განჩინებას, რომლის საფუძველზეც მოხდება რეესტრში ბინაზე საკუთრების რეგისტრაცია.
სექტემბერი 1, 2014 at 15:02 #2069ივერიელიParticipantსხვისი მოძრავი ნივთების დაყადაღების პრობლემა
ას-996-1297-07 ეს გადაწყვეტილება ეხება ისეთ შემთხვევას, როცა მოძრავი ნივთების დაყადაღებისას, მოვალის მაგივრად, მესამე პირის მოძრავი ნივთების დაყადაღება ხდება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით ამ მესამე პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი მის მოძრავ ნივთებზე ყადაღის მოხსნის თაობაზე.
ასეთი დავის შემთხვევაში, მოპასუხეები არიან იმპერატიულად განსაზღვრულნი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, ესენი არიან მოვალე და კრედიტორი, ხოლო აღსრულების ბიურო არ წარმოადგენს დავის მხარეს, მან უბრალოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოქმედება.
უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ “ამ შემთხვევაში კანონის აღნიშნული ნორმა მიუთითებს მოპასუხის მხარეზე სავალდებულო თანამონაწილეობის შესახებ.”
” მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოვალესა და კრედიტორთან მიმართებაში სავალდებულო თანამონაწილეობას, რაც სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, სავალდებულო თანამოპასუხე საქმეში ჩააბას თავისი ინიციატივით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის საფუძველზე”
სექტემბერი 1, 2014 at 15:13 #29676ივერიელიParticipantმოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
(სუსგ. N-ას-262-253-2012)
სააპელაციო სასამართლომ შემოსული საჩივრის განხილვისას ყადაღადადებული ნივთების კასატორებისადმი კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად და სარჩელის დასაკმაყოფილებლად მხოლოდ მოწმის ჩვენება არ მიიჩნია საკმარისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტება: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა სკ-ის 151-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, შესაბამისად, ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი მოსარჩელეა.
სექტემბერი 1, 2014 at 15:59 #37986BLHKeymasterსარჩელი ყადაღისგან ქონების გათავისუფლების შესახებ – ერთგვაროვანი პრაქტიკა
(სუსგ.№ ას–680-651-2016)
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას.
აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ).
სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად).
ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სუსგ-ებები №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი;№ას–1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი; №ას-1685-1579-2012, 28 იანვარი, 2013 წელი).
სექტემბერი 2, 2014 at 14:58 #2080kakhaMemberმოვალის ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული საკითხი
მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის ანგარიშზე თუმცა არ მიუთითებია სარჩელში კონკრეტულად რომელ ანგარიშზე იმ საფუძვლით, რომ არ იცოდა მოსარჩელეს საბანკო ანგარიშები სად ჰქონდა. სასამართლომ დააკმაყოფილა და მოპასუხეს თუკი რაიმე საბანკო ანგარიში ჰქონდა ყველგან დაედო ყადაღა. რამდენად სწორად მიგაჩნია ამგვარი უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილება, როცა შუამდგომლობაში საერთოდ არ უთითებ არც ანგარიშის ნომერს და არც იცი აქვს თუ არა საერთოდ საბანკო ანგარიში.
სექტემბერი 2, 2014 at 15:30 #2081ივერიელიParticipantმოსარჩელეს საიდან უნდა გქონდეს იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ იცოდე მოვალის ანგარიშების შესახებ, რაც ღია ინფორმაციას არ წარმოადგენს. მთლად ჯანმრთელი არ უნდა იყოს ეგ ყველაფერი, მაგრამ პრაქტიკაში, როგორც ჩანს, მოსული პონტია. უფრო მეტიც, შეიძლება მოითხოვო ანგარიშის დაყადაღება გარკვუელი თანხის ნაწილში (მაგ: 5000 ლარის ოდენობით), მერე მიდის აღმასრულებელი ბანკებისგან ღებულობს ინფორმაციას ამ მოპასუხის ანგარიშების შესახებ და უყადაღებს განჩინებაში მითითებული ოდენობით თანხას 🙂
სხვათაშორის სასამართლოსაც შეუძლია შეზღუდოს ანგარიშების ყადაღის მოცულობა და დააყადაღოს გარკვეული ოდენობით.
შენ რა პრობლემას ხედავ?
სექტემბერი 2, 2014 at 20:48 #2088kakhaMember90 პროცენტ შემთხვევაში მინიმუმ არ აკმაყოფილებს ეგეთ მოთხოვნას სასამართლო. ის გამონაკლისი შემთხვევა მაინდამაინც ეხლა მოხდა. გარკვეული თანხის ნაწილში შეგიძლია მოითხოვო, მაგრამ როდესაც სასამართლო ყადაღას გადებს მაგალითად 50 ათასი ლარის ვალის გამო 5 სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე როგორც მინიმუმ არასწორია.
სექტემბერი 3, 2014 at 06:03 #2090ივერიელიParticipantპრინციპში მართალი ხარ, ხომ ასაჩივრებ და გააუქმებს სასამართლო დიდი ალბათობით. მე ვფიქრობ, ეგეთ შემთხვევებში, თუ აკმაყოფილებს სასამართლო მსგავს განცხადებას უზრუნველყოფაზე, მაშინ აუცილებლად ოდენობით მიხედვით უნდა იყოს შემოფარგლული უზრუნველყოფის ფარგლები, რადგან 50 ათასის გამო შეიძლება 5 მილიონის ანგარიშები დაყადაღდეს.
-
AuthorPosts
- You must be logged in to reply to this topic.