მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #3193
    BLH
    Keymaster

    კი, სწორედ გაიგე… 396-ე და 997-ე მუხლების საფუძველზე პასუხს აგებს “მფლობელი” და არა მოსარგებლე 155.2-ე მუხლის გაგებით..

     

    თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია ისეთი სიტუაციებიც, როცა მოსარგებლე არ წარმოადგენს 155.2-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, არც “მფლობელს” 999.1-ე მუხლის გაგებით, არამედ მას მესაკუთრისგან გადაცემული აქვს მანქანა ე.წ. “მეგობრული” ან “ჯელტმენური”  გარიგებების დროს, ასეთ შემთხვევაში ამ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს პირდაპირ 992-ე მუხლით, ხოლო “მფლობელი” საერთოდ არ იქნება პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევაში, მაგრამ უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ასეთ შემთხვევაში მფლობელსაც დაეკისრება სოლიდარულად პასუხისმგებლობა, სკ-ის 999-ე მუხლის საფუძველზე.

     

    #3214
    BLH
    Keymaster

    წინა გვერდებზე ვისაუბრეთ 999-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „მფლობელის“ ცნებაზე და მინდა დავამატო ავსტრიის კანონდებლობის რეგულაციები აღნიშნულ საკითხებზე:

     

    „A keeper is not liable to those persons who use the motor vehicle without the permission of the keeper.“

     

    „მფლობელი არ არის პასუხისმგებელი იმ პირების მიერ ავტოტრანსპორტის გამოყენებაზე, რომლებიც მისი ნებართვის გარეშე ახორციელებენ ავტოტრანსპორტით სარგებლობას.“

     

    „ no liability exists in respect of individuals who are employed to operate the motor vehicle. „

     

    „პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან ავტოტრანსპორტის გამოყენებისათვის“

     

    “Keeper” denotes anyone who, at the time of the accident, used the vehicle for his or her advantage and had the ability to avert the danger. „

     

    „მფლობელი“ არის ყველა პირი, რომელიც ავარიის შემთხვევაში იყენებდა ავტოტრანსპორტს მისი ინტერესების შესაბამისად და ჰქონდა ძალაუფლება მომეტებული საფრთხის წყაროზე“

     

    (DCFR volume IV, 3533)

    #3219
    Edika
    Participant

    <cite> @StepanozMamfal said:</cite> კი, სწორედ გაიგე… 396-ე და 997-ე მუხლების საფუძველზე პასუხს აგებს “მფლობელი” და არა მოსარგებლე 155.2-ე მუხლის გაგებით..

     

    თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია ისეთი სიტუაციებიც, როცა მოსარგებლე არ წარმოადგენს 155.2-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს, არც “მფლობელს” 999.1-ე მუხლის გაგებით, არამედ მას მესაკუთრისგან გადაცემული აქვს მანქანა ე.წ. “მეგობრული” ან “ჯელტმენური”  გარიგებების დროს, ასეთ შემთხვევაში ამ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს პირდაპირ 992-ე მუხლით, ხოლო “მფლობელი” საერთოდ არ იქნება პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევაში..

     

    და რატომ არ შეიძლება მოსარგებლემაც აგოს პასუხი სოლიდარულად? 396-ში საუბარია იმაზე რომ ისე აგებს პასუხს მოვალე იმ პირის მოქმედებისთვის, რომელსაც იგი იყენებს თავისი ვალდებულების შესასრულებლად, როგორც თავისი ბრალებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვისო, მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ პირი რომელსაც იყენებს მოვალე თავისი ვალდებულების შესასრულებლად არ აგებს პასუხს სოლიდარულად?

    #3229

    სწორედაც, რომ მაგას ნიშნავს.. როცა “ა” პირი იყენებს “ბ” პირს თავის საქმიანობაში, მის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში მიყენებული ზიანი სხვისთვის, უტოლდება “ა”-ს მიერ ზიანის მიყენებაზე. აქ პრაქტიკულად წარმომადგენლობასთან გვაქვს საქმე და ზოგადი წესებით, როგორც წარმომადგენელი-წარმოდგენილის ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

    #3239
    BLH
    Keymaster

    დამსაქმებლის პასუხსიმგებლობა დასაქმებულის მიერ მიყენებულ ზიანზე

     
    ვინაიდან შევეხეთ რამდენჯერმე 997-ე მუხლს, მოდი განვიხილოთ დეტალურად,  თუ რას წარმოადგენს ეს მუხლი.  
     
     
     
     
    პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.”  
     
     
    აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ასევე განვიხილოთ სკ-ის 396-ე მუხლი:  
     
     
     
     
    მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს.”  
     
     
    აღნიშნული მუხლების მიხედვით განსაზღვრულია პირის პასუხისმგებლობა  დაქირავებული მუშაკის და წარმომადგენლის ბრალეული ქმედებისათვის.   პასუხისმგებლობის საფუძველია: დაქირავებული პირის/წარმომადგენლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება,  ზიანი და მიზეზობრივი კავშირი.  
     
     
    სკ-ის 992-ე მუხლით პასუხისმგებლობისაგან იმით განსხვავდება, რომ მოვალე პასუხისმგებელია არა თავისი, არამედ სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის. სახეზეა ფიქცია, რომელიც ვლინდება იმაში, რომ დასაქმებული პირის/ წარმომადგენელის ქმედება გატოლებულია მოვალის ქმედებასთან.  
     
     
    უნდა განვსაზღვროთ 997 და 396-ე მუხლის რეგულაციის სფერო, იგი ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:  
     
     
    1. დაქირავებული პირის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში-  უნდა არსებობდეს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. (997-ე მუხლი). 
     
     
    2. წარმომადგენლის მიერ ზიანის მიყენებისას (ამ შემთხვევაში რელევანტურია ზოგადად წარმომადგენლობასთან დაკავშირებული მუხლები 103-114-ე მუხლები, ასევე სპეციალური შემთხვევები, მაგ: დავალების ხელშეკრულების დროს).
     
     
    3. როცა მესამე პირის გამოყენება ხდება ვალდებულების შესრულებისათვის. მაგ: “ა” და “ბ”-მ დადეს მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, “გ”-ს უნდა ჩამოეყვანა “ბ”-სთვის ავტომობილი, თუმცა მან არ ჩამოუყვანა ავტომობილი დროულად. ამ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებელი იქნება “ა” და არა “გ”.
     
     
    აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსი გამოყოფს  სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მისი მოხელეთა ბრალეული ქმედების შემთხვევაში (სკ-ის 1005-ე მუხლი), ხოლო (სუსგ N- ას- 1078-1313-05) ამ გადაწყვეტილებაში უზენაესმა სასამართლომ რატომღაც მიიჩნია, რომ საჯარო მოხელეს გამო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა 997-ე მუხლით უნდა ეკისრებოდეს, რაც ვფიქრობ არასწორია და ამის შესახებ მოგვიანებით ვიმსჯელოთ.
    #3240
    Edika
    Participant

    სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის კომენტარში წერია რომ დაქირავებული პირის მოქმედება უნდა იქნას აღქმული როგორც დამქირავებლის მოქმედებადო.    

     

    შეიძლება თუ არა 1005-ე მუხლი, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ეხება მისი მოხელის მიერ მიყენებულ ზიანზე, განვიხილოთ როგორც 997-ე მუხლის კერძო შემთხვევა ?

    #3242

    ეგრეც არის  997-ე მუხლი არის ზოგადი რეგულაციის მქონე, ხოლო 1005-ე მუხლი სპეციალური და ვინაიდან 1005-ე მუხლი სპეციალური ნორმაა და უფრო სპეციფიკურად არეგულირებს ამ საკითხს ამიტომაც უნდა გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი, სახელმწიფო მოსამსახურეთა მიმართ.

     

    ახლა წარმოიდგინე სულ რომ არ არსებობდეს ეს 1005-ე მუხლი… ამ შემთხვევაში 997-ე მუხლით მაინც იქნებოდა შესაძლებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობის დაყენება მისი მუშაკის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით ზიანის მიყენების შემთხვევაში,(როცა ზიანის მიყენება არ ხდება საჯარო ფუნქციების შესრულების ფარგლებში) ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელმწიფო, როგორც ჩვეულებრივი კერძოსამართლებრივი პირია, რომელსაც აკისრია კანონისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივი ვალდებულებები.

     

    #3248
    BLH
    Keymaster
    997-ე მუხლთან დაკავშირებული რეგულაცია ევროპულ მოდელურ კოდექსში (DCFR VI 3:201)  
     
     
    “VI.–3:201: Accountability for damage caused by employees and representatives  
     
     
    (1) A person who employs or similarly engages another is accountable for the causation of legally relevant damage suffered by a third person when the person employed or engaged:  
     
     
    (a) caused the damage in the course of the employment or engagement; and  
     
     
    (b) caused the damage intentionally or negligently, or is otherwise accountable for the causation of the damage.  
     
     
    (2) Paragraph (1) applies correspondingly to a legal person in relation to a representative causing damage in the course of acting as such a representative. For the purposes of this paragraph, a representative is a person who is authorised to effect juridical acts on behalf of the legal person by its constitution.”  
     
     
    აღნიშნული მუხლი ორ ნაწილიანია, პირველი ნაწილის მიხედვით, პირი პასუხისმგებელია მისი დაქირავებულის ან ანალოგიურად დაკავშირებული პირის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას ბრალეული და ბრალის გარეშე ქმედების (ბრალის გარეშე პასუხისმგებელობის შემთხვევა) შედეგად მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანისათვის.  
     
    მეორე ნაწილის მიხედვით იურიდიული პირები აგებენ პასუხს თავიანთი წარმომადგენელთა ქმედებებისათვის.  
     
    დასაქმებულის ცნება დასაქმებულის ცნება განისაზღვრება მისა და დასაქმებულს შორის შრომითი  ურთიერთობის არსებობიდან გამომდინარე. დასაქმებული არ იქნება დამოუკიდებელი ქვე-კონტრაქტორი და მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი სუბიექტები, რადგან დასაქმებულის გამო პასუხისმგებლობის ამოსავალი წერტილიაის გარემოება, რომ დამსაქმებელს გააჩნია დასაქმებულის ქმედების აბსტრაქტული კონტროლისა და მეთვალყურეობის მექანიზმები, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, ხოლო დამოუკიდებელ ქვე-კონტრაქტორს ან სხვა მსგავს სუბიექტების მიმართ ასეთი ძალაუფლება არ არსებობს.  
     
    მაგ: საზღვაო კლუბი ქირაობს ამწეკრანს კერძო ფირმისაგან, რათა გადაიტანოს თავიანთი კლუბის წევრთა კუთვნილი იახტები ხმელეთზე შესაკეთებლად. კერძო ფირმა უზრუნველყოფს აღნიშნული ამწის მიწოდებას, თავისი პერსონალით. ამ უკანასკნელთა გაუფთხილებლობის გამო დაზიანდა ერთი იახტა. ამ შემთხვევაში კერძო კომპანია იქნება პასუხისმგებელი და არა საზღვაო კლუბი აღნიშნული ზიანისათვის.  
     
     
    როგორც უკვე ავღნიშნე აღნიშნული მუხლი ვრცელდება არა მხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ ისეთ პირებზეც რომლებთანც არ არსებობს შრომითი ურთიერთობა ფორმალური სახით, თუმცა მათ მიმართ არსებობს „instructional dependence” (superiority and inferiority), ანუ უფლებამოსილება აკონტროლს და უმეთვალყურეოს ამ პირის ქმედებებს.  
     
    მაგ:  კლინიკა უზრუნველყოფს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს, უფასო სამედიცინო სტაჟირებით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტის მიერ გამოჩენილი დაუდევროს გამო ერთ-ერთ პაციენტს მიადგა ზიანი. ამ შემთხვევაში მართალია სტუდენტსა და კლინიკას შორის არ არსებობს შრომითი ურთიერთობა, თუმცა მაინც კლინიკა იქნება პასუხისმგებელი ამ ზიანისათვის.  
     
    როცა დროებით ხდება პირთა აყვანა სამსახურში, პასუხისმგებლობა მათი ქმედებებისათვის ეკისრება კომპანიას, რომელმაც უზრუნველყო ასეთი პირების მიწოდება. მაგრამ თუ ამ პირთა ინტეგრირება მოხდება კომპანიაში (მაგ: აცვიათ ფორმა, ახორციელებენ ყოველდღიურ საქმიანობას), მაშინ ისინი წარმოადგენენ „similary engaged”  პირებს (ანალოგიურად დაკავშირებულ პირებს) და მათი ქმედებისთვის პასუხს აგებს ის კომპანია, რომელთანაც მართალია შრომით ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა სახეზეა ფიქცია.  
     
    მაგ: ბენზინის კომპანია საჭიროებდა დამატებით მძღოლს ბენზინის გადაზიდვისთვის რამდენიმე კვირის პერიოდისათვის. ამ მიზნით ბენზინის კომპანიამ დადო ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომელმაც მიაწოდა მძღოლი, რომელსაც ჩაუტარდა ტრეინინგები ბენზინის კომპანიის მხრიდან და მისი კარგი მუშაობის შედეგად დამატებითი დროით დაიტოვეს სამუშაოდ, თუმცა მან ამ დამატებით დროში გაუფთხიელბლობით მიაყენა ზიანი მესამე პირს ბენზინის გადაზიდვის დროს.   აღნიშნულ შემთხვევაში ზიანი დადგა ბენზინის კომპანიის საქმიანობის განხორციელების დროს, იგი იყო ინტეგრირებული და ასრულებდა ამ კომპანიის მითითებას. მისი დე ფაქტო ზედამხეველი და ინსტრუქტორი იყო სწორედ ბენზინის კომპანია და იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა შრომითი ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანისთან, პასუხს აგებს ბენზინის კომპანია.  
     
    პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა ზიანი მიყენებულია შრომითი (ან ანალოგიურად დაკავშრებული საქმიანობის) შედეგად.  უნდა დაისვას კითხვა, ქმედების განხორციელბისას პირი შრომით ფუნქციებს ასრულებდა თუ პირად მიზნებს მიზდევდა.  
     
    მაგ: როცა ექიმი შვებულებაშია და მკურნალობს პიროვნებას, როდესაც მისი გაუფთხიელბლობას მოყვება ზიანი ამ პირისათვის. ამ შემთხვევაში ექიმის დამსაქმებელი კლინიკა არ იქნება პასუხისმგებელი.
    #3250
    BLH
    Keymaster

    დამსაქმებლის პასუხისმგებლობა მისი დასაქმებულის მიერ ბრალის გარეშე მიყენებული ზიანისთვის

     

    როგორც ზედა პოსტში უკვე ავღნიშნე DCFR-ის მიხედვით პასუხისმგებლობა დგება არა მხოლოდ ბრალის შემთხვევაში, არამედ ბრალის გარეშე შემთხვევებშიც, მაგ: როცა „ა“-ს ყავს დაქირავებული „ბ“ მძღოლად. „ბ“ თავისი მანქანით ემსახურება „ა“-ს.  აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში „ბ“ , ბრალის გარეშე, მომეტებული საფრთხის რეალიზაციის შედეგად დაეჯახება „გ“-ის და მიაყენებს ზიანს. ამ შემთხვევაში „ა“ იქნება პასუხისმგებელი ამ ზიანის ანაზღაურებისათვის, რადგან მისმა დაქირავებულმა, სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელებისას მიაყენა ზიანი მესამე პირს. პასუხისმგებლობა დადგება მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არ არის ბრალი.

    #3251
    Edika
    Participant

    საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით  “ა” პასუხს აგებს 999 მუხლის ფარგლებში და არა 997-ე მუხლის ფარგლებში არა? 997-ე მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელია ბრალი.

Viewing 10 posts - 61 through 70 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.