მთავარი გვერდი forums იურიდიული ფორუმი სამოქალაქო და სამეწარმეო სამართალი ზიანის ანაზღაურება (დელიქტური სამართალი)

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 217 total)
  • Author
    Posts
  • #29975
    BLH
    Keymaster

    ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა უნდა მოვიყვანო. წარმოიდგინე, რომ “ჭ” არის რადიაციული ნივთიერებების მესაკუთრე და მას გადააქვს აღნიშნული ნივთიერებები ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, უცებ მის ავტომობილს შეეჯახება “უ”, რაც განაპირობებს რადიაციული ნივთიერებების მიერ “ნ” სოფელის დაბინძურებას. ამ შემთხვევაში “უ”-ს ბრალით ხდება მომეტებული საფრთხის რეალიზაცია და სოფლის მოსახლეობას მოთხოვნის უფლება არ ექნება “ჭ”-ს მიმართ, რადგან მის მიმართ სახეზეა ფორსმაჟორული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის- “უ”-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.

     

    #3166
    Edika
    Participant

    @StepanozMamfal said: აი ასეთი ჩანაწერია კომენტარში: “თუ სატრანსპორტო შეჯახებისას დაზარალდნენ მესამე პირები(ფეხით მოსიარულე, მგზავრები და ა.შ.) პასუხისმგებლობა ეკისრება შეჯახებული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს სოლიდარულად, მიუხედავად თუ ვისი ბრალი იყო შეჯახება.”

     

    კომენტარის მიხედვით, გამოდის, რომ  დაზარალებულის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი თუ დადგა ზიანი, ისე რომ ტრანსპორტის მფლობელს არ შეეძლი ზიანის თავიდან აცილება ამ შემთხვევაშიც მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა?

    @crassus said: აი როგორ მიდგომაა  ამ საკითხზე გერმანულ სამათალში:

     

    “Liability is precluded when the damage results from force majeure (StVG & 7 (2) ). Force majeure denotes an extraordinary external event which is caused by a supervening natural event or by the actions of third parties (external) and which, according to human perceptions and experience, amounts to an unavoidable event. this event can neither be avoided by the exercise of the utmost care to be expected under the circumstances and employing commercially viable means nor predicted on the basis of its frequency of occurrence.”

     

    ანუ ამის მიხედვით გამოდის რომ დაუშვათ თუ ა-ს დაეჯახა ბ, რის გამოც ა-მ დააზიანა გ ინერციით, ამისათვის ა-ს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (რაც ამართლებს ჩემ პოზიციას რომ ა-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა).

    @crassus said:

    ანუ თუ “ა” მანქანას ეჯახება “ბ” მანქანა და შემდგომ “ა” მანქანა აზიანებს “გ”-ს, ხოლო ზიანის თავიდან აცილების აღკვეთა შეუძლებელი იყო, მსგავს შემთხვევაში ითვლება, რომ სახეზეა ფორსმაჟორული შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მესამე პირის ქმედებისაგან. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მსგავსი მიდგომა?

    ფორსმაჟორული შემთხვევა შეიძლება იყოს როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ხასიათიხ. ობიექტური, მაგალითად ბუნებრივი მოვლენები – მიწისძვრა მეწყერი და ა.შ. სუბიექტურია რომელიც მაქსიმალური ძალისხმევის შედეგადაც არ შეიძლებოდა შედეგის თავისდან აცილება.

    #3170

    @Edika said: კომენტარის მიხედვით, გამოდის, რომ  დაზარალებულის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი თუ დადგა ზიანი, ისე რომ ტრანსპორტის მფლობელს არ შეეძლო ზიანის თავიდან აცილება ამ შემთხვევაშიც მფლობელს ეკისრება პასუხისმგებლობა?

     

    თუ ზიანი დადმგარია მხოლოდ დაზარალებულის ბრალეული ქმედების გამო და სახეზე არ გვაქვს მომეტებული საფრთხის რეალიზაცია, მაშინ მხოლოდ დაზარალებული იქნება პასუხისმგებელი აღნიშნული შემთხვევისათვის, ეს გამომდინარეობის იქიდან, რომ 999-ე მუხლის შემადგენლობა არ გვაქვს და ზიანის დადგომა მიზეზობრივ კავშირშია მხოლოდ დაზარალებულის ქმედებასთან.

     

    სხვაგვარი იქნება სიტუაცია, როცა ზიანი დამდგარია ერთი მხრივ დაზარალებულის ბრალით და მეორე მხრივ მანქანის მომეტებული საფრთხის რეალიზაციით. ამ შემთხვევაში 415-ე მუხლით უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. იგივე შემთხვევაა, როცა ავტომანქანის მძღოლის ბრალი გვაქვს სახეზე, დაზარალებულის ბრალთან ერთად.

     

    ანუ ამის მიხედვით გამოდის რომ დაუშვათ თუ ა-ს დაეჯახა ბ, რის გამოც ა-მ დააზიანა გ ინერციით, ამისათვის ა-ს პასუხისმგებლობა არ ეკისრება (რაც ამართლებს ჩემ პოზიციას რომ ა-ს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა).

     

    კი, მასე გამოდის, ამ შეხედულებას თუ გავიზიარებთ, მაგრამ ზემოთ მოცემული განმარტება კომენტარებიდან არ მოდის თანხვედრაში ამ აზრთან.

     

    ფორსმაჟორული შემთხვევა შეიძლება იყოს როგორც ობიექტური ასევე სუბიექტური ხასიათიხ. ობიექტური, მაგალითად ბუნებრივი მოვლენები – მიწისძვრა მეწყერი და ა.შ. სუბიექტურია რომელიც მაქსიმალური ძალისხმევის შედეგადაც არ შეიძლებოდა შედეგის თავისდან აცილება.

    ხოდა, ეს შემთხვევა გამოდის სუბიექტური ფორსმაჟორული მდგომარეობა, მაგრამ კომენტარის ჩანაწერი, რაც ზემოთ დავწერე ეწინააღმდეგება ამ აზრს.

    #3172
    BLH
    Keymaster

    ავარიის დროს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება

     

    ას-290-612-09 საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 999-ე მუხლის გამო, რადგან სახეზე იყო დაზარალებულის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობა.

     

    ” თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლის 2001 წლის 10 ოქტომბრის დადგენილების საფუძველზე დგინდება, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში რ. ე-უას არ მიუძღვის ბრალი, ხოლო დაზარალებული მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ბრალის არქონის გამო, არ არსებობს პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საფუძველი. ამ შემთხვევაში არც აღნიშნული კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის პირობებია სახეზე, რამდენადაც მოცემული ნორმა არ ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ისეთ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალების მართლზომიერ ექსპლუატაციას ანუ მის მიერ არ იყო დარღვეული ექსპლოატაციის წესები. მომეტებული საფრთხის წყაროდან მიყენებული ზიანის ანაზღაურება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ეკისრება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი წარმოიშობა იმ მიზეზის გამო, რის გამოც აღნიშნული მომეტებული საფრთხის წყაროდ მიიჩნევა, ანუ შედეგი, ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე, უშუალო კავშირში უნდა იყოს საფრთხის მომეტების გამომწვევ მიზეზთან. აღნიშნული სპეციალური ნორმა, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც ის მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, თუ ზიანი გამოწვეულია თუნდაც ნივთის ექსპლუატაციის დროს, მაგრამ არა მომეტებული საფრთხის წყაროს თვისებებიდან გამომდინარე, არამედ დაზარალებულის ბრალით, მაშინ პასუხისმგებლობის დაკისრება საერთო საფუძვლებით ხდება.”

    #3177
    Edika
    Participant

    მაგ გადაწყვეტილებაში საინტერესო ისაა მინდობილი მესაკუთრე სასამართლომ ჩათვალა მფლობელად. საკუთრების მინდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მინდობილი მესაკუთრე ნივთის მართვას ახორციელებს საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად.  სკ-ის 155.2 მუხლის მიხედვით კი მფლობელად არ ითვლება პირი რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ/ინტერესებისთვის.

    #3178

    სამოქალაქო კოდექსის 728-ე მუხლის მიხედვით “მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებს მინდობილი მესაკუთრე”. თან მინდობილი მესაკუთრე თავისი სახელით მოქმედებს და არა მესაკუთრის სახელით, იგი არა მხოლოდ ფაქტობრივად ფლობს მესაკუთრის ქონებას, არამედ განკარგავს მას და ბატონობს მასზე, ამიტომაც 155.2-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, ჩემი აზრით ვერ ხვდება. ამიტომაც იგი შეიძლება მივიჩნიოთ 999.1-ე მუხლით გათვალისწინებულ “მფლობელად”.. თუმცა მისი პასუხისმგებლობის შემთხვევაში მას ექნება რეგრესიულად მოთხოვნის უფლება მესაკუთრისგან.

    #3180
    Edika
    Participant

    მოკლედ შევაჯამოთ წინა პოსტები. A-ს, რომელიც მოძრაობდა თავის საავტომობილო გზაზე, უკნიდან მაღალი სიჩქარით მოძრავი B დაეჯახა. ინერციით A დაეჯახა მის წინ მიმავალ G-ს.

     

    ასეთ შემთხვევაში “G”-ს წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ “B”, ხოლო “A” თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, რადგან მის მიერ “G”-სთვის მიყენებული ზიანი ფორსმაჟორულმა გარემოებებმა განაპირობა.

    #3182
    Edika
    Participant

    უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება (N-ას-95-90-2013), სასამართლომ დაადგინა რომ პირი მოქმედებდა ბრალეულად მართლსაწინააღმდეგოდ და 992 მუხლთან ერთად მიუთითა 999 მუხლზე. ამავე დროს დაზარალებულის მხრიდანაც იყო ბრალეული (გაუფრთხილებლობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის  გამოც პასუხისმგებლობა გადანაწილდა 415 დადგენილი წესით 60 პროცენტი მძღოლზე, ხოლო 40 პროცენტი დაზარალებულზე.

    #3186

    @Edika said: ას-95-90-2013. სასამართლომ დაადგინა რომ პირი მოქმედებდა ბრალეულად მართლსაწინააღმდეგოდ და 992 მუხლთან ერთად მიუთითა 999 მუხლზე. ამავე დროს დაზარალებულის მხრიდანაც იყო ბრალეული (გაუფრთხილებლობა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის  გამოც პასუხისმგებლობა გადანაწილდა 415 დადგენილი წესით 60 პროცენტი მძღოლზე, ხოლო 40 პროცენტი დაზარალებულზე.

     

    გუშინ ზუსტად ამ საკითხზე მინდოდა დამეწერა… მოკლედ ერთგვაროვანი პრაქტიკა გვაქვს, რომ როცა ავტომობილის მძღოლი ბრალეულად მოქმედებს, შესაძლებელია “მფლობელის” პასუხისმგებლობის დაყენება 999-ე მუხლის საფუძველზე და მძღოლის პასუხისმგებლობის დაყენება 992-ე მუხლის საფუძველზე. ეს მიდგომა მე არ მომწონს და ახლა დავწერ ჩემ არგუმენტაციას:

     

    წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როცა ირაკლის ყავს მანქანა, რომელზეც მან დასვა მძღოლი. მსგავს შემთხვევაში მძღოლმა, რომ დააზიანოს ბრალეულად “ჭ”, ეს უკანასკნელი ვერ მოსთხოვს მძღოლს ზიანის ანაზღაურებას, რადგან მძღოლი არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს (ზემოთ თქმულიდან გამომდინარე), ასევე იგი ვერ მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას “მფლობელს” 999-ე მუხლით, რადგან არ გვაქვს 999-ე მუხლის შემადგენლობა. (ზიანი არ არის დამდგარი მომეტებული საფრთხის რეალიზაციიდან)…

     

    ჩდება კითხვა, თუ ვისგან ექნება დაზარალებულს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და რა საფუძვლით??

     

    ამ შემთხვევაში მძღოლი წარმოადგენს სკ-ის 155.2-ე მუხლით გათვალისწინებულ პირს და მის მიერ მანქანის ტარების დროს მიყენებული ბრალეული ზიანისათვის პასუხს აგებს “მფლობელი” სკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე. (შეიძლება 997-ე მუხლზეც მითითება)..

     

    #3189
    Edika
    Participant

    მართალია. მაგარი საინტერესო რამ თქვი თუ სწორად გავიგე, ანუ თუ მძღოლის მხრიდან სახეზე გვაქვს ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაშინ პასუხისმგებლობა დგება არა სკ-ის 999 მუხლით, არამედ 396-ე მუხლით, ვინაიდან ამ დროს სახეზე არ გვაქვს სკ-ის 999 მუხლის შემადგენლობა (ზიანი არ მომდინარეობს მომეტებული საფრთხის წყაროს რეალიზაციიდან, არამედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებიდან).  ასეა? ანუ მძღოლის ბრალეული ქმედება გამორიცხავს სკ-ის 999 მუხლის შემადგენლობას? და მფლობელი პასუხს აგებს 396-ე მუხლის საფუძველზე?        

Viewing 10 posts - 51 through 60 (of 217 total)
  • You must be logged in to reply to this topic.