იურიდიული დოკუმენტაცია

იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, ცვლილებები და ანალიზი

signing-contract

რას გთავაზობთ ჩვენ?

კომპანია BLH-ს მდიდარი გამოცდილება გააჩნია იურიდიული დოკუმენტანციის მომზადების, მათში ცვლილებების შეტანისა და  ანალიზის კუთხით.

რას გულისხმობს იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება?

ჩვენი იურისტები მზად არიან მოამზადონ ნებისმიერი სირთულის ხელშეკრულებები, იურიდიული პირის წესდება, ანდერძი, იურიდიული შინაარსის განცხადებები, წერილები და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტაცია.

რას გულისხმობს იურიდიულ დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელება?

იურიდიულ დოკუმენტაციაში ცვლილებების განხორციელება გულისხმობს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამკვეთის მოთხოვნით, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, სამართლებრივი შედეგის შესახებ დამკვეთისთვის წერილობითი დასკვნის მიწოდებით.

რას გულისხმობს იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი ?

იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი გულისხმობს სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის (ხელშეკრულების, ანდერძის, აქტის და ა.შ.)  ანალიზს და მათი ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმებას.

legal_services_image

როგორ მიიღოთ ჩვენი მომსახურება?

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი იურისტები გაგიწევენ უფასო კონსულტაციას და შეთანხმების საფუძველზე, გაგიწევენ შესაბამის იურიდიულ მომსახურებას.

მომსახურების ვადები და ფასები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.