იურიდიული პირის რეგისტრაცია

register_now_-_placard

იურიდიული პირის რეგისტრაცია

ბოლო წლების რეფორმების შედეგად, იურიდიული პირის რეგისტრაციის პროცესი, ერთი მხრივ, საკმაოდ მარტივ პროცედურად იქცა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და დაარეგისტრიროს იურიდიული პირი, ერთი ფანჯარის პრინციპის შესაბამისად, თუმცა მეორე მხრივ, იურიდიული პირის რეგისტრაციის მარტივი პროცესის უკან, მრავალი იურიდიული სახის სირთულეები დგას, რომლებიც დაკავშირებულია, იურიდიული პირის საქმიანობასთან, მართველი რგოლების უფლებამოსილებების განაწილებასთან, დირექტორის, პარტნიორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ურთიერთობასთან, პარტნიორის მიერ წილის გასხვისებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს იურისტების თვალსა და ხელს.

რას გთავაზობთ ჩვენ?

ჩვენ გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი იურიდიული პირის, ასევე უცხო ქვეყნის ფილიალის დაფუძნებას, მათ შორის ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებასა და რეგისტრაციიამდე პროცესის სრულ მონიტორინგს.

ჩვენი იურისტების გუნდი შეიმუშავებს ყველა აუცილებელ დოკუმენტს: წესდებას, ხელმოწერების ნიმუშებსა და სხვა აუცილებელ დოკუმენტებს, რომლებიც უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამის ორგანოებში, რათა იურიდიული პირი რეგისტრაციამ წარმატებულად ჩაიაროს.

სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანაRegistering_as_self_employed_resize

არც თუ ისე იშვიათად, საწარმოსა თუ ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში, კომპანიის არსებულ საწესდებო დოკუმენტებში ჩნდება გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. მსგავსი ცვლილებების შეტანა სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული:

  • დირექტორის შეცვლა;
  • იურიდიული მისამართისა ან საწარმოს ადგილმდებაროების შეცვლა,
  • ცვლილება დამფუძნებელთა შემადგენლობაში;
  • საწესდებო კაპიტალის შემცირება ან გაზრდა.

მსგავსი სახის ცვლილებები აუცილებელ სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარება. ამისთვის საჭიროა გულდასმით მომზადდეს აუცილებელი დოკუმენტაცია.

მცირედი უზუსტობაც კი მიმდინარე ცვლილებების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს. მოგიწევთ პროცესის თავიდან დაწყება. დაკარგულ დროსა და სახელმწიფო ბაჟის დასაფარად გადახდილ ფულს კი არავინ დაგიბრუნებთ.