ვიდეო რგოლის დამზადება

ვიდეო რგოლის დამზადება

სარეკლამო რგოლის მონტაჟივიდეო რგოლის დამზადება დღევანდელი სარეკლამო ინდუსტრიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამაზე მეტყველებს უახლესი სტატისტიკა და გამოკვლევები – ადამიანებს ურჩევნიათ ვიდეოს მეშვეობით მიიღონ ინფორმაცია, ვიდრე წაიკითხონ იგი.

კომპანია BLH გთავაზობთ ნებისმიერი ტიპის ვიდეო რგოლის გადაღებას და ანიმაციური სარეკლამო რგოლების დამზადებას.

სარეკლამო ვიდეო რგოლი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მიაწვდინოთ ხმა თქვენს პოტენციურ კლიენტებს.

ეფექტური ვიდეო რგოლის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ სარეკლამო კამპანიების წარმოებას ტელევიზიაში, სოციალურ მედიაში, სხვადასხვა პოპულარულ საიტებზე და ა.შ.

ვიდეო რგოლი ციფრული მარკეტინგის უძლიერესი იარაღია, თუმცა უბრალოდ ვიდეოს გადაღება ვერ განაპირობებს წარმატებას, ამისათვის საჭიროა თქვენი ვიდეო რგოლი გამორჩეული იყოს.

ამდენად, თქვენ გჭირდებათ კრეატიული და უნიკალური იდეის მატარებელი ვიდეოს რგოლის დამზადება და შემდგომ მისი ეფექტურ სარეკლამო იარაღად ქცევა.

ვიდეო რგოლის დამზადებაჩვენ გთავაზობთ მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლების დამზადებას, რომლებიც გათვლილი იქნება იმ მიზნის მისაღწევად, რაც თქვენ წინაშე დგას:

  • მეტი მომხმარებლების მოზიდვა,
  • ცნობადობის გაზრდა,
  • პროდუქტის ან მომსახურების გაპიარება და სხვა.

ჩვენ ასევე გთავაზობთ სრული ვიდეო მარკეტინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ვიდეო მარკეტინგის გეგმის შედგენას, ვიდეო რგოლის დამზადებას და ვიდეო რგოლის რეკლამირებას Facebook-ში, youtube-სა და სხვა ინტერნეტ რეკლამიების პლატფორმებზე.

ჩვენი ნამუშევრები

რატომაა მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის ეფექტური სარეკლამო რგოლის მონტაჟი ?

ვიდეო იქცევს ყურადღებას – დღეში მილიონობით ფოტო-ვიდეო მასალა მზადდება სარეკლამო მიზნებისთვის. დიდი კონკურენციის ფონზე საკმაოდ რთულია პოტენციური მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, თუმცა ეფექტური ვიდეო რგოლის მეშვეობით თქვენ უფრო დიდი შანსი გაქვთ მიიქციოთ მათი ყურადღება.

გვიყვება ისტორიას – ნებისმიერ ბიზნესს ყოველთვის აქვს რაღაც სათქმელი მომხმარებელთან, ვიდეო რგოლი კი ყველაზე მძლავრი საშუალებაა მოუყვეთ თქვენი ისტორია მომხმარებელს, თანაც, ისე რომ მაქსიმალურად პოზიტიური ეფექტი მოახდინოთ მათზე.

გადასცემს დიდი მოცულობის ინფორმაციას, მოკლე დროში –  თქვენ მხოლოდ 10 წამი გაქვთ დაარწმუნოთ მომხმარებელი, ბოლომდე უყუროს თქვენ ვიდეო. ვიდეო რგოლს აქვს თვისება გადასცეს დიდი მოცულობის ინფორმაცია, მოკლე ვადებში, რაც ასე ფასობს დღევანდელ ციფრულ სამყაროში.

როგორ ხდება ვიდეო რგოლის დამზადება?

ვიდეო რგოლის დამზადება რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  1. ეტაპი – ვიდეო რგოლის კონცეფციაზე შეთანხმება
  2. ეტაპი – სცენარისა და ტექსტის განსაზღვრა გასახმოვანებლად
  3. ეტაპი – ტექსტის გახმოვანება და ვიდეო რგოლის ვიზუალზე მუშაობის დაწყება
  4. ეტაპი – სარეკლამო რგოლის მონტაჟი და პირველადი ვერსიის წარდგენა მომხმარებლისთვის
  5. ეტაპი – დამკვეთის შენიშვნების გათვალისწნება და საბოლოო პროდუქტის ჩაბარება.

გსურთ ეფექტური ვიდეო რგოლის დამზადება? დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენ გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია და მოგემსახუროთ უმაღლესი ხარისხით.