ანიმაციის შექმნა ბიზნესისთვის

ანიმაციის შექმნა ბიზნესისთვის

ანიმაციის შექმნა და გაპიარება ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა ბიზნესისთვის მოახდინოს საკუთარი ბრენდის პოპულარიზაცია და გაზარდოს გაყიდვები.

ვიდეო კონტენტის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება თანამედროვე სარეკლამო სივრცეში. ვიდეო რგოლებს შეხვდებით ყველგან: ტელევიზია, ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი და სხვა.

ანიმაციური ვიდეო რგოლები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ვიდეო კონტენტის სახეობაა, რომლის მეშვეობითაც ყველაზე ეფექტურად შეიძლება პროდუქციის/სერვისის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის.

რა არის ანიმაცია?

ანიმაცია არის უძრავი ფოტო-დიზაინის კომპიუტერულად დამუშავება, მოძრაობის ილუზიიის შექმნის მიზნით.

იგი მოიცავს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა დიზაინის შექმნა, ხატვა და სხვადასხვა კომპონენტების შერწყმა საბოლოო პროდუქტის – ანიმაციის მისაღებად.

ანიმაციურ ვიდეო რგოლებს გააჩნიათ განსაკუთრებული უნარი მიიპყრონ მომხმარებელთა ყურადღება, განსაკუთრებით დიდი ეფექტი დგება მაშინ, როდესაც ანიმაციური ვიდეო არის საინტერესო, პროფესიონალურად შექმნილი, აღძრავს ემოციებს ან იუმორით არის აღსავსე.

ანიმაციის ტიპები

ტრადიციული ანიმაცია – თითოეული ელემენტი იხატება ხელით, ანიმაციის ეს ფორმა გამოიყენებოდა ანიმაციური ვიდეო რგოლების შესაქმნელად, სანამ კომპიუტერული ანიმაცია განვითარდებოდა.

კომპიუტერული ანიმაცია  – ანიმირებული ფოტოების გენერაციის პროცესი კომპიუტერის მეშვეობით. თანამედოვე კომპიუტერული ანიმაცია იყენებს 3D კომპიუტერულ გრაფიკას, თუმცა 2D კომპიუტერული გრაფიკა მაინც გამოყენება გარკვეულ შემთხვევებში.

2D ანიმაცია – პერსონაჟები, დიზაინი და ისტორია ვითარდება ორ განზომილებიან სივრცეში, ასეთი ანიმაცია კეთდება ისეთი პროგრამებით, როგორიცაა: Adobe Photoshop, Flash, After Effects და Encore.

3D ანიმაცია – კომპიუტერული გრაფიკის მეშვეობით ობიექტების მოძრაობა 3 განზომილებიანი სივრცის ეფექტს ქმნის. თითოეული ობიექტი იქნება 3D მოდელირების მეშვეობით, ხოლო შემდგომ ხდება ობიექტის მოძრაობაში მოყვანა 3D ეფექტის შექმნით.

რატომ ანიმაციური ვიდეო?

ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს ანიმაციური ვიდეოს გამოყენების სასარგებლოდ, მათგან გამოსაყოფია:

  • ახალი მომხმარებლის მოზიდვა;
  • ახალი პროდუქციის/ მომსახურების წარდგენა;
  • საკუთარი ბრენდის / კომპანიის წარდგენა;
  • ბრენდის / კომპანიის ცნობადობის ზრდა;
  • გაყიდვების უზრუნველყოფა;
  • ვებ-საიტზე გამოყენება;

შეიძლება თქვათ, რომ ეს ყველაფერი გარკვეული მასშტაბით სხვა ტიპის სარეკლამო მასალითაც მიიღწევა, თუმცა ანიმაციური ვიდეო ბევრად უფრო ეფექტურია.

გსურთ საკუთარი ვიდეო ანიმაციის შექმნა?

ეფექტური ანიმაციის შექმნა არ არის მარტივი და იაფფასიანი პროცესი, თუმცა მეორე მხრივ ანიმაციური ვიდეოს სწორად შექმნა და გაპიარება დიდი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ნებისმიერი კომპანიისთვის.

ანიმაციური ვიდეო რგოლი არის კარგი საშუალება მოუყვეთ ადამიანებს თქვენ შესახებ და აღძრათ მომხმარებელში გარკვეული გრძნობები, რაც თქვენი პროდუქცის მეტი გაყიდვის და ბრენდის ცნობადობის წინაპირობა გახდება.