ანიმაციის დამზადება

1376-render_1040ანიმაციის დამზადება

კომპანია BLH გთავაზობთ ანიმაციური სარეკლამო რგოლებისა და ბანერების დამზადებას.

ვინაიდან თანამედროვე ინტერნეტ სამყაროში ძლიერდება მობილური სივრცე, ჩვენ გთავაზობთ, არა მხოლოდ Flash ბანერების, არამედ HTML5 ანიმაციური ბანერების შექმნას, რომლებიც არ საჭიროებენ flash player-ს, რათა მომხმარებლმა შეძლოს მათი ნახვა, საკუთარი მობილური ტელეფონით ან პლანშეტით.

რაც შეეხება ანიმაციურ სარეკლამო რგოლებს, ისინი გამოირჩევიან მაღალი ეფექტურობით, განსაკუთრებით ფეისბუქში სარეკლამო კამპანიების განხორციელებისას ან Youtube-ში რეკლამირების შემთხვევაში.

რისთვის გჭირდებათ ანიმაცია?

ანიმაცია იზიდავს ადამიანთა ყურადღებას, ქმნის განსაკუთრებულ ემოციურ ფონს მათში. ფსიქოლოგების მიერ კარგა ხანია დადასტურებულია, რომ ადამიანების მოსაზიდად ვიზუალს ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალო ტექსტების წარდგენას, ხოლო, ანიმაციური ვიზუალი ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის სურათი.

ანიმაცია კარგი საშუალებაა ინტერნეტ რეკლამირებისთვის, მისი მეშვეობით შესაძლებელია ინფორმაციის ეფექტურად გადაცემა, ასევე აქციებისა და მომსახურების შეთავაზებაც.

ანიმაციის უპირატესობა მის შესაძლებლობებშია, თქვენ შეგიძლიათ აჩვენოთ მომხმარებელს თქვენი პროდუქტის ფუნქციები და თვისებები დინამიკურად, მაღალი ხარისხის გრაფიკული გამოსახულებით.

ანიმაცია გონებაში აღიბეჭდება გრძელვადიანად. თუ კარგ ფოტოს შეუძლია დიდი ემოციების და სათქმელის გადმოცემა, წარმოიდგინეთ, რა შეუძლია ანიმაციას?

დაგვიკავშირდით, როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე ტელეფონის საშუალებით, კომპანია BLH-ის თანამშრომლები გაგიწევენ სრულ კონსულტაციას, როგორც ანიმაციური ბანერების, ისე ანიმაციური სარეკლამო რგოლების დამზადების შესახებ.