ფეისბუქ მარკეტინგის შეცდომები

ფეისბუქ მარკეტინგის შეცდომები

ფეისბუკის მართვა და რეკლამირება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ნებისმიერი ქართული ბიზნესისთვის.

ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ძირითად შეცდომებს, რაც ასუსტებს თქვენი ფეისბუქ მარკეტინგის ეფექტურობას:

სტრატეგიის არ ქონა

ბიზნესის მთავარი მიზანი მეტი მოგების მიღებაა, თუმცა ამ მიზნის მიღწევა ფეისბუქის მეშვეობით საჭიროებს შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრავს, რომლის გარეშეც პოზიტიური შედეგების მიღწევა რთულია.

ფეისბუქი მაშინ ხდება გაყიდვების წყარო, როდესაც სრულად გაქვთ გაცნობიერებული მისი შესაძლებლობები, ფუნქციები და არსი, შესწავლილი გყავთ კონკურენტები და განსზღვრული გაქვთ სწორი ბიუჯეტი.

ამ კომპონენტების საფუძველზე იქმნება ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც მორგებულია თქვენი კომპანიის საჭიროებებზე და მიზნებზე.

აღნიშნულის გარეშე, თქვენ დახარჯავთ ძვირფასს დროს და რესურსებს, გექნებათ ფეისბუქის გვერდი, რომელიც არ აკეთებს ყველაზე მნიშვნელოვანს – არ ყიდის თქვენ პროდუქტს/მომსახურებას.

სწორი ქვემიზნების არ ქონა

მეტი გაყიდვები და ბრენდის ცნობადობა, ეს არის ფეისბუქ მარკეტინგის მთავარი მიზნები, თუმცა როგორია თქვენი ქვემიზნები?

ფეისბუქს გააჩნია უამრავი ფუნქცია და შესაძლებლობა, რომელთა გამოყენებითაც შეგიძლიათ დასახოთ კონკრეტული ქვემიზნები და გაზომოთ კონკრეტული შედეგები.

მაგალითად: კონკრეტული ბიუჯეტით, გარკვეული შედეგების მიღება, მიზნობრივი რეკლამირების ეფექტურობა, სხვადასხვა ექსპერიმენტის განხორციელება და სხვა.

ყველაფერი ეს გეხმარებათ დროთა განმავლობაში გააუმჯობესოთ თქვენი ფეისბუქ რეკლამირების შედეგები.

” ბუსტინგი ფეისბუქზე “

„ბუსტინგი“ – ეს სიტყვა საშინლად ჟღერს, ფუნქციურადაც ასე გამოიყურება. იგი შექმნილია მხოლოდ ერთი მიზნით, ნებისმიერმა ფეისბუქის მომხმარებელმა, რაც შეიძლება მარტივად მოახდინოს რეკლამირება, რათა ფეისბუქმა მიიღოს მეტი შემოსავალი.

მეორე მხრივ, ბუსტინგის გამოყენებით, თქვენ უშვებთ უდიდეს პოტენციალს, რაც ფეისბუქ რეკლამით მიიღწევა.

პროფესიონალური რეკლამა ხორციელდება ბიზნეს მენეჯერის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია უამრავი სხვადასხვა ფუნქცია, რეკლამირების ოპტიმიზაციის, ადმინისტრირების და ანალიზის კუთხით, რაც ბუსტინგით ვერ მიიღწევა.

არაპროფესიონალიზმი                                                     

ყველაფრის ხარისხიანად და ეფექტურად კეთება შეუძლებელია, ამისათვის ხდება შესაბამისი კადრების და დაქირავება, მათთვის საქმის ნაწილის დელეგირების მიზნით.

შესაძლოა ფინანსების არ ქონის გამო თავად გიწევდეთ ფეისბუქის მართვა და რეკლამირება და გაცნობიერებული გქონდეთ, რომ ეს ის არ არის, ის რაც უნდა იყოს..

თუმცა როდესაც  აშკარად არაპროფესიონალური მარკეტინგული საქმიანობა ხორციელდება ფეისბუქზე და არ არის გააზრებული ნაკლოვანებები, საქმე ძალიან ცუდად არის, ეს ეტყობა თქვენ ფეისბუქ გვერდსაც და მომხმარებლის ქცევაც შესაბამისია.

არასწორი ინვესტიცია

იცოდით, რომ საშუალო ფეისბუქ მომხამრებელი ასობით რეკლამას ნახულობს ყოველდღიურად, ხოლო მათგან 90%-ს 1 წამსაც არ უთმობს?

მომხმარებელი ამჩნევს ძალიან მცირე დეტალსაც კი, იგი მომენტარულად ამჩნევს იმ ნაკლოვანებებს, რაც თქვენ სარეკლამო პოსტშია განსაზღვრული.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია უნაკლო უნდა იყოს ის პოსტი, რომელსაც არეკლამებთ, იგი მაქსიმალურად ოპტიმიზირებული უნდა იყოს ფეისბუქის წესების შესაბამისად და მომხამრებელთა ფსიქო-ემოციური შეგრძნებების გათვალისწინებით.

აღნიშნული მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისითაც, ცუდი რეკლამის შედეგები 20-30 ჯერ ძვირი შეიძლება იყოს.

ფეისბუქზე არ ხდება ჯადოქრობა

ერთი ღილაკის დაჭერით, არაფერი მოხდება ფეისბუქზე, ეს არ არის ჯადოქრობა, წარმატების უკან დგას კვლევა, სტრატეგია, სარეკლამო მასალის ოპტიმიზაცია და მიმდინარე რეკლამირების პროცესის მართვა. მიღებული შედეგების ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა და კვლავ თავიდან მთლიანი პროცესის განხოციელება.

დასკვნა

ფეისბუქი უდავოდ დიდი შედეგების მომტანია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც სწორად ხდება მისი გამოყენება, ერთიანი მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში, ჭკვიანური ქვემიზნებითა და პროფესიონალური მიდგომით.

ნუ დაკარგავთ დროს ფუჭად, დაიწყეთ ეფექტური ფეისბუქ მარკეტინგი დღესვე!

მსგავსი სტატია: ინსტაგრამის მართვა თქვენი ბიზნესისთვის

სხვა სიახლეები

BLH - Business & Legal Hub