არის თუ არა თქვენი საიტი mobile friendly?

არის თუ არა თქვენი საიტი mobile friendly?

2015 წლის 26 თებერვალს, Google-მა განაცხადა, რომ ამიერიდან მის საძიებო სისტემაში მაღალი შედეგების დასაკავებლად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი – ვებ საიტის მობილური ხელსაწყოებისადმი ადაპტირებულობა იქნებოდა.

აღნიშნული ნიშნავს, იმას, რომ ვისაც სურს Google-ის საძიებო სისტემაში მაღალი შედეგის დაკავება, ვებ-საიტი აუცილებლად mobile-friendly უნდა გახადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, Google მას წითელი შუქს აუნთებს, შედეგად ასეთი საიტები გაქრება საძიებო სისტემის მაღალი ადგილებიდან.

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ჩვენი ვებ საიტი mobile friendly?

ამის საშუალებას გუგლი გაძლევთ, შედის მოცემულ ლინკზე, ჩაწერეთ თქვენი ვებ საიტის დომენი და დააჭირეთ ღილაკს analyze.

Screenshot (3)s

Google-ის პროგრამა შეამოწმებს თქვენს ვებ-საიტს და რამდენიმე წამში შეგატყობინებთ არის თუ არა იგი Mobile-friendly. წარმატებული შედეგების ჩვენების შემთხვევაში, გამოგიჩნდებათ screenshot-ი, თუ როგორ ჩანს ამჟამად თქვენი ვებ საიტი მობილურ ტელეფონებზე.

Screenshot (4)

იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ტესტის შედეგად თქვენი ვებ საიტი კვალიფიცირდება, როგორც მობილურებისათვის ადაპტირებული, ამით არ უნდა შეწყვიტოთ მასზე ზრუნვა, ვინაიდან ვებ სივრცე უდიდესი ტემპებით ვითარდება, შესაბამისად თქვენ მუდმივად მოგიწევთ ახალი ცვლილებებისა და ტექნოლოგიების მიმართ მორგება.

დაკავშირებული სტატია: რას ნიშნავს mobile friendly ვებ საიტი?

Email
Phone
Messenger
Messenger
Phone
Email