რას ნიშნავს mobile friendly ვებ საიტი?

მობილური აპლიკაციის შექმნა

Mobile-Friendly ვებ საიტი

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ვებ საიტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს, მის უნარს იყოს Mobile Friendly – ადაპტირებული მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართ.

რატომ უნდა იყოს თქვენი ვებ საიტი Mobile-Friendly?

მობილური სივრცე დიდი ტემპებით ვითარდება მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა კვლევები და ანალიტიკური დასკვნები.

აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, რამდენიმე წლის წინ Google-მა თავის საძიებო სისტემაში წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, ვებ-საიტის მობილურებთან ადაპტირების უნარი განსაზღვრა, შესაბამისად, რაც უფრო მეტად mobile-friendly-ია თქვენი ვებ საიტი მით უფრო მეტი შანსები აქვს მას აჩვენოს უკეთესი შედეგები Google-ში და სხვა საძიებო სისტემებშიც.

წარმოგიდგენთ სამ მიზეზს, თუ რატომ უნდა იყოს თქვენი ვებ-საიტი Mobile-friendly დღესვე:

დაკავშირებული სტატია: Google-ში ძიების მომავალი

BRO_ResponsiveDesign_Main21.მომხმარებლთა ქცევა

ვიზიტორთა სულ უფრო დიდი ნაწილი თქვენს საიტს მობილური ტელეფონებითა ან/და პლანშეტით სტუმრობს.

თუ საიტი არ არის მზად სათანადოდ „უმასპინძლოს“ მათ, ისინი დიდი ალბათობით უკან აღარასოდეს დაბრუნდებიან. გარდა ამისა, აღნიშნული ნეგატიურად იმოქმედებს თქვენი საიტის რეპუტაციაზე მაღალი ადგილების დაკავების კუთხით თავად საძიებო სისტემებშიც.

შედეგად, თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ მომხმარებლის მოთხოვნებს, კომფორტული მობილური სივრცის შექმნის სახით, ისინი წავლენ სხვა საიტზე, თქვენს კონკურენტთან, რომლებიც ამას გააკეთებს.

ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი არის Responsive ეკრანის მქონე ვებ-საიტის ქონა, რაც ნიშნავს იმას, რომ საიტი ავტომატურად უნდა ერგებოდეს, იმ ეკრანს, რომლითაც შემოდის ვიზიტორი, მიუხედავად იმისა, ეს იქნება კომპიუტერი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი.

როდესაც საუბარია მორგებაზე, ვგულისხმობთ ფუნქციურ მორგებასაც, შესაძლოა ვებ საიტი მობილურზე ვიზუალურად კარგად ისახებოდეს, თუმცა ვებ-საიტზე ნავიგაციის თვალსაზრისით ქმნიდეს ნეგატიურ გამოცდილებას.

აყევით არსებულ ტენდენციებს და გაითვალისწინეთ მომხმარებელთა ნება, რადგან კონკურნტები ამას აუცილებლად გააკეთებენ.

blog-google_search12.Google-ის სანქციები

გუგლი აუცილებლად „დაგჩაგრავთ“, თუ თქვენი ვებ-საიტი არ არის მობილურებისადმი ადაპტირებული.

აღნიშნული გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ თქვენი საიტი გუგლში დაბალი რეიტინგის მქონე გახდება და შესაბამისად მაღალ შედეგებს ვერ აჩვენებს ძიების დროს.

ამის საფუძველია ბოლო წლების განმავლობაში შეცვლილი საძიებო სისტემის ალგორითმები, რომლებიც საძიებო სისტემაში წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად ვებ-საიტის მობილურებისადმი ადაპტაციის უნარში ხედავენ.

ამდენად, თუ თქვენი საიტი ფუნქციურად და ვიზუალურად არ აკმაყოფილებს გუგლის მოთხოვნებს, შესაძლოა გუგლმა დაგსაჯოთ და საძიებო სისტემაში წარმატების შანსიც შეგიმცირდებათ.

Businessman-300x2003.თქვენი ბიზნესი იზარალებს

ბევრი ბიზნესი დიდწილად დამოკიდებულია თავიანთ ვებ საიტებზე. ვებ საიტის წარუმატებლობა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს კლიენტების ნაკადზე და შესაბამისად შემოსავლების მთლიან მოცულობაზე.

მიეცით მომხმარებელს და საძიებო სისტემეს, ის რასაც ისინი ითხოვენ: სწრაფი ვებ-საიტი, მარტივი ნავიგაციით, მაღალი ხარისხის კონტენტითა და რაც მთავარია მობილურებზე ადაპტაციის უნარით.

ამით თქვენ შეიძენთ მომხმარებელთა ლოიალობას და საძიებო სისტემების მხრიდან მწვანე შუქი გექნებათ ანთებული, რაც საბოლოო ჯამში თქვენი და თქვენი ორგანიზაციის წარმატების საფუძველი გახდება.

გსურთ გაიგოთ მეტი თქვენ ვებ-საიტის განვითარებასთან დაკავშირებით?

დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს და მიიღეთ მეტი ინფორმაცია, როგორც ვებ საიტის შექმნის, ისე მისი განვითარების შესახებ.

დაკავშირებული სტატია: როგორ შევქმნათ საიტი?

1