Google-ში ძიების მომავალი
ინტერნტში ძიება ადამიანთა უმრავლესობის ყოველდღიურ და ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს. ყველა ადამიანი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან, რაღაცას ეძებს, Google-ის, yahoo-სა და სხვა საძიებო საშუალებების მეშვეობით.
ინტერნეტში ძიების ტექნოლოგია, ისევე როგორც თვითონ ინტერნეტ სივრცე, ევოლუციას განიცდის, იმაზე უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება.
ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება ძირითადი კონცეფცია, ინტერნეტში ძიების განვითარების შესახებ.
სანამ ვისაუბრებდეთ მომავლის განვითარებაზე, განვიხილოთ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტერნეტში ძიების განვითარების ტენდენციები.
დღესდღეობით ინტერნეტში ძიების უმეტესი ნაწილი ხორციელდება მობილური ტექნიკის საშუალებებით, კერძოდ ჭკვიანი მობილური ტელეფონებისა და პლანშეტების მეშვეობით.
საით ვითარდება ინტერნეტში ძიების ტექნოლოგია?
ინტერნეტში ძიების განვითარების მიზანია შეიქმნას ყველა ადამიანისთვის სრულყოფილი ვირტუალური პერსონალური დამხმარე. ამ მიზნის მისაღწევად, ინტერნეტში ძიების განვითარება უნდა მოხდეს შემდეგი ოთხი მიმართულების მიხედვით:
ხმაზე რეაგირება: Google ანვითარებს ბუნებრივი ხმის ცნობის ტექნოლოგიას, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, გუგლის ხმის ცნობის სისტემა საშუალოდ ოთხი სიტყვიდან ერთს ვერ ცნობდა. 3-4 წელიწადში ეს პროპორცია მინიმუმ 100/1 იქნება, ხოლო 10 წელიწადში კი კომპიუტერსა და ადამიანს თავისუფალი საუბარი შეეძლებაათ.
კონტექსტი: Google-ის საძიებო სისტემა ვითარდება ძიების კონტექსტის კუთხითაც, კერძოდ იმის გასარკვევად თუ რისი ძიება გსურთ, მაგ: თუ ეძებთ რესტორანს, გუგლი ამოგიგდებთ რესტორნებს მთელი მსოფლიოდან ხოლო თუ ჯერ ჩაწერთ ქვეყანას- საქართველოს და შემდგომ რესტორანს, მაშინ ძიება ვიწროდ საქართველოს რესტორნებზე აიღებს აქცენტს.
ამ კუთხით განვითარება უმნიშვნელოვანესია, მომავალში კომპიუტერს არა მხოლოდ შეეძლება ადამიანთან სრულფასოვანი საუბარი, არამედ კომპიუტერი შეძლებს ადამიანის ნათქვამის შინაარსის, მისი კონტექსტის გაგებას.
ადგილსამყოფელით ძებნა: ადგილსამყოფელით ძებნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხო გარემოში მოგზაურობის დროს, მაგ: იმყოფებით უცხო ქალაქში, დაინახეთ რესტორანი, თქვენ შეგიძლიათ გუგლის მეშვეობით გაიგოთ მის შესახებ ინფორმაცია, ძიების დროს კი თქვენი ადგილსამყოფელი გამოიყენოთ. გუგლი შედეგებს აჩვენებს თქვენი ადგილმდებარეობის შესაბამისად.
ადგილსამყოფელით ძებნის საშუალებით, მომავალში თქვენ შეძლებთ სურათი გადაუღოთ კონკრეტულ ადგილს, გუგლი კი მოძებნის ამ ადგილი და მოგაწვდით ინფორმაციას მის შესახებ. თქვენ შეძლებთ ჭკვიანი სათვალით მოახდინოთ ადგილმდებაროების სკანირება, ხოლო თქვენი პირადი ვირტუალური ასისტენტი შეგატყობინებთ ინფორმაციას, თქვენთივს საინტერესო ობიექტების შესახებ.
პერსონალური მონაცემები: გუგლი ვერ გახდება თქვენი ვირტუალური თანაშემწე, თუ მას არ ექნება თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, გუგლი ახლაც სწავლობს თითოეულ მომხმარებელს, ღებულობს პერსონალურ მონაცემებს მათი გადაადგილების, გემოვნების, ინტერესების შესახებ, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაციის ანალიზით, გუგლის სისტემა სულ უფრო და უფრო მორგებული ხდება ინდივიდზე. საბოლოო ჯამში ამ კუთხით განვითარება განაპირობებს სრულფასოვანი ვირტუალური ასისტენტის ჩამოყალიბებას, თუმცა მეორე მხრივ არსებობს სამართლებრივი შეზღუდვები, კერძოდ პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონმდებლობა, რომელიც სერიოზული წინაღობა იქნება გუგლისთვის ამ მიმართულებით განვითარების გზაზე.