საიტი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე

საიტი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე

ნებისმიერი საიტი საჭიროებს ტექნიკური უზრუნველყოფას, დაწყებული მარტივი საინფორმაციო საიტიდან, დამთავრებული უფრო კომპლექსური საიტებით, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ფუნქციები (მაგალითად ონლაინ გადახდა, განვადება და ა.შ.).

რა არის ტექნიკური უზრუნველყოფა?

სანამ უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ამ საკითხს, მნიშვნელოვანია განვასზღვროთ თუ რა ძირითად ელემენტებს მოიცავს ტექნიკური უზრუნველყოფა:

  • საიტის ფუნქციონირების შენარჩუნება;
  • ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრა;
  • საიტის ბექაფების გაკეთება;
  • საიტის ჰოსტინგის & დომენის მენეჯმენტი.

რა შეიძლება მოუვიდეს საიტს, ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე?

ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე ნებისმიერი საიტი არის რისკის ქვეშ, რომ გაფუჭდეს.

ეს შეიძლება იყოს, ვირუსი, სპამი, სერვერის პრობლემები, განახლების საჭიროება და ა.შ.

უკვე გაფუჭებული საიტის აღდგენა იგივე ფასი შეიძლება დაჯდეს, რაც ახალი საიტის აწყობა, გარდა ამისა, შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს ძველ საიტზე არსებული მასალები.

საიტის ტექნიკური უზრუნველყოფის ფასი:

ფასები მერყეობს იმის მიხედვით, თუ ვინ ახორციელებს მომსახურებას და რა სირთულის არის საიტი.

მარტივი კორპორატიული საიტების შემთხვევაში, ფასი მერყეობს თვეში 39 ლარიდან 300 ლარამდე.

უფრო კომპლექსური საიტების შემთხვევაში, სადაც საჭირო უფრო დიდი რესურსების გამოყოფა, ფასები შესაძლოა რამდენიმე ათასი ლარამდეც კი ავიდეს.

ასევე არსებობს წლიური ტარიფებიც, 200-300 ლარიდან.